სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება - რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?
ბინის ყიდვა ახალაშენებულ კორპუსში ბევრისთვის ოცნების ასრულებაა, თუმცა თავად შესახლების პროცესი მხოლოდ გასაღების მიღებით არ სრულდება. არსებობს გარკვეული წესები, რჩევები და გამოწვევები, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ მშვიდად და ორგანიზებულად დაიწყოთ ცხოვრება ახალ საცხოვრებელ სივრცეში.
შესახლების წინაპირობა - შენობის ექსპლუატაციაში მიღება
მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შენობა აკმაყოფილებს ცხოვრებისა და უსაფრთხოების სტანდარტებს - მერია კორპუსს იღებს ექსპლუატაციაში. ამის შემდეგ კანონიერად შეგიძლიათ შენობაში მშვიდად გადახვიდეთ. კარგი იქნება, თუ დეველოპერს ექსპლუტაციის აქტის ასლს მოსთხოვთ.
შესახლების პროცესის დაწყება
როდესაც ბინის გასაღები უკვე თქვენს ხელშია, იწყება გადასვლის დამღლელი პროცესი. ახალ კორპუსებში, სადაც ბევრი მობინადრე ერთდროულად იწყებს შესახლებას, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რჩევები:
- წინასწარ შეათანხმეთ ტვირთის გადატანის დღე დეველოპერთან ან კორპუსის წარმომადგენელთან;
- გამოიყენეთ ლიფტი, თუ ეს დასაშვებია და საჭიროების შემთხვევაში, დაიცავით კედლები და იატაკი სპეციალური საფარით;
- ნუ დატოვებთ ნარჩენებს სადარბაზოში - სისუფთავის დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა;
- მძიმე ნივთების აზიდვისას გამოიყენეთ სპეციალური ლიფტი ან მომსახურება, რომ არ დაზიანდეს საერთო ინფრასტრუქტურა.

რა ხდება, თუ რამე დაზიანდა?
ახალ კორპუსში შესახლებისას ხშირად ვხვდებით მცირე ხარვეზებს:
- შეადგინეთ დაზიანებების სია;
- გადაუღეთ ფოტოები და დროულად აცნობეთ დეველოპერს;
- ზედმეტ ჩარევამდე დაელოდეთ დეველოპერის ტექნიკურ ჯგუფს - ხშირად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გარანტიის ვადები (საშუალოდ 1–2 წელი).
კორპუსის მართვა - თავმჯდომარე და თანამშრომლობა
მობინადრეთა შესახლების შემდეგ აუცილებელია კორპუსის მართვის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამისთვის ფორმდება ამხანაგობა ან აირჩევა დროებითი თავმჯდომარე.
მთავარი მიზნები:
- საერთო წესების დაწესება (მაგ. სარემონტო საათები, ხმაური, ტექნიკური ლიფტის გამოყენება);
- საერთო ქონების მოვლა (სადარბაზო, ლიფტი, ეზო);
- სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა (დარაჯი, დასუფთავება, განათება);
- კომუნიკაცია დეველოპერთან - საჭიროების შემთხვევაში საერთო პრობლემების გადასაჭრელად.

რჩევა მობინადრეებს: აქტიურად ჩაერთეთ პირველივე კრებებში - თქვენი მონაწილეობა განსაზღვრავს საცხოვრებელი სივრცის ხარისხს.
ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრებისას ხშირად ჩნდება გამოწვევები:
- შეუსრულებელი ინფრასტრუქტურა (პარკინგი, ეზო, საბავშვო მოედანი);
- ხმაური მეზობლის რემონტისგან;
- ე.წ. "დროზე ადრე შესახლებული" მობინადრეები - რომლებიც ჯერ არ დაელოდნენ ექსპლუატაციის აქტს;
- არასაკმარისი კომუნიკაცია მობინადრეებს შორის.
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება მხოლოდ ახალი ბინის შეძენის სიხარული კი არ არის, არამედ საერთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც. ეს პროცესი მოითხოვს ორგანიზებულობას, ურთიერთგაგებას და ზოგჯერ მცირე მოთმინებასაც. თუმცა, სწორი მიდგომით და მეზობლების თანამონაწილეობით, შესაძლებელია შეიქმნას კომფორტული, სუფთა და მყარი საცხოვრებელი გარემო. მუდმივ კავშირზე იყავით დეველოპერულ კომპანიასთან ან მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერთან.
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოიყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა ხელმისაწვდომ ფასად
დიდი ბინა - მეტი კომფორტი, შესაძლებლობა და შანსი!