სიახლეები

"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლს" მრავალწლიანი წარმატებული ისტორიის სიმბოლოები მისი პროექტები არიან. "ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ბოლო რამდენიმე წელში მისი პროექტების ღირებულება საშუალოდ 60%-ით გაიზარდა.
გთავაზობთ სტატისტიკურ ანალიზს:
ალფა ნუცუბიძე
2020 წლის მდგომარეობით, ნუცუბიძის ფერდობზე (პლატო), საბურთალოს რაიონში 1 კვ.მ. ახალაშენებული ბინის საშუალო ფასი, თეთრი კარკასის მდგომარეობით 800 აშშ დოლარია.
2021 წელა, როდესაც "ალფა ნუცუბიძის" მშენებლობა დაიწყო, საშუალო ფასი 950 აშშ დოლარს აღწევდა.
2023 წელს პროექტის დასრულების ეტაპზე, 1 კვ.მ. საშუალო ფასი 1250 აშშ. დოლარი გახდა, ხოლო უახლესი მონაცემებით 2025 წელს 1500 დოლარია.
უკანასკნელ 5 წელიწადში ფასები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა (85%), ხოლო "ალფა ნუცუბიძის" თვითღირებულება 60%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
ალფა სახლი ვაჟაზე
2019 წლის მდგომარეობით, ვაჟა ფშაველას გამზირზე და მის კვარტლებში 1 კვ.მ. ახალაშენებული ბინის საშუალო ფასი, თეთრი კარკასის კონდინციით 1100 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
2020 წელს, პანდემიის დაწყებით გამოწვეული ხანმოკლე შოკის შემდეგ ფასი მაინც გაიზარდა და 1200 აშშ დოლარი შეადგინა, სწორედ ამ დროს იწყება "ალფა სახლი - მარიჯანის" პროექტის მშენებლობა.
2022 წლის დასაწყისში, პროექტის დასრულებისას 1 კვ.მ. ბინის ღირებულება 1400 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო 2025 წლის მდგომარეობით 1700 აშშ დოლარით განისაზღვრება.
შეიძლება ითქვას, რომ უბანში ფასები ბოლო 6 წლის მანძილზე, წლიურად საშუალოდ 8-9%-ით იზრდებოდა. ალფა მარიჯანის პროექტში კი უძრავი ქონების თვითღირებულება, მშენებლობის დასრულებიდან დღემდე 20%-ზე მეტით, ხოლო მშენებლობის დაწყებიდან 40%-ზე მეტით გაიზარდა.
ალფა სახლი კიკვიძეზე
დიდუბის რაიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლოკაციაზე – კიკვიძის პარკთან, ალფა სახლის პროექტის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 1 კვ.მ.-ის საშუალო ღირებულება ამ დროს 700 აშშ დოლარი იყო.
2020 წელს პროექტის დასრულებისას 1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი 900 აშშ დოლარს აღემატებოდა, დღეს კი 5 წლის შემდეგ 1450 დოლარს შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე, 7 წელიწადში ფასი გაორმაგდა, ხოლო ბოლო 5 წელიწადში ძალიან სწრაფად 60%-ით გაიზარდა.
ალფა სახლი წერეთელზე
2020 წლის მინაცემებით, დიდუბის ცენტრალურ ნაწილში, წერეთლის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე 1 კვ.მ.-ის საშუალო ღირებულება 950 აშშ. დოლარი იყო, ალფა სახლის პროექტის დასრულებისას, 1 წლის შემდეგ ფასი 1050 აშშ დოალარს შეადგენდა (2021)
2025 წლის მდგომარეობით კი 1500 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე ჯამში 60%-იან, ხოლო წლიურ ჭრილში 12%-იან ზრდას ნიშნავს. ამ ტემპით 3 წელიწადში ფასი 2000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ალფა ისანი
ისანში ფასები შედარებით ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად იზრდება, უბანი ყოველდღიურად ვითარდება. 2020 წელს, როდესაც ალფა სახლმა თავისი პროექტი დაიწყო 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 700 აშშ დოალარს შეადგენდა, ხოლო 1 წლია შემდეგ პროექტის ჩაბარებისას 750 აშშ დოლარი იყო. დღეს კი პროექტია დასრულწბიდან 4 წლის თავზე, ფასი 1150 აშშ დოლარამდეა გაზრდილი, რაც 55%-იან ზრდაზე მიუთითებს.
ალფა ბაგები
ბაგების ფასების ზრდის დინამიკა უძრავი ქონების ბაზარზე, კარგად ასახავს ე.წ. ბაგების სასწაულს – მოვლენას, რომელსაც ექსპერტები ბაგების სწრაფ ზრდა-განვითარებას უკავშირებენ. 2019 წელს 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 1000 აშშ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს კი 1200 აშშ დოლარს. 2025 წლის მდგომარეობით საშუალო ფასი 2100 აშშ დოლარს შეადგენს და მეტწილად პრემიუმ ხარისხის ბინებს მოიცავს, რაც უბანს პრესტიჟულ "პატარა ვაკედ" აყალიბებს. ბოლო 5 წლის მანძილზე ფასები რეკორდულად 105%-ით გაიზარდა.
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.