ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს:

უმაღლესი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა

უმაღალესი ხარისხის შემოსასვლელი რკინის კარი

ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები

ბინამდე მიყვანილი ელექტრობა და ბუნებრივი აირი

შიდა პერიმეტრზე ამოყვანილი ტიხრები

გალესილი კედლები

მოჭიმული იატაკი

დასრულებული გარე ფასადი

მოაჯირები

დამონტაჟებული დიდი ზომის თანამედროვე ლიფტი

კორპუსის -3 სართულზე განთავსებული, განათებითა და სადარბაზოდან შესასვლელი კარით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხები მოხვეწილი, დახაზული და დანომრილი ბეტონის იატაკით

თელასის, თბილისი ენერჯისა და წყალკანალის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.

ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, შიდა უპროცენტო განვადებით. განვადების სტანდარტული პირობები ასეთია:

თავდაპირველად შემოგაქვთ ბინის ჯამური ღირებულების 30%, შემდეგ ყოველთვიურად იხდით 500$-ის ექვივალენტს ლარში მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან ერთ თვეში, დარჩენილ თანხას იხდით სრულად საკუთარი რესურსით, ან ნებისმიერი ბანკის დახმარებით.

თუმცა, ინდივიდუალური პირობების განსახილველად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: 245 17 17, 514 10 70 70, ვებგვერდიდან თქვენთვის მოსახერხებელი არხის (ზარი ვებგვერდიდან, Viber, WhatsAp, Messenger) ან შეავსოთ საიტზე არსებული ფორმა „მოითხოვე ზარი" და ჩვენი მენეჯერი თავად დაგიკავშირდებათ.

ასევე შეგიძლიათ გვეწვიოთ სათაო ოფისში – წერეთლის 117 ა, ან გაყიდვების ოფისში (მშენებლობის ობიექტზე) - ნუცუბიძის #77კ - ში

ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად.

ასევე, თვალი ადევნეთ ჩვენს აქციების განყოფილებას, პერიოდულად კომპანია მომხმარებელს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.