სიახლეები

ქალი დიზაინერები, რომლებმაც დიზაინი გენდერული შეზღუდვებისგან გაათავისუფლეს
ლილი რაიხი
ლილი რაიხი იყო როგორც პირველი ქალი დიზაინერი გერმანულ ვერკბუნდში, ისე მისი პირველი დირექტორი. ბევრმა არც იცის რომ ლუდვიგ ვან დე როემ ვერც ლილი რაიხამდე და ვერც მის მერე ვერ შექმნა ვერაფერი მნიშვნელოვანი გარდა იმ ცამეტწლიანი პერიოდისა, როცა ისინი ერთად მუშაობდნენ. ვან დე როესთან თანამშრომლობისას მათ ერთად შექმნეს ავეჯი გერმანული პავილიონისთვის ბარსელონაში, იგი წლების მანძლზე აფორმებდა ვიტრინებს და აწყობდა გამოფენებს, დააპროექტირა ''სარკეებიანი ოთახი'' შტუტგარდში, ვან დე როეს ამერიკაში ემიგრაციის მერე კი იგი ნაცისტური რეჟიმის მიერ იზოლირებული აღმოჩნდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
შარლოტა პერიანი
1927 წელს ლე კორბუზიემ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი სიტყვებით ''ჩვენ აქ ბალიშებს არ ვკერავთ", მაშინ იგი 24 წლის იყო, იმავე წელს შარლოტამ შექმნა ''კაფე სახურავის ქვეშ" რომლის სასტუმრო ოთახი ალუმინის, მეტალისა და მინისგან დააპროექტირა. კორბუზიემ მოუბოდიშა, რის შემდეგაც მათ არა ერთ პროექტზე იმუშავეს ერთად. შარლოტამ შექმნა მეტალის ქრომირებული ჩიბუხები, გააფორმა 1937 წლის პარიზის გამოფენა, სათხილამურო კურორტი სავოიაში და ოთახები Cite Universitaire-ში, დაინტერესებული იყო აღმოსავლეთით, იცოცხლა თითქმის ას წლამდე და დაარსა ბრენდი Cassina.
ეილინ გრეი
მისი კარიერა პარიზში ჟან დეზერტის, მამაკაცის სახელით გახსნილი გალერეით დაიწყო. 1920 – 1930-იან წლებში ეილინმა პარზში რიუ დე ლოტას ქუჩაზე გააფორმა ბინა, რომელშიც როგორც ავეჯი, ისე ლამფები თუ კედლის პანელები თავისი საყვარელი გეომეტრიული ორნამენტებით დააპროექტირა, სამწუხაროდ მძიმე პირობებში მუშაობისასა ალერგიული ფონი გაუმძაფრდა და იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა. მიუხედავად ამისა, 1937 წელს ლე კორბუზიემ იგი პარიზის გამოფენაზე მიიწვია სადაც წარსდგა კიდეც თავისი ნამუშევრებით. თანამედროვეები მას მოდერნიზმის საკვანძო ფიგურად მიიჩნევდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა მისი დიდება დავიწყებას მისცა.
რეი იმზი
იგივე ალექსანდრა ბერენისი. ქალი, რომელმაც როგორც ამბობენ Time-Life chair დამოუკიდებლად დააპროექტირა თუმცა მთელი ცხოვრება ქმრისა და კორპორაციის ჩრდილში გაატარა. ჩარლზ იმზმა ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში მეუღლეზე თქვა:'' მართალია ვამბობ, რომ ეს მე გავაკეთე, სინამდვილეში კი მან ჩემზე არანაკლები გააკეთა, უბრალოდ მისი წვლილი და სახელი კორპორაციის სახელით იჩრდილება''. ის იმაზე მეტი იყო, ვიდრე თავისი მეუღლის ასისტენტი. ხატავდა და მუშაობდა ტექსტილზე, რომლის არა ერთი კოლექციაც შექმნა.
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა