back-arrow
რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე საცხოვრებელ კომპლექსში?
10.01.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე საცხოვრებელ კომპლექსში?

წლების განმავლობაში ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება და იზრდება, რაც ნათელს ხდის, რომ ბუნებასთან კავშირის გარეშე ადამიანის არსებობა რთული, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელია. ქალაქისთვის დამახასიათებელი საცობი, გამონაბოლქვი, დანაგვიანება, ხალხმრავლობა, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ მნიშვნელოვანი მასთან ერთად ცხოვრება, მისი გამოსწორების და განვითარების გზების ძიებაა. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს საჭიროა ისეთი ბუნებრივი გარემოს შექმნა, სადაც ცხოვრება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იქნება.

ქალაქში მწვანე სივრცის არსებობა ხელს უწყობს ადამიანის საცხოვრებელი გარემოს კომფორტულობას და ფიზიკური განწყობის გაუმჯობესებას. კვლევებმა აჩვენა, რომ პარკები და მწვანე სივრცე მნიშვნელოვნად ზრდის ქალაქის მოსახლეობის სოციალიზაციისა და რეკრეაციის დონეს, რიგ შემთხვევებში კი გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორს. რეკრეაციული​ აქტივობა არის, როდესაც ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, დრო დაუთმონ  ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სულიერ აქტივობებში მონაწილეობას, რაც ზრდის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მწვანე სივრცის უპირატესობა: 

  • ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვნად წევს ტემპერატურას დაბლა;  
  • ქმნის განსაკუთრბულ მიკროკლიმატს; 
  • ხელს უწყობს ჰაერის იონიზაციას; 
  • უზრუნველყოფს ხმაურსაწინააღმდეგო ეფექტს; 
  • არეგულირებს სინოტივესა და ჰაერის ტემპერატურულ რეჟიმს; 
  • წარმოადგენს გარემოს ხარისხის მაჩვენებელს.

თბილისის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, რამაც გამოიწვია მშენებლობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემების გავითვალისწინებით  როდესაც საცხოვრებელის ძიებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ კორპუსის ადგილმდებარეობაზე, რათა არჩევანი მშვიდ, თანამედროვე და კომფორტული გარემო შეარჩიოთ, რომელიც გამოირჩევა სიმწვანით და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის საჭირო ელემენტებით. 

 მწვანე სივრცე

ჩვენი კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ადამიანების საჭიროებებს და ქმნის მაღალი სტანდარტებით მოწყობილ, მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებულ მწვანე სივრცეს, რომელიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან და მიმართულია ადამიანის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს იერსახის ჩამოყალიბებისაკენ. “ალფა სახლის” სოციალური პასუხისმგებლობაა გამწვანების მაჩვენებლის ზრდა და სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც დადებითად აისახება ურბანულ განვითარებაზე.

გთავაზობთ ჩვენს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ადგილმდებარეობით და ეკო მეგობრული გარემოთი:

  • "ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან" -  ლამაზი და ეკომეგობრული გარემო, რომელიც კომფორტული, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ; 

  • "ალფა სახლი გლდანში" - მშვიდ და კომფორტულ გარემოში, რომელიც თქვენ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილზეა მორგებული. ტერიტორიის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა მწვანე სივრცე, გაკეთდება 2 (ორი) სკვერი, მოეწყობა სტადიონი, დაირგვება ხეები (ირმის რქა, იფანი, კვიპაროზი, მინდვრის ნეკერჩხალი) და განთავსდება მოსასვენებელი სკამები;

  • "ალფა სახლი დიდი დიღომი" -  ეკოლოგიურად ჯანსაღი და კომფორტულ გარემო, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ყოველი წამით და იპოვოთ თქვენ სტილზე, გემოვნებასა და მოთხოვნილებაზე მორგებული ბინა. კომპლექსის გენ. გეგმის მიხედვით სექტორებს შორის გაკეთდება სკვერი, მოეწყობა ორი სტადიონი, დაირგვება ხეები , განთავსდება მოსასვენებელი სკამები. ხოლო დემეტრე თავდადებულის და პეტრე  იბერის ქუჩების მხრიდან მერიის მიერ მოეწყობა მწვანე სივრცე-ალეა.

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება

მსოფლიო ურბანიზაცია და საქართველო

ურბანიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გლობალური პროცესია, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდგრადი განვითარების მიზნებში

რისი გაკეთება შეიძლება დიდ აივანზე?

ნტერიერის დიზაინში, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მცენარეების დეკორად გამოყენება