popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელი - რას უნდა ველოდეთ?
05.02.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელი - რას უნდა ველოდეთ?

2022 წელს უძრავი ქონების ბაზარი მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან პოზიტიური ტენდენციებით ვითარდებოდა. მთავარი ინდიკატორი, როგორიცაა გაყიდვების სტატისტიკა, გაქირავების და გასაყიდი ფასი მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. პროგნოზით, ფასები 18%-ის ფარგლებში გაიზრდება, საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი მიგრანტების მხრიდან ბინების ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოდან საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე აქტიურად დაიწყებენ ბინების ყიდვას. შედეგად, 2023 წლისთვის თბილისში გაყიდულ საცხოვრებელ ბინებში მიგრანტების წილი 10%-დან 12%-მდე გაიზრდება.

2022 წელს უძრავი ქონების გასაყიდ ფასზე მიგრაციის ეფექტს ირიბი გავლენა ჰქონდა. მიგრანტების მიერ ქირაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ბიძგი მისცა უფრო მეტ მოქალაქეს ეყიდა ბინა საცხოვრებლად და საინვესტიციოდ. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რამაც საცხოვრებელ ბინებზე ფასები გაზარდა. 2023 წელს ეს ეფექტი უკვე პირდაპირი იქნება. გამორიცხული არ არის საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე ბინების დაქირავებიდან უძრავი ქონების ყიდვაზე გადავლენ, რაც დამატებით გაზრდის გასაყიდი ბინების ფასს. ეს გათვლები ეყრდნობა დაშვებებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსული მიგრანტების 75% თბილისში დასახლდა, ხოლო მიგრანტების 30% ქვეყანას 2023 წელს დატოვებს.

თბილისიაღსანიშნავი ფაქტია, 2022 წელს ახალ პროექტებში ბინების შეძენა 10%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.

სეგმენტების მიხედვით, თბილისში ახალაშენებულ პრექტებზე მოთხოვნა შედეგია:

  • პრემიუმ სეგმენტის ბინებზე გაიზარდა 132%-ით;
  • მედიუმ სეგმენტში 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა;
  • ეკონომ სეგმენტში ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა.

განახლებული მიმოხილვით კი თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გაიზარდა:

  • გარე უბნებში - 15%-ით;
  • ფართო ცენტრში - 13%-ით;
  • ქალაქის ცენტრში - 14%-ით.

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია