სიახლეები

ინტერიერის დიზაინის შექმნისას გასათვალისწინებელი 3 ძირითადი კომპონენტი
- სივრცე
ინტერიერის სივრცითი მოწყობა კომპლექსური საქმიანობაა, რომელიც პრაქტიკულ სწავლებას ეფუძნება, ამიტომ არ დაიწყოთ რემონტი ან სახლის განახლება გეგმისა და იდეის გარეშე ეს უამრავ გაუთვალისწინებელ ხარჯსა და სხვა პატარ-პატარა შეცდომას გამოიწვევს.
ინტერიერის დიზაინში სივრცეს 3 განზომილება აქვს - სიგანე, სიგრძე და სიმაღლე. ის შეგიძლიათ შეავსოთ ან ცარიელი დატოვოთ, გააჩნია, როგორი სტილის ინტერიერი გსურთ. სივრცე შეიძლება იყოს პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური მოიცავს საგნებს, ნეგატიური კი - ცარიელი სივრცეა.
ჰარმონიული ინტერიერის შესაქმნელად ამ ორ სივრცეს შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ბინა ზედმეტი ნივთებით არ გადაიტვირთოს. რომელი სივრცე იქნება უფრო მეტად დატვირთული ეს უკვე სტილზეა დამოკიდებული. მინიმალისტურ დიზაინს უფრო მეტი ნეგატიური სივრცე აქვს, ხოლო კლასიკურს დადებითი, რადგან ის ავეჯითა თუ დეკორით არის დატვირთული.
- განათება
განათება ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ის განსაზღვრავს ოთახის ატმოსფეროს, გარემოს აღქმას, სივრცის მოცულობას და თქვენ განწყობასაც კი. როდესაც ოთახში დიდი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე ვერ ხვდება აუცილებელი ხდება სანათებისა და ჭაღების გამოყენება. მათ სწორ შერჩევას დიდი ყურადღება სჭირდება. განათების სხვადასხვა ტიპი არსებობს: ძირითადი, აქცენტური, გარემომცველი და განწყობის შესაქმნელი.
განათების შერჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ, თუ რა სინათლის რაოდენობა უნდა მიეწოდოს ოთახს. სწორად შერჩეულ განათებას შეუძლია შეგიქმნათ განწყობა, ინტერიერის დიზაინში კი გამოკვეთოს თქვენთვის სასურველი ფერი, ადგილი და ტექსტურაც კი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ განათების შერჩევისას ნათების ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განათება ფერის მიხედვით 3 კატეგორიად იყოფა: თბილი, ცივი და ნეიტრალური. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს:
- თბილი ნათება - ამ სახის ნათება საუკეთესო ვარიანტია მისაღებში, საძინებელსა და სასადილო ოთახში გამოსაყენებლად;
- ნეიტრალური ნათება - თუ გსურთ თქვენი სამზარეულო ან სააბაზანო უფრო ნათელი იყოს, მაშინ ნეიტრალურ ნათება აირჩიეთ;
- ცივი ნათება - თუ შემოქმედებითი საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ აუცილებად ცივ ნათებაზე უნდა გააკეთოთ არჩევანი.
- ფორმები
ახლა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი დეტალი ფორმებია, რომელიც თანამედროვე გადაწყვეტით ადაპტირდება ნივთებთან, ავეჯთან თუ კარის ფორმასთან.
ფორმა შეიძლება იყოს როგორც გეომეტრიული, ასევე ბუნებრივი. ხელით დამუშავებული ორგანული დეტალები, როგორიც: ხალიჩები, ავეჯის გადასაფარებლები და ფარდებია მყუდრო დიზაინის შესაქმნელად საუკეთესო გადაწყვეტაა. მსგავსი ვიზუალი ქმნის ოჯახურ გარემოს და ინტერიერში მშვიდ, თბილი განწყობა შემოაქვს.
ორიგინალური და გამორჩეული ინტერიერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ თაღები, მომრგვალებული კარი ან ფანჯრის ჩარჩო- ეს ელემენტები ოთახის სტრუქტურას სრულად ცვლის და მათ მყუდრო ელფერს მატებს, მაგრამ თუ მსგავსი ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, მსგავსი ეფექტის მიღება ოვალური ავეჯით და დეკორაციებით შეგიძლიათ.
მაგალითად, ოვალური დივანი, სარკე, ჟურნალის მაგიდა და სხვა.
ამ კომპონენტების გათვალისწინებით თქვენ შექმნით მყუდრო, კომფორტულ და ლამაზ გარემოს, რომელიც ყოველ დღეს გაგილამაზებთ და თქვენ ბინას გამორჩეულ ადგილად აქცევს.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა