popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ინტერიერი, რომელიც მოდიდან დიდხანს არ გადავა
20.01.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

ინტერიერი, რომელიც მოდიდან დიდხანს არ გადავა

როგორც ტანსაცმლის შემთხვევაში ინტერიერის მოდა ცვალებადია, ამიტომ ადამიანები ცდილობენ შექმნან ისეთი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც აქტუალურობას წლების მანძილზე არ დაკარგავს. 

წარმოგიდგენთ სახლის მოწყობის რამდენიმე საინტერესო მეთოდს, რომელიც მოდიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გადავა:

ბუნებრიობა და გამძლეობა 
ბუნებრივი მასალები გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერი დროის გამოცდას გაუძლებს. მაგალითად,  გრძელვადიანმა, გამძლე ზედაპირებმა, როგორიცაა ხე და ქვა, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაძლოს. ხარისხიან მასალებში ინვესტირებამ შესაძლოა გაზარდოს თქვენი სახლის ღირებულება.

​ასევეა ავეჯიც - ხანგრძლივი პერიოდის შემდეგაც ხარისხიანი ავეჯი და სხვადასხვა ნივთი მეტად სავარაუდოა, რომ ანტიკვარების კატეგორიაში მოხვდეს.

მისაღები

ინდივიდუალობა და ნეიტრალიტეტი
ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად თავი აარიდეთ ბევრი ტრენდული აქსესუარისა და ფერების ერთად გამოყენებას. ჩარჩოებში მოქცეული ინტერიერი უფრო სწრაფად გამოვა მოდიდან, ვიდრე სივრცე, რომელიც სხვადასხვა სტილის ელემენტებს აერთიანებს. მაგალითად: თანამედროვე ნივთები ძველ ფონზე – ეს კლასიკური გადაწყვეტილებაა. 

​ფერების შერჩევისას კი გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები მოდიდან არასდროს გადადის. ნაცრისფერი, ბეჟი, თეთრი და ყავისფერი − მათი სხვადასხვა ტონი აქტიურად გამოიყენება კედლის შესაღებად. ბუნებით ინსპირირებული ფერები და ტექსტურები ჰარმონიულია როგორც ავეჯზე, ასევე, დეკორის ელემენტებზე. ბუნებასთან სიახლოვეში ყველაზე კარგად კი სახლის მცენარეები დაგეხმარებათ.  

სამზარეულო

ქსოვილები და ხელოვნება
ნეიტრალური და თბილი ფერების ბალანსის დასაცავად ინტერიერში ქსოვილის შემოტანა დაგეხმარებათ. ეს თქვენს ბინას უფრო ელეგანტურსა და ესთეტიკურს გახდის, ხოლო ხელოვნების ნიმუშები მაგალითად - ნახატები არასდროს გადადის მოდიდან და ისინი ინტერიერს მეტ სიღრმესა და ახალ სიცოცხლეს შეიძენენ. 

ტექსტილი

ფუნქციურობა
იმისთვის, რომ ინტერიერმა დროს გაუძლოს, პრიორიტეტი ობიექტის ფუნქცია უნდა იყოს და არა მისი ფორმა. თუ ავეჯი ფუნქციური და კომფორტულია ის ყოველთვის აქტუალური იქნება. ბინა, რომელიც მორგებული იქნება ყველა თქვენს საჭიროებაზე ყოველთვის გაუძლებს დროს, რადგან კომფორტი მოდიდან არასდროს გადადის.

სააბაზანო

ცვლილებებზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით რეაგირებისთვის დიზაინერები გვირჩევენ, ბინის ინტერიერის ისე მოწყობას, რომ მარტივად შეძლოთ მასში ცვლილებების შეტანა. ასევე რაც უფრო მეტად გამოხატავთ საკუთარ თავს ინტერიერში, მით ნაკლებია შანსი, რომ ის დაძველდება ან მოგბეზრდებათ. სახლი უნდა ასახავდეს თქვენს შინაგან სამყაროსა და ხასიათს. 

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?

ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით