popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ქალი დიზაინერები, რომლებმაც დიზაინი გენდერული შეზღუდვებისგან გაათავისუფლეს
01.08.2022 გააზიარე: Facebook კატეგორია: დიზაინი

ქალი დიზაინერები, რომლებმაც დიზაინი გენდერული შეზღუდვებისგან გაათავისუფლეს

ლილი რაიხი

ლილი რაიხი იყო როგორც პირველი ქალი დიზაინერი გერმანულ ვერკბუნდში, ისე მისი პირველი დირექტორი. ბევრმა არც იცის რომ ლუდვიგ ვან დე როემ ვერც ლილი რაიხამდე და ვერც მის მერე ვერ შექმნა ვერაფერი მნიშვნელოვანი გარდა იმ ცამეტწლიანი პერიოდისა, როცა ისინი ერთად მუშაობდნენ. ვან დე როესთან თანამშრომლობისას მათ ერთად შექმნეს ავეჯი გერმანული პავილიონისთვის ბარსელონაში, იგი წლების მანძლზე აფორმებდა ვიტრინებს და აწყობდა გამოფენებს, დააპროექტირა ''სარკეებიანი ოთახი'' შტუტგარდში, ვან დე როეს ამერიკაში ემიგრაციის მერე კი იგი ნაცისტური რეჟიმის მიერ იზოლირებული აღმოჩნდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

დიზაინი

შარლოტა პერიანი

1927 წელს ლე კორბუზიემ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი სიტყვებით ''ჩვენ აქ ბალიშებს არ ვკერავთ", მაშინ იგი 24 წლის იყო, იმავე წელს შარლოტამ შექმნა ''კაფე სახურავის ქვეშ" რომლის სასტუმრო ოთახი ალუმინის, მეტალისა და მინისგან დააპროექტირა. კორბუზიემ მოუბოდიშა, რის შემდეგაც მათ არა ერთ პროექტზე იმუშავეს ერთად. შარლოტამ შექმნა მეტალის ქრომირებული ჩიბუხები, გააფორმა 1937 წლის პარიზის გამოფენა, სათხილამურო კურორტი სავოიაში და ოთახები Cite Universitaire-ში, დაინტერესებული იყო აღმოსავლეთით, იცოცხლა თითქმის ას წლამდე და დაარსა ბრენდი Cassina.

ინტერიერი

ეილინ გრეი

მისი კარიერა პარიზში ჟან დეზერტის, მამაკაცის სახელით გახსნილი გალერეით დაიწყო. 1920 – 1930-იან წლებში ეილინმა პარზში რიუ დე ლოტას ქუჩაზე გააფორმა ბინა, რომელშიც  როგორც ავეჯი, ისე ლამფები თუ კედლის პანელები თავისი საყვარელი გეომეტრიული ორნამენტებით  დააპროექტირა, სამწუხაროდ მძიმე პირობებში მუშაობისასა ალერგიული ფონი გაუმძაფრდა და იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა. მიუხედავად ამისა, 1937 წელს ლე კორბუზიემ იგი პარიზის გამოფენაზე მიიწვია სადაც წარსდგა კიდეც თავისი ნამუშევრებით. თანამედროვეები მას მოდერნიზმის საკვანძო ფიგურად მიიჩნევდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა მისი დიდება დავიწყებას მისცა. 

ქალი დიზაინერი

რეი იმზი

იგივე ალექსანდრა ბერენისი. ქალი, რომელმაც როგორც ამბობენ Time-Life chair დამოუკიდებლად დააპროექტირა თუმცა მთელი ცხოვრება ქმრისა და კორპორაციის ჩრდილში გაატარა. ჩარლზ იმზმა ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში მეუღლეზე თქვა:'' მართალია ვამბობ, რომ ეს მე გავაკეთე, სინამდვილეში კი მან ჩემზე არანაკლები გააკეთა, უბრალოდ მისი წვლილი და სახელი კორპორაციის სახელით იჩრდილება''. ის იმაზე მეტი იყო, ვიდრე თავისი მეუღლის ასისტენტი. ხატავდა და მუშაობდა ტექსტილზე, რომლის არა ერთი კოლექციაც შექმნა. 

სავარძელი

ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება

საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც

"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ

"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის

ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა

"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან

კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის