სიახლეები
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ბოლო დროს უძრავი ქონების ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება დუპლექსის ტიპის ბინა, რომელიც ანტრესოლს მოითხოვს. თუ გაგიფიქრებიათ, როგორ მოაწყოთ მაქსიმალურად პრაქტიკული და ორიგინალური ინტერიერი მაღალჭერიან სახლში, ანტრესოლი სწორედ ის გამოსავალია, რომელიც დაგეხმარებათ სივრცის ჭკვიანურად მართვაში. თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში ანტრესოლი სულ უფრო პოპულარული ხდება - არა მხოლოდ როგორც ესთეტიკური, არამედ როგორც სუპერ-ფუნქციური გადაწყვეტა.
რა არის ანტრესორი?
ანტრესოლი - ეს არის შუასართული, რომელიც განლაგებულია ჭერის ქვემოთ და ძირითადად ჰორიზონტალური კონსტრუქციის სახით ყოფს სივრცეს ორ დონედ. პრაქტიკულად, ის იძლევა საშუალებას მაღალჭერიან ოთახში შეიქმნას დამატებითი საცხოვრებელი ზონა - იქნება ეს საძინებელი, კაბინეტი, ბიბლიოთეკა თუ პირადი კუთხე მშვიდი დასვენებისთვის.

მაღალჭერიანი ბინები ხშირად მალავენ დიდ პოტენციალს. სწორედ ანტრესოლი აძლევს შესაძლებლობას სრულად აითვისოთ ოთახის სიმაღლე და ესტეთიკურადაც საინტერესო, ხოლო ფუნქციურად - მორგებული სივრცე მიიღოთ. ასეთი ზონის მოწყობა განსაკუთრებით გამოსადეგია მცირე ფართის ბინებში, სადაც საჭიროა თითოეული კვადრატული მეტრის რაციონალურად გამოყენება.
მაგალითად, პირველ დონეზე შეგიძლიათ მოაწყოთ სამზარეულო, მისაღები ან სამუშაო ზონა, ხოლო ანტრესოლზე საძინებელი, სამკითხველო კუთხე ან გარდერობი განალაგოთ. ასეთი განაწილება ქმნის ბუნებრივ ზონირებას - პირადსა და საზოგადოებრივ სივრცეებს შორის მკაფიო ზღვარს ავლებს.

იმისათვის, რომ ანტრესოლი იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ უსაფრთხოც და კომფორტულიც, რამდენიმე ტექნიკური ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
- ჭერის სიმაღლე - რეკომენდებულია, რომ ოთახის საერთო სიმაღლე იყოს მინიმუმ 4.5 მეტრი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ანტრესოლსა და ძირითადი იატაკის დონეს შორის არ შეიქმნას სიმჭიდროვე.
- ანტრესოლის დონე იატაკიდან - სივრცე იატაკიდან ანტრესოლის ქვედა ნაწილამდე უნდა იყოს მინიმუმ 2.5 მეტრი, რათა ოთახი არ იქცეს ვიზუალურად დამძიმებულად ან არაკომფორტულად.
- ფართობი - უსაფრთხოებისა და ჰარმონიული განლაგების მიზნით, ანტრესოლი არ უნდა იკავებდეს ოთახის მთლიანი ფართის არაუმეტეს 40%-ს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.