სიახლეები

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
ბინის შეძენა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. თუმცა, ხშირად ზედმეტად დიდი სივრცე არ არის საჭირო იმისთვის, რომ დატკბე საკუთრი სახლით. ალფა სახლი გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობას, სადაც, თუნდაც 24 კვ.მ-იანი პატარა ბინით შეძლებთ ინვესტიციის გაკეთებას და თქვენი პირველი სახლის, თქვენი "ჭერის", მოპოვებას.
თანამედროვე რეალობა აჩვენებს, რომ საკუთარი ბინის შეძენა არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდაც სასარგებლოა. ნებისმიერი ზომის ბინა, განსაკუთრებით კი პატარა აპარტამენტები, წარმოადგენს შემოსავლის წყაროს სამომავლოდ გაყიდვის ან გაქირავების გზით. თუმცა, ამასთან ერთად ის გაცილებით მეტს ნიშნავს, რადგან ყველა ადამიანი ოცნებობს საკუთარ ჭერზე, საკუთარ სივრცეზე, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თუნდაც პატარა ბინის შეძენა, უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად ითვლება. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველწლიურად მზარდი სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახებისთვის ამ ზომის ბინა შესაძლოა საუკეთესო არცევანი იყოს.
პატარა ბინები - "მოდაშია"
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში უამრავი ადამიანი არჩევს პატარა ბინებს, რაც განპირობებულია არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გამარტივების (ბინის ეფექტური მოვლა-პატრონობა) სურვილით, არამედ თანამედროვე დიზაინის ტენდენციებითაც. პატარა ბინების დიზაინი და მოწყობა უფრო ეფექტური და პრაქტიკული ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის ბინების მოწყობა საკმაოდ მარტივია. თანამედროვე დიზაინი გთავაზობთ უამრავ გამოსავალს, რომლებიც თქვენს ბინას კომფორტსა და ფუნქციონალურობას შემატებს. მინიმალისტური სტილი, რომელიც არის ამ ტიპის ბინების მთავარი მიმართულება, ასევე აჩენს ინტერიერის იმგვარ მოწყობას, რომელიც არ საჭიროებს დიდ ზომებს, თუმცა იძლევა კომფორტსა და ეფექტურობას.
ფასები მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით მცირე ფართის ბინებზე, რაც ბაზარზე მის დეფიციტურობას უკავშირდება. ეს ფაქტორები თქვენს ინვესტიციას ბევრად მომგებიანს ხდის სამომავლო პერსპექტივაში. 5 წლის ჭრილში საშუალო მატება შესაძლოა 40-50% იყოს.
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა
თუ დღეს პატარა ბინის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაიწყოთ ფიქრი მომავალზე. ალფა სახლი თქვენზე ზრუნავს და მიიჩნევს - 24.4 კვ.მ-იანი ბინა შესაძლოა იდეალური ვარიანტი იყოს თქვენთვის! ის მხოლოდ საცხოვრებელ ფართს არ წარმოადგენს, არამედ თქვენი პირველი ჭერია, თქვენი სივრცე, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან რესურსად შეიძლება იქცეს. ნუ მიიღებთ პატარა ბინის შეძენას, როგორც კომპრომისს - ასეთი ბინა დიდი პოტენციალის მქონე ინვესტიციაა, რომელიც შემდგომში მაღალი ღირებულებით დაგიბრუნდებათ
როგორ შეიცვალა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 5 წელიწადში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა - გაიზარდა როგორც ფასები, ისე გაყიდვების რაოდენობა
თქვენი ბიზნესის გარანტირებული წარმატების ადგილი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
„სხვა უბანში“ შეძენილი კომერციული ფართი გახდება თქვენი ბიზნესის ყველაზე სტაბილური და მომგებიანი პლატფორმა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა
ზღვისპირა კურორტებზე ბინის შეძენის უპირატესობები - ევროპული გამოცდილება და შავი ზღვისპირა პერსპექტივა
ბოლო დროს შეკვეთილი სულ უფრო სწრაფად ვითარდება