სიახლეები

ლოფტი თანამედროვე და კრეატიული სტილი
იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ კონკრეტული სტილი და დიზაინი ჩვენი ბინისათვის, მნიშვნელოვანია კარგად ვერკვეოდეთ, ინტერიერის მოწყობისა და დაგეგმარების საკითხებში. დღეს არსებობს უამრავი სტილი და დიზაინი რომლის შერჩევაც საკუთარი ახალი ბინისთვის შეგვიძლია.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლოფტზე -სტილზე, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა. თავიდან ის სულაც არ ასოცირდებოდა მანჰეტენის აპარტამენტებთან ან რაიმე მდიდრულ და თანამედროვე ინტერიერთან. როდესაც მასიური უმუშევრობა დაიწყო მოსახლეობამ საცხოვრებლები დაკარგა, სახელმწიფომ მათ საცხოვრებლად გაჩერებული საწყობები და ფაბრიკები შესთავაზა. სწორედ ამიტომ ახასიათებს ლოფტს აგურის კედლები, ღია კომუნიკაციები და უხეში იერი.
XXI საუკუნეში კი ლოფტი თანამედროვე ქალაქური ინტერიერის დიზაინის სახელწოდებაა. როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს სტილი ინდუსტრიული დეკორატიული ელემენტებით ხასიათდება: ღია სივრცეები, მაღალი ჭერი,დაუმუშავებელი კედლები, ქვის იატაკი, სანტექნიკის ლითონის ძველმოდური მილები, რომლებიც დაუფარავად, კედლისა და იატაკის ზემოდან არის ოთახის სივრცეში გადაჭიმული, სადენეებთან ერთად.
ლოფტის სტილის ინტერიერის შიდა გაფორმება საკმაოდ მკაცრია, მინიმალისტური და ლაკონიური. ძირითადად ცივი ფერები გამოიყენება. ასევე იმის გამო, რომ ამ სტილის ინტერიერში, ტიხრები მინიმალურ ოდენობამდე არის დაყვანილი, ისინი მხოლოდ სააბაზანო ოთახისა და საძინებლის იზოლირებისთვის დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი სივრცის ზონირება განათებითა და ავეჯით ხდება.
სამზარეულო ლოფტ სტილში ხშირად გაერთიანებულია მისაღებ ან სასადილო ოთახთან, თუმცა გამოყოფილია ტექნიკური ვიზუალური საშუალებებით - ეს შეიძლება იყოს კონკრეტული მატერია, ფერთა ცვლილება ან უბრალოდ ბარი, რომელიც ფიზიკურად წამოადგენს საზღვარს სამზარეულოსა და მასთან გაერთიანებულ სივრცეს შორის.
აღნიშნული სტილის ინტერიერში აბაზანა ფართო და ტევადია, ის გაფორმებულია მსუბუქი ტექნიკითა და ბუნებრივი ქვისგან დამზადებული იატაკითა და კედლებით.
სახლის რემონტის დროს საძინებელი ოთახის დიზაინის კომფორტულად მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლოფტის საძინებელი აღჭურვილია მარტივი, სადა და ფუნქციონალური ავეჯით. თუ თქვენთვის კარადა განსაკუთრებით პრიორიტეტულია მაშინ ის კედელში უნდა ჩააშენოთ, ამით თავიდან აიცილებთ სტილის დარღვევას. ასევე გამოგადგებათ სათავსოიანი საწოლიც.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა