სიახლეები
პატარა ბინის მოწყობის 5 მთავარი წესი
როდესაც მცირე ზომის ბინაზეა საუბარი ჩვენ უკვე ვიცით, რომ თითოეული კვადრატული მეტრის მაქსიმალურად გამოყენება მოგვიწევს. ხშირად მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი შესაქმნელად ბინის ფართობს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. სწორი გეგმარება და სივრცის რაციონალურად გადანაწილება ნებისმიერ სივრცეს სიმყუდროვესა და კომფორტს ანიჭებს.
მაშ ასე, გთავაზობთ 5 მთავარ წესს, რომელიც პატარა ბინის მოწყობაში დაგეხმარებათ:
1. ღია ფერთა გამა
რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ფერთა გამის შერჩევას. შეგიძლიათ, დახმარებისთვის სკანდინავიური ინტერიერისგან მიიღოთ, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს ან გამოიყენოთ უფრო საინტერესო ტონები, მაგალითად, კრემისფერი, რძიანი ყავისფერი. თქვენ ასევე შესაძლებელია სხვა ფერებზე ექსპერიმენტირებაც. დიზაინერები პატარა სივრცეებში სამ ძირითად ფერზე მეტის გამოყენებას არ გვირჩევენ, ამასთან ორი მათგანი ნათელი უნდა იყოს.
2. ავეჯის შერჩევის თავისებურებები
სწორად შერჩეული და განლაგებული ავეჯი ყველაზე პატარა ბინასაც კი გადააქცევს მყუდრო საცხოვრებლად. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ზედმეტი ნივთები ნებისმიერ სახლში გროვდება. ავეჯი გამონაკლისი არაა. ამიტომ სახლში მისი რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. პატარა ფართობისთვის იდეალურია, თანამედროვე დასაკეცი და კომპაქტური ავეჯი. მაგალითად: თუ თქვენ სასტუმრო ოთახში სადილობთ, დიდი მაგიდა სამზარეულოში აღარ გჭირდებათ. ის დასაკეცი მაგიდით ან „ბარით“ შეცვალეთ. ასევე კარგი ვარიანტია დივანი – საწოლი , რომელზედაც დღე ზიხართ , ღამე კი წევხართ.
3. პატარა ოთახის სივრცე
ფართის გასადიდებლად შეგვიძლია გავაერთიანოთ ორი განსხვავებული ფუნქციის მქონე ოთახი:
- მისაღები და სამზარეულო
თუ ბინაში ორი ოთახია, ერთი იქნება საძინებელი, მეორე მისაღები. ახალგაზრდა ოჯახები ხშირად მიმართავენ ასეთ პრაქტიკას.
- სამზარეულო და ლოჯი
სამზარეულო, რომელიც უერთდება ფართო ლოჯის ან პატარა აივანს - ეს უკვე დიდი ხნის აპრობირებული მეთოდია.
- სასტუმრო ოთახი და ლოჯი
ლოჯი ხდება ოთახის ბუნებრივი გაგრძელება. რაც საშუალებას გაძლევთ ეს სივრცე წელიწადის დროის მიხედვით სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით გამოიყენოთ.
4. ბუნებრივი განათება და მეტი მინა
მინა პატარა სივრცეების საუკეთესო მეგობარი და დამხმარეა. დიდი ფანჯრები, შუშის კარი და ტიხრები, ავეჯი და სამზარეულოს შუშის მაგიდა – ყველაფერი ეს პატარა ფართს ნათელს, მსუბუქსა და ჰაეროვანს ხდის. მისი მეშვეობით ქრება საზღვრები და იშლება სივრცე.
5. ჭერქვეშა სივრცე
თუ ბინა დიდი არაა მაღალი ჭერი მისი ყველაზე დიდი პლუსია. მისი დახმარებით, შეიძლება შესანახი სივრცის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. გააკეთეთ კარებს ზემოთ თაროები ან ერთგვარი ნიშები და მოათავსეთ იქ ნივთები, რომლებიც სეზონურად გჭირდებათ. მაგალითად, ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, ნაძვის ხის სათამაშოები და ა.შ.
პატარა ბინა – დიდი კომფორტი
პატარა, კომპაქტური ბინები სულ უფრო პოპულარული ხდება
დიდი ბინის უპირატესობები - გადაწყვეტილება თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის
ყველას გვინდა ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობთ
ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბინის შესახებ - მობინადრეთა პანელი
შევქმენით სპეციალური მობინადრეების პანელი. რომელიც იქნება თქვენი ბინის ფინანსური ისტორიის სრულყოფილი სამართავი სივრცე
დიდი vs. პატარა ბინები: არჩევანი, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული
ბინის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დილემა მისი ზომაა
პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება