დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია
07.11.2024 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტიდან უნიკალურ კურორტამდე - შეკვეთილის ისტორია

შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, თვალწარმტაცი ბუნებით გარემოცული შეკვეთილის ისტორია რამდენიმე ასწლეულს ითვლის. თუ დღეს ეს ადგილი ცნობილია დამსვენებელთა სიმრავლით, მაგნიტური ქვიშების სიმდიდრითა და უხვი მზის სხივებით - ადრე მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად მიიჩნეოდა.

მე-18 საუკუნეში გურიის სოფელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო ადგილი იყო. დასახლებას იცავდა ციხე. წყაროების მიხედვით 1723 წელს შეკვეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის ჯარი ჩადგა, მოგვიანებით კი პოლიტიკური ვითარების ცვლილების შედეგად რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა. შეკვეთილზე გადიოდა საზღვარი ოსმალეთის იმპერიაზე და აქვე 1813 წელს აიღო წმ. ნიკოლოზის ციხე, რომელიც 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს.

შეკვეთილი

შეკვეთილი 1853 წ. ჟიულ გაილდრაუს ნახატი.

1949 წელს მიიღეს გადაწყვეილება შეკვეთილის ტერიტორიაზე საზღვაო ზოლის მოწყობის შესახებ (ის ნაწილი იყო ქობულეთი-ფოთის 50 კმ-იანი დასასვენებელი ზოლის). 1950-იან წლებში გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი. მალევე აქაური ჰაერი, მზე და ქვიშის აბაზანები იქცა ცნობილ სამკურნალო საშუალებებად: გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, სახსრებისა და სხვა დააადებებისთვის.

შეკვეთილი

ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და წელიწადში 20,000 საათი მზის ნათება არაა ყველაფერი, რასაც შეკვეთილი გთავაზობთ. უკანასკნელი წლების მანძილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც თან სდევს ადგილობრივი მოსახლეობის ზრდაც. წარსულში შეკვეთილი მხოლოდ  კურორტი იყო, სადაც მუდმივად თითქმის არავინ ცხოვრობდა.

ბოლო 20 წლის მანძილზე კი მოსახლეობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. შეკვეთილის განვითარების ტენდენციის პარალელურად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა აქ ცხოვრებაზე, რის შესაძლებლობასაც "ალფა სახლის" შეკვეთილის პროექტი გაძლევთ.

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა