back-arrow
რას ამბობენ ფერები ჩვენს პიროვნებაზე ?
15.08.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: ინტერიერი

რას ამბობენ ფერები ჩვენს პიროვნებაზე ?

ინტერიერის შექმნისას მნიშვნელოვანია საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე ორიენტირებული სივრცის შექმნა, რომელიც თქვენ გემოვნებასა და ემოციურ ფონს მკაფიოდ გამოხატავს. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში ფერები დაგეხმარებათ, რომელსაც ადამიანს კულტურული, ეროვნული მახასიათებლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ინდივიდუალური აღქმა გააჩნია. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფერები ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს, ზოგიერთი მეცნიერის აზრით ფერების მიხედვით ადამიანის პიროვნების ამოცნობაც კი შესაძლებელია. ამიტომ ამ ბლოგში ვისაუბრებთ ფერების ფსიქოლოგიაზე და მათ პიროვნებასთან კავშირზე.

  • თეთრი

თეთრი ფერი არც ისეთი უბრალო და მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მის მისაღებად პალიტრის ყველაზე დახვეწილი ელფერები უნდა გამოიყენოთ. თეთრი ფერის ფსიქოლოგია სიმბოლიზმის ტრადიციებს ეფუძნება, რაც ორმაგ ბუნებას გამოხატავს, სამყაროს ორ საპირისპირო ხასიათს როგორიცაა- კეთილი და ბოროტი, ცივი და თბილი. ეს ფერი ძალიან დახვეწილი და გლამურულია, რომელიც ასოცირდება უმანკოებასთან, მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან. თეთრი ფერი ადამიანში ნდობას იწვევს, რადგან არაფერს მალავს, სუფთა და ნათელია. 

თეთრი ფერი

  • ნაცრისფერი

ნაცრისფერი მოღრუბლული ცისა და ფერფლის ფერია, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგეც ყავს. მას ძირითადად მინიმალიზმისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მოყვარულები ირჩევენ, რადგან  ადამიანს სამუშაო პროცესისთვის განაწყობს. ადამიანები, რომელიც ამ ფერზე აკეთებენ არჩევანს  შრომისმოყვარეები არიან, გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევიან და ყოველდღიურად ცდილობენ ცხოვრების გამარტივებას. ხშირად ეს ფერი გვხვდება საძინებელში, რადგან არ იწვევს ადამიანის გაღიზიანებას.

ნაცრისფერი

  • ყვითელი

ერთ-ერთი უძველესი ფერია, რომელიც  საკმაოდ მარტივად მქრქალი-ყვითელი თიხის ქანებისგან მიიღებოდა, ამიტომ ის ხშირად იყო წარმოდგენილი კლდოვან და ძველი სამყაროს გვიანდელ ხელოვნებაში. მხიარული და ენერგიული ფერია, რომელიც მზესთან ასოცირდება. თავისუფლების ფერია, რომელსაც სივრცეში ხალისიანი განწყობა შემოაქვს.  ყვითელი ოქროს სიმბოლოა, საბერძნეთში – აპოლონის, ხოლო ჩინეთში – იმპერატორის ფერად მიიჩნევა. დღეს ინტერიერში ყვითელს და მის ელფერებს საოცრად იშვიათად ირჩევენ, თუმცა თუ სივრცის გახალისება და გაფერადება გინდათ მასზე უნდა აირჩიოთ. ძირითადად შემოქმედებითი და ხელოვანი ადამიანები ირჩევენ, რომელიც ადამიანს ენერგიით ავსებს.

ყვითელი

  • ლურჯი

ლურჯი  არის სიმშვიდის, ერთგულების, ნდობის, ინტუიციის და სიკეთის ფერი. ფერების ფსიქოლოგიაში დაკავშირებულია ზღვასა და ცასთან. ინტერიერში ლურჯი ადამიანებზე დადებითად ზემოქმედებს, ასუფთავებს გონებას, ამშვიდებს, თრგუნავს აგრესიას, ხსნის სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ასტიმულირებს შრომისუნარიანობას. ადამიანები, რომლებიც ლურჯ ტონებს ანიჭებენ უპირატესობას, თავდაჯერებულები არიან, კონფლიქტების გადასაჭრელად დიპლომატიურ მიდგომას იყენებენ და ყველაფრის იდეალიზაციისკენ მიისწრაფიან. 

ლურჯი

  • წითელი

ინტენსიური და ვნების აღმძვრელი, ყურადღებისა და დღესასწაულის შეგრძნების ფერია. სიცოცხლისა და სისხლის სიმბოლოა. წითელი ძალაუფლების ფერია, ენერგიული და პროვოკაციულია, რომლიც მარტივად იქცევს ყურადღებას. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ამ ფერს ანიჭებენ, თამამები და ოპტიმისტები არიან. ინტერიერში წითელს ხშირად იყენებენ, რადგან ადამიანს თავდაჯერებულობას სძენს და მასში ცეცხლს ანთებს. ფერის ფსიქოლოგიაში, წითელი ყველაზე ინტენსიურია და შეუძლია ძლიერი ემოციების პროვოცირება. 

წითელი

  • მწვანე

 

ბუნებისა და პლანეტების ფერია, რომელიც სიცოცხლესთან ასოცირდება. სიმშვიდის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის სინონიმია.  ერთ-ერთი დომინანტური ფერია, ამიტომ ინტერიერის დიზაინში გამოყენებისას იგი მაქსიმალურად ორგანულად აღიქმება და იწვევს ბუნებასთან ძლიერ ასოციაციებს. მწვანე ინტერიერი სავსეა სიმბოლური მნიშვნელობით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ღვთაებრივ სრულყოფილებას მივუახლოვდეთ, რომელიც ადამიანის ცოდვილი ბუნების გამო დაიკარგა. მწვანე ფერის მოყვარულებს გაწონასწორებულობა, სერიოზულობა და სიმშვიდე ახასიათებს. მწვანე ფერის სიყვარული მიუთითებს, იმას რომ თქვენში დაგროვილია დაძაბულობის დიდი პოტენციალი, რომელსაც ვერ ავლენთ, რადგან უარყოფის შიში გაქვთ. თქვენი მოთხოვნები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ  მაღალია, რის გამოც რეალობის მიღების შეუძლებლობა თქვენში შინაგან დაძაბულობას იწვევს.

მწვანე

  • შავი

შავი ფერისა და მისი მნიშვნელობების ყველა კვლევას თუ გავაერთიანებთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ სინონიმებს როგირცაა - ბოროტება, ცდუნება და სრული თავისუფლება. ინტერიერში შავი ზედმეტად პირქუში ჩანს, მაგრამ სივრცეში მისი სწორად შემოტანით ძალიან დახვეწილ და მაგიურ შედეგს მიიღებთ, რადგან ხაზს უსვამს ძლიერ ბუნებას და საკუთარი შეხედულებით ცხოვრებას. ამ ფერს ძლიერი და დაუმორჩილებელი ადამიანები იყენებენ, რომლებსაც არ უნდათ ჩარჩოებში მოქცევა და ცდებიან დაწესებულ საზღვრებს.  

შავი

მწვანე სივრცესთან სიახლოვის მნიშვნელობა

მწვანე სივრცეები აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს

ევროპული ქალაქების თანამედროვე ტენდენციებით და სამომავლო მისწრაფებებით

ევროპის ქალაქებში ურბანული განვითარება ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა

ურბანიზაცია ევროპულ ქალაქებში- ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი

რატომ უნდა შეიძინო ბინა საცხოვრებელ კომპლექსში ?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შესაბამისად სანამ სასურველ საცხოვრებელს

თბილისში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება