სიახლეები
რისი გაკეთება შეიძლება დიდ აივანზე?
დიდ აივანს მრავალი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. მისი მოწყობა სრულად დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებსა და საჭიროებებზე.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას დიდი აივანის მოსაწყობად:
მყუდრო გარე სივრცე:
გამოიყენეთ მეტი ბუნებრივი მასალა, ხე, ბამბუკი, მოწნული ავეჯი და ა.შ. რათა თქვენი აივანი ბუნებასთან და ეზოსთან ასოცირდებოდეს. ასევე შეარჩიეთ სწორი განათება, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია თქვენი ფართი ვიზუალურად გაზარდოს, საღამოს კი მეტი სიმყუდროვე შექმნას. მყუდრო და კომფორტული ავეჯი შერჩევისას კი ყურადღება მიაქციეთ მასალას, რადგან როგორც წესი, აივნის ავეჯი უფრო მალე ზიანდება, ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე მასალის შერჩევა.

მინი ბაღი ან ბოსტანი:
კერძო სახლის არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში ბოსტანი ვერ გექნება. თუ მოინდომებთ აივანზე მშვენიერი ბაღ-ბოსტნის გაშენებას შეძლებთ. მთელი წლის განმავლობაში შინ თქვენ მიერ მოყვანილი ცოცხალი მწვანილი და ზოგიერთი ბოსტნეულიც (კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ჭარხალი, სტაფილო და სხვა) კი გექნებათ.
გარდა ბაღჩისა აივანზე ასევე პატარა ბაღის მოწყობაც შეგიძლიათ. ინტერიერის დიზაინში, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია მცენარეების დეკორად გამოყენება. ესთეტიკის გარდა, მცენარეებს სიჯანსაღის და ჰარმონიის შექმნა შეუძლიათ. აივანზე განტვირთვისას მცენარეებით ტკბობა, სიმშვიდისა და დასვენების შეგრძნებას კიდევ უფრო აძლიერებს.

გარე სამზარეულო:
მოაწყეთ პატარა გრილი ან მინი ღუმელი გარე მომზადებისთვის. შექმენით სასადილო ადგილი მაგიდით და სკამებით. გარე სამზარეულო თქვენი კერძების გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მოგცემთ.
სამზარეულოს მოწყობისას ეცადეთ მაქსიმალურად დაზოგოთ სივრცე, რადგან გარე სამზარეულოს შექმნისა მთელი იდეა ამ სივრცით სიამოვნების მიღებაა.

სავარჯიშო კუთხე:
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის ამ აჩქარებულ და იმავდროულად უმოძრაო ცხოვრებაში – ყველამ კარგად იცის. თუ თქვენთვის ვარჯიში პრიორიტეტულია, მაგრამ ვერ ახერხებთ დარბაზში სიარულს, მაშინ იცოდეთ, რომ აივანი თავისუფლად დაიტევს საჭირო მოწყობილობებს. ფიტნეს ზონა შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა აქტიური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.

ადგილი დასვენებისთვის:
თუ აივანზე დროის გატარება გიყვართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, შეიქმენით მაქსიმალურად კომფორტული და თქვენზე მორგებული გარემო. მეტი სიმყუდროვისთვი დაკიდეთ ჰამაკი ან საქანელა. ასევე სასურველია სხვადასხვა ტექსტილის გამოყენება, ხალიჩა, გობელენი, ბალიშები და რბილი ავეჯი.
ასევე აივანზე შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ბიბლიოთეკა, სამხატვრო სტუდია და მინი კინოთეატრიც კი - არჩევანი თქვენზეა.
და ბოლოს, აივნის მოწყობისას რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს არის: უსაფრთხოების წესები, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და კლიმატი.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
რატომ ირჩევენ შეკვეთილს დასასვენებლად და საინვესტიციოდ?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება
რატომ აირჩია 1600-მა ოჯახმა სხვა უბანი ?
აღმოაჩინეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილები უსაფრთხოდ, ჯანსაღ სამეზობლოში გაიზრდებიან.
ბინა შეკვეთილში: დასვენება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს
გაიგეთ, როგორ უნდა აქციოთ პირადი დასვენება სტაბილურ შემოსავლად და რატომ ხდება შეკვეთილი ზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება.
როგორ ვაქციოთ კომერციული ფართი პასიურ შემოსავლად?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა