popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
შპალერი თუ საღებავი- არგუმენტები ორივე ვარიანტის  სასარგებლოდ
02.09.2020 გააზიარე: Facebook

შპალერი თუ საღებავი- არგუმენტები ორივე ვარიანტის სასარგებლოდ

არგუმენტები შპალერის სასარგებლოდ:

1. უხდება არასწორ კედლებს, მისი მეშვეობით უფრო მარტივია დეფექტების დამალვა.
საღებავისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ იდეალურად მომზადებულ ზედაპირზე უნდა წაუსვათ. შპალერი უფრო მრავალფუნქციურია, რადგან  თუ  კედელი არ არის იდეალურად სწორი რელიეფური შპალერით თქვენ  მარტივად შეძლებთ მისი ნაკლოვანენბების დაფარვას. ამიტომაც თუ თქვენი კედლები არ არის იდიალურად სწორი ან აქვს რაიმე სხვა დეფექტი აირჩიეთ შპალერი, რადგან საღებავი ვერ დაგიფარავთ კედლის მცირე დეფექტსაც კი.  

2. შპალერი ინტერიერს სითბოს და კომფორტს ანიჭებს
რა თქმა უნდა, საღებავებს შორისაც არის ფერები, რომლებიც ოთახს მსგავს ეფექტს სძენს, მაგრამ  ფერის მიუხედავად შეღებილი კედლები უფრო ოფიციალურად გამოიყურება. რაც შეეხება შპალერს, ის  ოთახში სიმყუდროვეს, განწყობას და დადებით  აურას ქმნის. 

3. საკუთარი ძალებითაც შეძლებთ მის გაკვრა
სზოგი იტყვის, რომ შპალერის გაკვრაზე მარტივი კედლის შეღებვა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ის, თუ რამდენი მომზადება უნდა კედელს სანამ მასზე საღებავს დაიტანთ.  არაა საჭირო იყოთ პროფესიონალი, რომ შპალერის გაკვრა შეძლოთ.  

4. დიდი არჩევანი შეზღუდული ბიუჯეტის დროსაც
კედლების იდიალურად გასწორება  და კარგი საღებავი გაცილებით ძვირი დაჯდება, როგორც სამუშაოს ღირებულებით, ასევე მასალითაც, ამიტომაც მაღალ ხარისხიანი სპალერიცკი უფრო იაფი დაგიჯდებათ. თუ თქვენი სახლის კედლები  უკვე იდიალურ  მდგომარეობაში, მაშინ საღებავის რამდენიმე ქილა მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ოჯახის ბიუჯეტზე.

5. კარგი ხმის და სითბოს იზოლატორი
შპალერი არჩევის შემთხვევაში თქვენ გარანტირებული გაქვთ ხმის იზოლაცია და სახლში სითბოს შენარჩუნება. უფრო მეტიც, ამ მაჩვენებლით შპალერი აღემატება არა მხოლოდ მის პირდაპირ კონკურენტს, არამედ სხვა მასალებსაც.

არგუმენტები საღებავის სასარგებლოდ:

1. ფერების დიდი არჩევანი
პირველი, რაც საღებავს შპალერისგან  განასხვავებს, მისი მრავალფეროვნებაა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფერთა მრავალფეროვანი პალიტრიდან ერთერთი ან რამდენიმე. ასეთი მრავაფფეროვანი არჩევანის გამო ყველაზე პრეტენზიულ მყიდველსაც კი შეუძლია სასურველი ფერის პოვნა.  ასევე თქვენ არ ხართ შეზღუდული მხოლოდ ერთი ფერით,   შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე ფერი- ერთი მთავარი და რამდენიმე დამხმარე.  

2. იდიალურია მათთვის ვისაც ყავთ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები
შინაური ცხოველების პატრონებმა კარგად იციან, თუ რა დამოკიდებულება  აქვთ მათ შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის ქაღალდის საფარის  მიმართ. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამძლეა თქვენი შპალერი ისინი მაინც უპოვნიან სუსტ ადგილს.  პატარა ბავშვებთან მიმართებაში, სურათი არ არის უკეთესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვებში მოულოდნელად იღვიძებს მხატვრის ნიჭი. ნებისმიერ შემთხვევაში, კედლის ხელმეორედ შეღებვა ან გასუფთავება  ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შპალერის გამოცვლა.

3. ადვილი გასაწმენდია
შპალერისგან განსხვავებით, შეღებილი კედლების გარეცხვა ბევრად უფრო მარტივი და ადვილია, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ დაიბანოთ საღებავი არა მხოლოდ ყოველდღიური ჭუჭყისაგან, ასევე მას მარტივად შორდება მარკერების, ყავის ან თუნდაც ცხიმის ლაქებიც კი.

4. საშუალებას გაძლევთ სწრაფად განაახლოთ ინტერიერი
საღებავი –  იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს პერიოდულად შეცვალოს ან განაახლოს ატმოსფერო სახლში და თან არა მხოლოდ დეკორის დახმარებით. კედლის გადაღებვას რამდენიმე საათი სჭირდება, ამიტომ თქვენ  ერთ დღეში შეგიზლიათ შეიტანოთ ინტერიერში გლობალური ცვლილებები. 

5. გამძლეობა
საღებავის უპირატესობა მისი ჭუჭყისადმი ამტანობა და ინტერიერის სწრაფი განახლების შესაძლებლობა როდია, მისი ერთერთი უპირატესობა გამძლეობაცა. კარგად მოვლის და ხარისხიანი მასალის გამოყენების შემთხვევაში საღებავი 5 დან 10- წლამდე ძლებს. 

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით