სიახლეები
რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?
პარკინგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში, რომელიც აძლიერებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ფუნქციონალურობას. მასზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, რაც გამოწვეულია ურბანიზაციის მაღალი ტემპებით, ავტომობილების რაოდენობის ზრდით და ქალაქში პარკირების ადგილების დეფიციტით. ამის შედეგად, პარკინგში ინვესტირება ძალიან მიმზიდველია როგორც უახლოეს, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რას გაძლევთ პარკინგში ინვესტირება:
სტაბილური შემოსავალი
პარკინგში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და დაბალი რისკიანობის მქონე ინვესტიციაა. პარკირების ადგილები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი როგორც დღიური, თვიური, ასევე წლიური გაქირავებისთვის, განსაკუთრებით კომერციულად დატვირთულ ადგილებში (კერძოდ ცენტრალურ ზონებში) პარკინგი საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა.
მაღალი მოთხოვნა
ქალაქებში, სადაც ავტომობილების რაოდენობა იზრდება (თბილისში რეგისტრირებულია 685,000), პარკინგის მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ამიტომ, ასეთ სივრცეში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია.
მიწის ღირებულების ზრდა
თუ პარკინგი მდებარეობს დიდ ქალაქში ან ქალაქის ცენტრში, სადაც მიწის ღირებულება მუდმივად იზრდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიცია მალე გაიზრდება. მიწის ან უძრავი ქონების ფასის მატებასთან ერთად, პარკინგიც უფრო ძვირი ხდება, რაც დამატებით გაზრდის თქვენს შემოსავალს. ხშირად, პარკინგის ადგილებსაც იყენებენ სხვა კომერციული საქმიანობებისთვის, რაც დამატებით შემოსავალს ქმნის.

პარკინგის მრავალფეროვანი ფუნქციები
პარკინგი არამხოლოდ გეხმარებათ ძვირფასი დროის დაზოგვაში და გიქმნით ყოველდღიურ კომფორტს, არამედ უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის უსაფრთხოებასაც. ბევრი საპარკინგე სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ზოგიერთი ინვესტორი ირჩევს მრავალფუნქციური პარკინგის ადგილების შექმნას, სადაც დამატებით მოსახერხებელი კომერციული სერვისებიც შეიძლება განხორციელდეს, როგორიცაა ელექტრო ავტომობილების დამუხტვის სადგურები ან სხვა სერვისები.
პარკინგში ინვესტიცია წარმოადგენს სტაბილურ და მომგებიან ბიზნეს შესაძლებლობას. ქალაქის განვითარება, ახალი საცხოვრებელი და კომერციული პროექტების მშენებლობა, ტრანსპორტის სიჭარბე და პარკირების ადგილების დეფიციტი ქმნის მუდმივ მოთხოვნას ბაზარზე, რაც პარკინგში ინვესტირებას მომგებიანს ხდის.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.
როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა