სიახლეები

როგორ იცვლება გარეუბნის მიმართ ინტერესი თანამედროვეობაში?
თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქის გარეუბნებშია თავმოყრილი. გარეუბანი ესაა მსხვილი საქალაქო ტიპის დასახლების შედარებით პერიფერიული ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრს სატრანსპორტო ქსელით უკავშირდება. დასავლურ სამყაროში გარეუბნების ფართოდ გავრცელება პოსტ-ინდუსტრიულ პერიოდში, XIX-XX საუკუნეებში შეინიშნება. ტრანსპორტის განვითარებამ გაამარტივა გადაადგილება, რამაც გაამსხვილა ურბანული ცენტრები.
თბილისის ძველი გარეუბნები - ნაძალადევი და დიდუბე სწორედ რკინიგზის შექმნის პარალელურად ყალიბდებოდნენ (1870-იანი წლები). მოსახლეობისთვის საბინაო პრობლემის გადასაჭრელად, გარეუბნებში მასობრივად შენდება ახალი საცხოვრებელი მასივები და მიკრო რაიონები 1950-1980-იან წლებში. თუკი აშშ-ში, ე.წ. ამერიკული ოცნების ერთ-ერთი მთავარი იდეალი გარეუბანში მშვიდი ცხოვრება იყო, საქართველოში წარსულში გარეუბნები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ და მათ „საძილე რაიონებად“ მოიხსენიებდნენ.
ზღვისუბნის ახალი პარკი (ყოფილი თემქის ხევის ტერიტორიაზე)
თანამედროვეობამ გარეუბნების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შეცვალა. სწრაფი ტემპით ვითარდება თითოეული უბანი: სატრანსპორტო ხაზებით ქალაქის ცენტრში მოხვედრა გამარტივებულია, ყველა გარეუბანი უზრუნველყოფილია სავაჭრო თუ გასართობი სივრცეებით, რაც იძლევა შესაძლებლობას საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვების გარეშე კომფორტული ყოველდღიურობა შეიქმნას ადამიანმა.
ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორის მოწინავე ადგილებს იკავებენ დიდი დიღომი, გლდანი და ვარკეთილი. უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად იმატებს ფასებიც. გარეუბნები ხელმისაწვდომი და კომფორტულია სტუდენტებისთვის, შრომითი მიგრანტებისთვის რეგიონებიდან და სხვა ფართო სოციალური წრისთვის. ქალაქის ცენტრის გადატვირთვის მიზეზით მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ბინას უფრო მშვიდ და ეკოლოგიურ გარემოს გარეუბნებში ეძებს. ქართულ რეალობაში გარეუბნები როგორც წესი უფრო ეკოლოგიურად სუფთა და სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობით გამოირჩევიან.
მშენებარე გლდანი, 1981 წელი.
გარეუბნების მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ადგილზე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს. რაც უფრო დიდია მოსახლეობა, მით უფრო მომგებიანია ბიზნესი. მაგალითად დიდ დიღომში რამდენიმე წლის წინ 35 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი დაახლოებით 60 ათასი. 1 კვ.მ. ბინის ღირებულება კი 450-550 დოლარიდან - 1000-1200 დოლარამდე გაიზარდა. შეიქმნა ახალი ობიექტები. გარეუბნები დროთა განმავლობაში იცვლიან სახესა და სტატუსს, როგორც ზემოთაა აღნიშნული 100-150 წლის წინ დიდუბე ქალაქის გარეუბანი იყო, ახლა კი ფართო ცენტრის ნაწილია. 1970-იან წლებში გლდანი ე.წ. საძილე რაიონი იყო, დღეს კი „ქალაქი-ქალაქში“ ტიპის ურბანული დასახლება, შესანიშნავად განვითარებული ინფრასტრუქტურით.
თბილისი მტკვრის გასწვრივ, გრძივად აგრძელებს გაფართოებას და ჩრდილოეთიდან ავჭალის, სამხრეთიდან კი ფონიჭალის სახით ახალი სრულფასოვანი გარეუბნების ფორმირება გრძელდება. ეს უკანასკნელებიც მოგვიანებით შესაძლოა პოპულარული გარეუბნები გახდნენ. თბილისის ზრდა კი არც აქ გაჩერდება და ალბათ უახლოეს ათწლეულებში თანამგზავრ რუსთავს დაუკავშირდება და უმსხვილეს მეტროპოლიას შექმნის.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა