popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას
05.04.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: რემონტი

ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას

რემონტის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია მოხდეს მისი სწორი დაგეგმარება. კარგად გაწერილი გეგმა პირდაპირ არის კავშირში საქმის ხარისხიან და დროულად შესრულებასთან.  გეგმის არ ქონა კი დაკავშირებულია მუდმივ პრობლემებთან, საქმის გადადებასა და პროცესის უსაშველოდ გაწელვასთან. რაც მოქმედებს, როგორც თქვენს ბიუჯეტზე, ისე ნერვებზე.

სწორი გეგმარება

სწორი გეგმარება პატარა ფართობის მქონე ბინის ათვისების საუკეთესო ხერხია. კარგი ბინა არ ნიშნავს დიდ ფართს ან ბევრი ოთახია. “კარგი ბინა” ისეთი სივრცეა, სადაც გვაქვს ყველაფერი ის, რაც გვჭირდება – არც მეტი, არც ნაკლები. მცირე ფართის შემთხვევაში მთავარია, ყველა კუთხე სწორად იყოს ათვისებული, რაც თავისუფლების და სიმსუბუქის შეგძნებას მოგცემთ. 

სწორი ფერები

ყველამ ვიცით, რომ ღია და ნათელი ფერების შემთხვევაში, სივრცე უფრო დიდად აღიქმება და ის, რომ ცივი ფერები ვიზუალურად უფრო ადიდებს სივრცეს.   

მყუდრო

ტრანსფორმირებადი ავეჯი

მცირე ფართობში შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრანსფორმირებადი ავეჯი, რომელიც შესაძლებელია ერთი და იგივე ოთახი სხვადასხვა დანიშნულების სივრცედ ვაქციოთ.    

განათება

დიდი სივრცის გამოსაჩენად ბინის განათება უნდა მოხდეს ისე, რომ სინათლე ჭერზე გადანაწილებული იყოს სწორად და თანაბრად. ეცადეთ არ დაფაროთ ბუნებრივი განათება სქელი და მუქი ფარდებით. გემოიყენეთ ღია ფერის მსუბუქი ტექსტილი. 

ფერები

სათავსოები

ეცადეთ, მოაწყოთ მაქსიმალურად ბევრი სათავსო. ყველა ადამიანს აქვს უამრავი ისეთი ნივთი, რომლებსაც იშვიათად ან საერთოდ არ იყენებს ამიტომ, მათი ორგანიზებულად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგეხნმარებათ თავდან აიცილოთ არეულობა და ქაოსი, რაც ნებისმიერი ფართის მქონე ბინას ვიზუალურად უფრო აპატარავებს. 

ამ დეტალების გავლის შემდეგ თქვენ უკეთ შეძლებთ ბინის ფართის ათვისებას, პროექტის სწორ ბიუჯეტირებას და გეგმის დასახვას.

სათავსოები

ასევე გახსოვდეთ, რომ ბიუჯეტის განსაზღვრისას აუცილებელია გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინება. რადგან გეგმის არსებობის შემთხვევაშიც კი არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც გსურდათ. მნიშვნელოვანია ასევე სარემონტო მასალების წინასწარ შერჩევა მათი ყიდვისა და მიღების ზუსტი ვადების დადგენა, რადგან შემდგომ არ მოხდეს გარკვეული სამუშაოების შეჩერება. 

ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ

ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება

შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე

შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი

ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!

გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?

ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება

ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?

ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით