*7171
back-arrow
ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას?
08.09.2021 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას?

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. 

პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს: 

  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.

დაფინანსების მოცულობა:
კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60  თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული   3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ:

  • პროექტში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები;
  • სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
  • პროგრამაში განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი  არის 200 000 ლარი (ამასთან განსაზღვრულია, რომ სახლის ან/და ბინის ღირებულება შეიძლება აჭარბებდეს 200 000 ლარს);
  • კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;
  • კომერციული ბანკი ამოწმებს მსესხებლის შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებთან და შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სესხისა და მსესხებლის თაობაზე ინფორმაციას/მიმართვას აგზავნის სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ ბანკის მიერ მოწოდებულ მიმართვაზე დაყრდნობით ადასტურებს ან უარყოფს სესხს შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტოს დადასტურების შემთხვევაში სესხი ითვლება დამტკიცებულად პროგრამის ფარგლებში;
  • იპოთეკური სესხი გაიცემა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს;
  • პროგრამა არის ერთჯერადი, მასში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე – მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, რამდენჯერმე შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება.

ქალაქი ქალაქში - საძილე რაიონიდან, უმსხვილეს უბნამდე

ქალაქი ქალაქში - ასე მოიხსენიებენ დღეს უბანს თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობაც 200,000-ს შეადგენს

თბილისის მოთხოვნადი უბნები, სადაც ბინის შეძენაზე უნდა იფიქრო

უბნები, სადაც ინვესტიცია თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია

პატარა დასახლების დიდი წარსული...

როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზღვის კურორტი?

ზღვის კურორტი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის შესაფერისი ადგილია

ცხოვრება ზღვის კურორტზე - უნიკალური ბენეფიტები, რომლებსაც ის გვაძლევს

დღეს, ისე როგორც არასდროს, ზღვასთან ახლოს ცხოვრება პოპულარული ტრენდია