*7171
back-arrow
რისი გაკეთება შეიძლება დიდ აივანზე?
20.12.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: რემონტი

რისი გაკეთება შეიძლება დიდ აივანზე?

დიდ აივანს მრავალი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. მისი მოწყობა სრულად დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებსა და საჭიროებებზე.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას დიდი აივანის მოსაწყობად:

მყუდრო გარე სივრცე:

გამოიყენეთ მეტი ბუნებრივი მასალა, ხე, ბამბუკი, მოწნული ავეჯი და ა.შ. რათა თქვენი აივანი ბუნებასთან და ეზოსთან ასოცირდებოდეს. ასევე შეარჩიეთ სწორი განათება, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია თქვენი ფართი ვიზუალურად გაზარდოს, საღამოს კი მეტი სიმყუდროვე შექმნას. მყუდრო და კომფორტული ავეჯი შერჩევისას კი ყურადღება მიაქციეთ  მასალას, რადგან როგორც წესი, აივნის ავეჯი უფრო მალე ზიანდება, ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე მასალის შერჩევა. 

აივანი

მინი ბაღი ან ბოსტანი:
კერძო სახლის არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ბოსტანი ვერ გექნება. თუ მოინდომებთ აივანზე მშვენიერი ბაღ-ბოსტნის გაშენებას შეძლებთ. მთელი წლის განმავლობაში შინ თქვენ მიერ მოყვანილი ცოცხალი მწვანილი და ზოგიერთი ბოსტნეულიც (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა) კი გექნებათ.

გარდა ბაღჩისა აივანზე ასევე პატარა ბაღის მოწყობაც შეგიძლიათ. ინტერიერის დიზაინში, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მცენარეების დეკორად გამოყენება. ესთეტიკის გარდა, მცენარეებს სიჯანსაღის და ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. აივანზე განტვირთვისას მცენარეებით ტკბობა, სიმშვიდისა და დასვენების შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს.

ბაღჩა

გარე სამზარეულო:
მოაწყეთ პატარა გრილი ან მინი ღუმელი გარე მომზადებისთვის. შექმენით სასადილო ადგილი მაგიდით და სკამებით. გარე სამზარეულო თქვენი კერძების გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მოგცემთ. 
სამზარეულოს მოწყობისას ეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ სივრცე, რადგან გარე სამზარეულოს შექმნისა მთელი იდეა ამ სივრცით სიამოვნების მიღებაა. 

გარე სამზარეულო

სავარჯიშო კუთხე:
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის ამ აჩქარებულ და იმავდროულად უმოძრაო ცხოვრებაში – ყველამ კარგად იცის. თუ თქვენთვის ვარჯიში პრიორიტეტულია, მაგრამ ვერ ახერხებთ დარბაზში სიარულს, მაშინ იცოდეთ, რომ აივანი თავისუფლად დაიტევს საჭირო მოწყობილობებს. ფიტნეს ზონა შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა აქტიური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.

აივანი

ადგილი დასვენებისთვის:
თუ აივანზე დროის გატარება გიყვართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, შეიქმენით მაქსიმალურად კომფორტული და თქვენზე  მორგებული გარემო. მეტი სიმყუდროვისთვი დაკიდეთ ჰამაკი ან საქანელა. ასევე სასურველია სხვადასხვა ტექსტილის გამოყენება, ხალიჩა, გობელენი, ბალიშები და რბილი ავეჯი. 
ასევე აივანზე შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ბიბლიოთეკა, სამხატვრო სტუდია და მინი კინოთეატრიც კი - არჩევანი თქვენზეა. 

და ბოლოს, აივნის მოწყობისას რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს არის: უსაფრთხოების წესები, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და კლიმატი.

პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები

თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება

შეკვეთილი - არამხოლოდ ზღვის კურორტი...

ზამთარში, შეკვეთილში საერთო სურათი განსხვავებულია

რჩევები პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად

საახალწლო სეზონი განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველას სურს სახლში ზღაპრული და საზეიმო ატმოსფერო შექმნას

კორპუსის მოვლა-პატრონობა - რა როლი აქვს სერვის კომპანიებს?

სერვის კომპანიები, რომლებიც შენობის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - უკანასკნელი 2 კვარტლის მონაცემები

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე ვითარდება