სიახლეები

როგორ გავაკეთოთ ანტრესოლი ?
მოდით ჯერ გავარკვიოთ რას ნიშნავს ანტრესოლი?
პირდაპირი განმარტებით სიტყვა ნიშნავს შენობის ზედა ნახევარ სართულს, რომელიც ზოგისთვის მაღალ ჭერიანი სახლის სივრცის სრულად ათვისების საშუალებაა, ხოლო კრეატიული ადამიანისთვის კი ორიგინალური, მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნის შესაძლებლობა.
დღეს ანტრესოლი გაკეთება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის თანამედროვე დიზაინის განუყოფელი ნაწილი ხდება. თანამედროვე ტიპის ანტრესოლი გახლავთ დამატებითი ჰორიზონტალური სივრცე ჭერის ქვეშ, გარკვეულ სიმაღლეზე, რომელიც ყოფს ოთახს და იძლევა საშუალებას მეორე დონეზე მოეწყოს ფუნქციონალური ზონა.
ანტრესოლის გაკეთება შესაძლებელია როგორც კერძო სახლში, ისე მრავალსართულიან სახლში. მთავარია, რომ ჭერი იყოს საკმარისად მაღალი.
ანტრესოლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მცირე ზომის ბინაც კი დაყოთ სხვადასხვა ფუნქციურ ზონებად. მაგალითად: პირველ სართულზე განათავსოთ მისაღები, სააბაზანო და სამზარეულო, ხოლო მაღლითა სართული დაუთმოთ საძინებელს და გარდერობს. სივრცის ასეთი განაწილება ბინის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ზონებად მკაფიოდ დაყოფის საშუალებას იძლევა და თქვენც უფრო მეტ პირად სივრცეს გიტოვებთ.
ვისაც ანტრესოლის გაკეთება სურს, უნდა გაითვალისწინოს გარკვეული ნიუანსები მაგალითად: ჭერის სიმაღლე შენობაში, რომელშიც ანტრესოლის გაკეთებას გეგმავთ, უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მ-ისა. გარდა ამისა, იატაკიდან ანტრესოლის სართული 2,5 მ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული. და ბოლოს, ანტრესოლის ოთახს შეიძლება ეკავოს შენობის მხოლოდ 40%.
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია