სიახლეები

კერძო სახლი ქალაქში
თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპი დღითიდღე იზრდება. თითქმის ყველა უბანში შეხვდებით მშენებლობას ან უკვე ახალაშენებულ კორპუსებს. მაგრამ ამავდროულად თქვენ შეგიძლიათ კორპუსების ნაცვლად არჩევანი კერძო სახლზე შეაჩეროთ.
რა უპირატესობით გმოირჩევა ქალაქში კერო სახლის ფლობა:
კერძო სახლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლიუსი მისი ინდივიდუალიზმია. კორპუსის ბინისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ტიხრები ამოაშენოთ ისე როგორც თქვენ გსურთ, არამედ სახლის ფასადისთვისაც კი ინდივიდუალური დიზაინი შეაქმნევინოთ.
თქვენ სახლში ყველაფერი კომფორტული, გააზრებული, ფუნქციონალური იქნება.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მშენებლობის ხარისხი მის ყველა ეტაპზე - საძირკველის ჩაყრიდან გადახურვამდე.
ასევე კერძო სახლის მფლობელების კიდევ ერთ პრივილეგიას დამატებითი კომფორტის შექმნის შესაძლებლობა წარმოადგენს: ბასეინის, მარანის, დიდი კომფორტული ფარეხის, სახელოსნოს ან სხვა დამატებიტი ნაგებობების აშენების საშუალება.
რა შეიძლება იყოს დამღლელი სამუშაოს შემდეგ სახლში დაბრუნებაზე კარგი. როდესაც თქვენ კერძო სახლის მფლობელი ხართ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე, ქალაქის ხმაურისგან დასვენება.
კერძო სახლის არჩევის ძირითადი პლიუსებია:
- სუფთა ჰაერი, ბუნება;
- საკუთარი მიწის ნაკვეთი;
- დიდი საცხოვრებელი ფართი;
- გამაღიზიანებელი მეზობლების ნაკლებობა;
- პარკირების პრობლემის მოგვარება;
- რამდენიმე შინაური ცხოველის ყოლის შესაძლებლობა;
- ქალაქის ხმაურისგან დასვენება.
კერძო სახლის მთავარ უპირატესობად ითვლება სიმშვიდე და სუფთა ჰაერზე მუდმივად ყოფნის საშუალება. ეს განსაკუთრებით დიდი პრივილეგია მათთვის ვისაც ბავშვები ჰყავს. მათ ყოველთვის შეუძლიათ სათამაშოდ ეზოში გასვლა ყოველგვარი წინასწარ გამზადება, მომზადების გარეშე.
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით