სიახლეები

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი - შავი ზღვისპირა პატარა დასახლება, ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა. ამ რეგიონს მზარდი ტურისტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურის განვითარება და უნიკალური ეკოლოგიური გარემო - ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილად აქცევს, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე საცხოვრებლის მაძიებლებისთვის.
საინვესტიციო შესაძლებლობები
ქონების შეძენა შეკვეთილში მრავალ შესაძლებლობას აჩენს. ზღვისპირა ადგილები ყოველთვის იყო და რჩება მიმზიდველ ინვესტიციად, რადგან ტურისტული სეზონი აძლიერებს მოთხოვნას საცხოვრებელსა და დასასვენებელ ადგილებზე.
მეორე მხრივ, შეკვეთილის უძრავი ქონება შესანიშნავია, როგორც გაქირავებისთვის ისე საცხოვრებლად. ტურისტების მზარდი რაოდენობა და აქ შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორების ინტერესის ზრდა, კიდევ უფრო აამაღლებს ქონების გაქირავების შესაძლებლობებს.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
ინფრასტრუქტურული განვითარება
შეკვეთილში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის ზრდას. კომპანიები აქტიურად მუშაობენ ახალი გზების, საბავშვო ბაღების, სკოლებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ცხოვრების ხარისხს.
ეკოლოგიური და მშვიდი გარემო
შეკვეთილი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და შედარებით მშვიდი ატმოსფეროთი, რაც მყიდველებს ქონების შეძენისკენ უბიძგებს, არა მხოლოდ საინვესტიციო თვალსაზრისით, არამედ მუდმივ საცხოვრებლადაც. მშენებლობების მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს მყიდველებს არჩევანი გააკეთონ თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელზე.
"ალფა სახლის" პროექტი შეკვეთილში
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის. მისი სტრატეგიული მდებარეობა, ტურისტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბუნებრივი სილამაზე შეკვეთილს უძრავი ქონების ბაზრის თვალსაზრისით მომგებიან მიმართულებად აქცევს.
სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი“ გთავაზობთ გამორჩეულ პროექტს შეკვეთილში.
დეტალებისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: *71 71
როგორ მოვაწყოთ სხვადასხვა ზომის ბინა იდეალურად?
ბინის ინტერიერის იდეალურად მოწყობა, მისი ზომის მიუხედავად, დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა