სიახლეები

ნივთები, რომლებიც კლავენ სიმყუდროვეს ინტერიერში
ყველაზე იაფი დენცქვიტა
ყველაზე იაფფასიანი დენცქვიტები და ჩამრთველები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ინტერიერს. ასევე ისინი ძალიან მალე ფუჭდება და კარგავს ფერს. ამიტომ კარგი იქნება თუ ამ დეტალს უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობთ.
დეკორი
დეკორის ელემენტების არჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეთ - ნუ გააკეთებთ ეკონომიას. აირჩიეთ ხარისხიანი ნივთები, რომლებშიც დარწმუნებული ხართ და რომლებიც ნამდვილად მოგწონთ. უხარისხო ნივთები არც დიდხანს გაძლებს და არც ისე მოსაწონია, ამიტომ ნუ გააკეთებთ არასაჭირო ეკონომიას, რომელიც დროის გასვლის შემდეგ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.
ქაოსი
ნუ გამოფენთ ყველაფერს რაც გაქვთ. ყოველთვის გახსოვდეთ სტილი, რომლის მიხედვითაც გაქვთ გაფორმებული ინტერიერი და იმის მიხედვით შეარჩიეთ მოუხდება თუ არა მას ესა თუ ის ნივთი. რადგან მხოლოდ ერთ დეტალსაც კი, რომელიც არ ჯდება საერთო სურათში, შეუძლია გააფუჭოს მთელი დიზაინი.
საყოფაცხოვრებო ნივთების არაშესაბამისი მოვლა
საწმენდი საშუალებების, სუნელების და ზეთების, ყიდვისას არსებულ არაესთეტიურ შეფუთვაში შენახვა- კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ეს არის ნივთები, რომლებიც მუდამ, ყოველდღე გჭირდებათ, ამიტომ მათ ყიდვაზე უარს ვერ იტყვით. ამ დროს გამოსავალი ერთია - გადაიტანეთ ისინი მათთვის განკუთვნილ ლამაზ სათავსოებში, რომლებიც თქვენი სახლის დიზაინს შეეფერება.
არაორგანიზებული სათავსოები
არ გადატვირთოთ თაროები და სხვა სათავსოები ნივთებით, რომლებიც უბრალოდ არ იცით სად წაიღოთ. გაუკეთეთ ნივთებს ორგანიზება, შეიმუშავეთ სპეციალური სისტემა ამისთვის გამოიყენეთ მცირე ზომის ყუთები. არ დააწყოთ ნივთები ყველგან სადაც ცარიელ ადგილს ნახავთ. არასაჭირო ნივთებს კი უბრალოდ დაემშვიდობეთ.
პლასტმასის ფარდის საკიდი
არ დახარჯოთ ფული და დრო ფარდებისთვის პლასტმასის საკიდების დაყენებით, ისინი არ ძენენ ინტერიერს სიმყუდროვეს. უპირატესობა მიანიჭეთ ხის ან სხვა ხარისხიანი მასალისგან დამზადებულ საკიდებს, ისინი გაძლებენ დიდხანს და თან უფრო ლამაზადაც გამოიყურებიან.
საკუთარი დიზაინერული შესაძლებლობების გადამეტება
თუ თქვენ არ გაქვთ დიზაინის უნარ-ჩვევები და განათლება, მაშინ უმჯობესია ამ დავალების შესრულება დაავალოთ საქმის პროფესიონალებს, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.
ვინილის სურათები და დეტალები კედლებზე
ვინილის სტიკერები კედლებზე ხშირად აფუჭებს ინტერიერს. იმისათვის, რომ კედელი ცარიალად არ გამოიყურებოდეს, დაკიდეთ სურათი ან დადგით კარადა. ეს შესაძლოა ბევრად ეფექტური იყოს, ვიდრე სტიკერები..
ბროლის ჭაღები
ბროლის ჭაღი ინტერიერისთვის შეუსაბამოა. ის უფრო უხდება უზარმაზარ სახლებს კლასიკურ სტილში, თეატრებსა და სხვა კლასიკური სტილის შენობებს, რომლებსაც დიდი სივრცე აქვს. ჭაღის შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ მან ინტერიერი არ უნდა დატვირთოს და შესაბამისი უნდა იყოს ოთახის ფართთან.
ფაიფურის ფიგურები
თაროებზე ფაიფურის გედების და სხვა ფიგურების დადგმა ბარაქისთვის გასულ საუკუნეს ჩაბარდა. თუკი ოთახის მორთულობების დამატება გსურთ, დადგით ყვავილებიანი ვაზა, რომელიც გარემოს დაამშვენებს და არც მტვერს დააგროვებს.
ქსოვილით დაფარული ავეჯი
თანამედროვე ქსოვილი ჭუჭყის ამტანობით გამოირჩევა და ამიტომაც, მათი დალაქავება იოლად არ ხდება. ბოლოსდაბოლოს, შეგიძლიათ შეიძინოთ ავეჯის შალითები, რომელთა გარეცხვა ადვილია ჩვეულებრივ სარეცხ მანქანაში.
და თქვენი აზრით, რომელი ნივთები აფუჭებენ ინტერიერს ?
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა