სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე სივრცე საცხოვრებელ კომპლექსში?
წლების განმავლობაში ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება და იზრდება, რაც ნათელს ხდის, რომ ბუნებასთან კავშირის გარეშე ადამიანის არსებობა რთული, ხშირ შემთხვევაში კი შეუძლებელია. ქალაქისთვის დამახასიათებელი საცობი, გამონაბოლქვი, დანაგვიანება, ხალხმრავლობა, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ მნიშვნელოვანი მასთან ერთად ცხოვრება, მისი გამოსწორების და განვითარების გზების ძიებაა. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს საჭიროა ისეთი ბუნებრივი გარემოს შექმნა, სადაც ცხოვრება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იქნება.
ქალაქში მწვანე სივრცის არსებობა ხელს უწყობს ადამიანის საცხოვრებელი გარემოს კომფორტულობას და ფიზიკური განწყობის გაუმჯობესებას. კვლევებმა აჩვენა, რომ პარკები და მწვანე სივრცე მნიშვნელოვნად ზრდის ქალაქის მოსახლეობის სოციალიზაციისა და რეკრეაციის დონეს, რიგ შემთხვევებში კი გარემოზე პოზიტიური ზემოქმედების ფაქტორს. რეკრეაციული აქტივობა არის, როდესაც ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, დრო დაუთმონ ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით და სულიერ აქტივობებში მონაწილეობას, რაც ზრდის ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
მწვანე სივრცის უპირატესობა:
- ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვნად წევს ტემპერატურას დაბლა;
- ქმნის განსაკუთრბულ მიკროკლიმატს;
- ხელს უწყობს ჰაერის იონიზაციას;
- უზრუნველყოფს ხმაურსაწინააღმდეგო ეფექტს;
- არეგულირებს სინოტივესა და ჰაერის ტემპერატურულ რეჟიმს;
- წარმოადგენს გარემოს ხარისხის მაჩვენებელს.
თბილისის მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, რამაც გამოიწვია მშენებლობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა. დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემების გავითვალისწინებით როდესაც საცხოვრებელის ძიებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ კორპუსის ადგილმდებარეობაზე, რათა არჩევანი მშვიდ, თანამედროვე და კომფორტული გარემო შეარჩიოთ, რომელიც გამოირჩევა სიმწვანითა და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის საჭირო ელემენტებით.
ჩვენი კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ადამიანების საჭიროებებს და ქმნის მაღალი სტანდარტებით მოწყობილ, მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებულ მწვანე სივრცეს, რომელიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან და მიმართულია ადამიანის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს იერსახის ჩამოყალიბებისაკენ. “ალფა სახლის” სოციალური პასუხისმგებლობაა გამწვანების მაჩვენებლის ზრდა და სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც დადებითად აისახება ურბანულ განვითარებაზე.
გთავაზობთ ჩვენს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ადგილმდებარეობითა და ეკო მეგობრული გარემოთი:
- "ალფა სახლი კიკვიძის ბაღთან" - ლამაზი და ეკომეგობრული გარემო, რომელიც კომფორტული, ჯანსაღი და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ;
- "ალფა სახლი გლდანში" - მშვიდ და კომფორტულ გარემოში, რომელიც თქვენ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილზეა მორგებული. ტერიტორიის მიმდებარედ გენერალური გეგმისა და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა მწვანე სივრცე, გაკეთდება 2 (ორი) სკვერი, მოეწყობა სტადიონი, დაირგვება ხეები (ირმის რქა, იფანი, კვიპაროზი, მინდვრის ნეკერჩხალი) და განთავსდება მოსასვენებელი სკამები;
- "ალფა სახლი დიდი დიღომი" - ეკოლოგიურად ჯანსაღი და კომფორტულ გარემო, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ყოველი წამით და იპოვოთ თქვენ სტილზე, გემოვნებასა და მოთხოვნილებაზე მორგებული ბინა. კომპლექსის გენ. გეგმის მიხედვით სექტორებს შორის გაკეთდება სკვერი, მოეწყობა ორი სტადიონი, დაირგვება ხეები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები. ხოლო დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მხრიდან მერიის მიერ მოეწყობა მწვანე სივრცე-ალეა.
ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში
გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენაძენის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად!
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?
ახალაშენებულ კორპუსში შესახლება მხოლოდ ახალი ბინის სიხარული კი არ არის, არამედ საერთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც
აირჩიეთ ბინა მომავლის უბანში - „ალფა სახლში“ გლდანში!
მიიღე მომგებიანი გადაწყვეტილება
როგორ უნდა გადააქციო შენი რეკომენდაცია 300 ლარად?
სიახლე მობინადრეებისთვის
ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების სფეროში
ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს სხვადასხვა სფეროში - მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზეც