სიახლეები
მსოფლიო ურბანიზაცია და საქართველო
ურბანიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გლობალური პროცესია, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში. იგი მრავალმხრივი მოვლენაა და ცალსახად მისი შეფასება შეუძლებელია, ამიტომ ამ ბლოგში მოგაწვდით ინფორმაციას ურბანიზაციის შესახებ და განვიხილავთ მას ჩვენი ქვეყნის ჭრილში.
ურბანიზაცია ეს პროცესია, როდესაც საქალაქო მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება ქვეყნის მთელს მოსახლეობაში და ქალაქური ცხოვრების წესი ფართოდ ვრცელდება. ურბანიზაცია შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რომელშიც მოიაზრება:
- სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;
- განათლების დონე;
- ინფრასტრუქტურა;
- სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ურბანული ქვეყნები ძირითადად ხასიათდება შემოსავლების მაღალი დონით და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად განვითარებულ ქვეყნებში რთულდება ურბანიზაციის არეალებში მოსახლეობის რიცხოვნობის უპრეცედენტო ზრდის მართვა, რის გამოც ხშირად ურბანიზაციას რთულ კომპლექსურ მოვლენად აღიარებენ. მას როგორც დადებითი ცვლილებების შემოტანა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში, ასევე უარყოფითი შედეგები შეუძლია გამოიწვიოს, როგორიცაა:
- ჭარბი მოსახლეობა;
- გარემოს დაბინძურება;
- დანაშაულის ზრდა;
- ღარიბი უბნების წარმოშობა.
როგორია ურბანიზაციის დონეს საქართველოში?
ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებლები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის რეიტინგში, რომელიც შედგენილია ურბანიზაციის დონის მიხედვით, საქართველო 137-ე ადგილს იკავებს. მათი მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 53,5% ქალაქად არის დასახლებული, ხოლო 46,5% სოფლად ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში უკვე გათანაბრდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით კი უკვე 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 75% იცხოვრებს ქალაქში.
საქართველოში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება სოფლის მეურნეობის სექტორში. ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია, რომ სოფლად მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება მოხდეს და ძირითადი მიზანი ურბანიზაციის ტენდენციის შეტრიალებაა. სტატისტიკურად საქართველოში მთლიანი მოსახლეობის შემცირება აღინიშნება, ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში აღინიშნება. დღესდღეისობით მილიონზე მეტი ადამიანი მხოლოდ თბილისშია, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში კი მოსახლეობა დედაქალაქის მოსახლეობაზე 7-ჯერ ნაკლებია. ქალაქების დაჯგუფება კატეგორიად ხდება შემდეგნაირად:
- დიდი ოთხეული (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი);
- რეგიონული ცენტრი (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრები);
- მეორე თანრიგის ურბანული არეალები – მუნიციპალური ცენტრები და ქალაქები – სადაც მოსახლეობა 15 ათასს აჭარბებს.
ურბანიზაციის გავლენა
ურბანიზაცია ეს პროცესია, რომელიც მუდმივად ხორციელდება და ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ და სწორი მიმართულება მივცეთ მას. ურბანიზაციის არსის მნიშვნელობაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსხვილ ქალაქებში მიმდინარე პროცესების და ურბანიზაციის პრობლემების კვლევები ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების რიცხვში შეიტანა. ამ პროცესის დადებითი მხარე შემოსავლების მზარდ დონესა და სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. ურბანული ქვეყნები შემოსავლების მაღალი დონით, ძლიერი ინსტიტუტებით და სტაბილური ეკონომიკით ხასიათდება და მათ აქვთ უნარი, გაუძლონ მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს.
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!