*7171
back-arrow
რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?
14.01.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?

პარკინგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქალაქის ინფრასტრუქტურაში, რომელიც აძლიერებს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ფუნქციონალურობას. მასზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, რაც გამოწვეულია ურბანიზაციის მაღალი ტემპებით, ავტომობილების რაოდენობის ზრდით და ქალაქში პარკირების ადგილების დეფიციტით. ამის შედეგად, პარკინგში ინვესტირება ძალიან მიმზიდველია როგორც უახლოეს, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რას გაძლევთ პარკინგში ინვესტირება:

სტაბილური შემოსავალი

პარკინგში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და დაბალი რისკიანობის მქონე სფეროა. პარკირების ადგილები შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი როგორც დღიური, თვიური, ასევე წლიური გაქირავებისთვის, განსაკუთრებით კომერციულად დატვირთულ ადგილებში (კერძოდ ცენტრალურ ზონებში) პარკინგი საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა.

მაღალი მოთხოვნა

ქალაქებში, სადაც ავტომობილების რაოდენობა იზრდება (თბილისში რეგისტრირებულია 685,000), პარკინგის მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ამიტომ, ასეთ სივრცეში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია.

მიწის ღირებულების ზრდა

თუ პარკინგი მდებარეობს დიდ ქალაქში ან ქალაქის ცენტრში, სადაც მიწის ღირებულება მუდმივად იზრდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიცია მალე გაიზრდება. მიწის ან უძრავი ქონების ფასის მატებასთან ერთად, პარკინგიც უფრო ძვირი ხდება, რაც დამატებით გაზრდის თქვენი შემოსავალს. ხშირად, პარკინგის ადგილებსაც იყენებენ სხვა კომერციული საქმიანობებისთვის, რაც დამატებით შემოსავალს ქმნის.

parking lot

 პარკინგის მრავალფეროვანი ფუნქციები

პარკინგი არამხოლოდ გეხმარებათ ძვირფასი დროის დაზოგვაში და გიქმნით ყოველდღიურ კომფორტს, არამედ უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის უსაფრთხოებასაც. ბევრი საპარკინგე სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით რაც მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.ზოგიერთი ინვესტორი ირჩევს მრავალფუნქციური პარკინგის ადგილების შექმნას, სადაც დამატებით მოსახერხებელი კომერციული სერვისებიც შეიძლება განხორციელდეს, როგორიცაა ელექტრო ავტომობილების დამუხტვის სადგურები ან სხვა სერვისები.

პარკინგში ინვესტიცია წარმოადგენს სტაბილურ და მომგებიან ბიზნეს შესაძლებლობას. ქალაქის განვითარება, ახალი საცხოვრებელი და კომერციული პროექტების მშენებლობა, ტრანსპორტის სიჭარბე და პარკირების ადგილების დეფიციტი ქმნის მუდმივ მოთხოვნას ბაზარზე, რაც პარკინგში ინვესტირებას მომგებიანს ხდის.

შეკვეთილის ახალი სახე

შეკვეთილი, როგორც ზღვისპირა კურორტი, უკვე წლებია მიმზიდველია დამსვენებლებისთვის

საუკეთესო დრო ბინის შეძენისთვის - რა უნდა ვიცოდეთ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე?

ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია თუმცა, მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპი სხვადასხვა რისკებს და სარგებელს შეიცავს

ვინ არის მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

უძრავი ქონების განვითარების სფეროში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს საკვანძო ფიგურას

პატარა ბინა – დიდი კომფორტი

პატარა, კომპაქტური ბინები სულ უფრო პოპულარული ხდება

დიდი ბინის უპირატესობები - გადაწყვეტილება თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის

ყველას გვინდა ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობთ