popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
31.05.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა

"რა ღირს?" – ესაა ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ბინის შეძენის მსურველთათვის, რომელსაც მოსდევს მეორე ყველაზე აქტუალური კითხვა – "როგორი კარკასით/კონდინციით ბარდება ბინა?".

ჩვენი პასუხია – სხვა კარკასით! და მაინც რას ნიშნავს ეს?

"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან. ეს არის პრაქტიკულად მზა ბინა, რომელსაც უკვე გავლილი აქვს გენერალური სამშენებლო და ტექნიკური ეტაპები, რაც მყიდველს უზოგავს ყველაზე მთავარს - დროს, ენერგიას და ფულს.

რამდენად მომგებიანია თეთრი კარკასის კონდინციით შევიძინოთ ბინა, 1 კვ.მ. $1100 თუ მის საცხოვრებლად მოსაწყობად კვადრატულ მეტრზე ამ თანხის მეხუთედის გაღება, მრავალი თვე და უდიდესი ენერგიის გაღება მოგვიწევს? ის რაც ერთი შეხედვით ძვირი შეიძლება გვეგონოს, ხშირად მეტ მოგებას გვაძლევს.

„სხვა კარკასით“ ბინები ბარდება მხოლოდ ალფა სახლის ახალ პროექტში – „სხვა უბანში დიდ დიღომში“. სხვა კარკასის კონცეფცია დაფუძნებულია მწვანე კარკასის გაუმჯობესებულ ვერსიაზე, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პრაქტიკულად პრემიუმ შეთავაზების ბიუჯეტური ვერსია მიიღონ. მათ არ მოუწევთ ხანგრძლივი ლოდინი და ხარჯიანი სამუშაოები, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. იმ ფონზე, როდესაც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო დროს, ნელ-ნელა მკვიდრდება მწვანე კარკასის კონდინცია, ალფა სახლმა გადაწყვიტა მისთვის ერთი ნაბიჯით გაესწრო. შედეგებიც არ აყოვნებს და ინოვაციური შეთავაზება სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს.

დიდ ფუფუნებას წარმოადგენს, როდესაც ყველა უმნიშვნელო დეტალზე რესურსის გაღება არ გიწევს. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო ელემენტი, როგორიც დენცქვიტაა, საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მისი შერჩევა/მონტაჟიც ყურადღებას მოითხოვს. არ დაგჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევა იატაკისა თუ კედლის სისწორეზე, არც დგარების ამოყვანის რთულ პროცესზე და სველ წერტილებზე.

ბინაში დაგხვდებათ სრულად გამართული კომუნიკაციები. მწყობრშია წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირისა და ელექტროობის ქსელები. ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური სამუშაოები უკვე შესრულებულია – თქვენ აღარ გჭირდებათ ხელოსნების ძებნა და ხარისხზე ფიქრი. 

ბინაში ამოყვანილ იქნება შიდა ტიხრები, 10 სმ სისქის ბლოკებით, რაც გამძლეობასთან ერთად უზრუნველყოფს უკეთეს ხმის იზოლაციას ოთახებს შორის. ტიხრები გალესილია თაბაშირისა და პერლიტის ნაზავით – მასალა, რომელიც სუნთქავს, კარგად ინარჩუნებს ზედაპირს და ამზადებს კედლებს საბოლოო დეკორატიული ფენისათვის.

კეთილმოწყობილი და ესტეტიკური იქნება საერთო სივრცეები. კერამიკული ფილებით მოპირკეთებული სადარბაზო/დერეფნები, კიბეები ბუნებრივი გრანიტით და უახლესი ტექნოლოგიებით გამართული 3 ლიფტი. 

რასაკვირველია, დღეს კორპუსები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეები არაა. კომპანიის მხრიდან დიდი ყურადღება ენიჭება კორპუსის ფუნქციურ ელემენტებს და მენეჯმენტს. თქვენს საცხოვრისზე პირველ შთაბეჭდილებას ლობი ქმნის. გამართული ლობი, გარდა ვიზუალური კუთხისა, შენობას მეტად პრესტიჟულს ხდის და მის ღირებულებასაც ზრდის. ეს სივრცე ხდება სამეზობლო ურთიერთობების განვითარების კარგი საწყისიც. კორპუსის მოვლა-პატრონობის გრძელვადიანი მდგრადობისთვის შექმნილია პერსონალისა და დიასახლისებისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე.

გარდა ამისა, სხვა კარკასი მოიცავს:

  • მაღალი ხარისხის რკინის კარი - თქვენი დაცულობისთვის (დროებითი და მუდმივი გასაღებით);
  • შავი მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინაპაკეტით, რომელიც აღჭურვილია გაღება/გადმოკიდების მექანიზმით - უზრუნველყოფს ბინის მოქნილ ვენტილაციასა და ხმის იზოლაციას;
  • აივანზე დაგებული კერამიკული ფილები და რკინის მოაჯირები - თქვენი სასიამოვნო საზაფხულო სივრცისთვს;
  • ბინის შიდა პერიმეტრზე აპარატურული მეთოდით მოჭიმული იატაკი - არანაირი ძალისხმევა იდეალური სისწორისთვის:
  • გალესილი კონტურული კედლები - ინტერიერის მოწყობის გამარტივებისთვის;
  • UPS-ით აღჭურვილი ლიფრი - ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო თქვენთვის;
  • თელმიკოს, თბილისი ენერჯისა და GWP-ს მრიცხველების მონტაჟი, აბონირება და ჩართვა - ნაკლები ხარჯი თქვენი მხრიდან, რომელიც რამდენიმე ათას ლარს დაგაზოგინებთ.

ეს არასრული სიაა იმისა, რასაც "სხვა კარკასი" მისცემს მომხმარებლებს. ალფა სახლი აგრძელებს მუშაობას, კარკასის კიდევ უფრო დახვეწისა და ბაზარზე საუკეთესო შეთავაზებების შექმნისთვის. "ალფა სახლი" ქმნის მომავლის პროექტებს!

კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა