popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ნივთები, რომლებიც კლავენ სიმყუდროვეს ინტერიერში
05.09.2018 გააზიარე: Facebook კატეგორია: დიზაინი

ნივთები, რომლებიც კლავენ სიმყუდროვეს ინტერიერში

 ყველაზე იაფი დენცქვიტა

ყველაზე იაფფასიანი დენცქვიტები  და ჩამრთველები შეიძლება არ შეესაბამებოდეს  ინტერიერს. ასევე ისინი ძალიან  მალე  ფუჭდება  და კარგავს ფერს. ამიტომ კარგი იქნება  თუ ამ დეტალს უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობთ.

დეკორი

დეკორის ელემენტების არჩევას  განსაკუთრებული ყურადღებით  უნდა მიუდგეთ - ნუ გააკეთებთ ეკონომიას. აირჩიეთ ხარისხიანი ნივთები, რომლებშიც დარწმუნებული ხართ და რომლებიც ნამდვილად მოგწონთ. უხარისხო ნივთები  არც დიდხანს გაძლებს და  არც ისე მოსაწონია, ამიტომ ნუ გააკეთებთ  არასაჭირო ეკონომიას, რომელიც დროის გასვლის შემდეგ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

ქაოსი

ნუ გამოფენთ ყველაფერს რაც გაქვთ. ყოველთვის გახსოვდეთ  სტილი, რომლის მიხედვითაც გაქვთ გაფორმებული ინტერიერი და იმის მიხედვით შეარჩიეთ მოუხდება თუ არა მას ესა თუ ის  ნივთი.  რადგან  მხოლოდ ერთ დეტალსაც კი, რომელიც არ ჯდება საერთო სურათში, შეუძლია გააფუჭოს მთელი დიზაინი.

საყოფაცხოვრებო ნივთების  არაშესაბამისი მოვლა

საწმენდი საშუალებების, სუნელების და ზეთების,  ყიდვისას არსებულ არაესთეტიურ  შეფუთვაში  შენახვა- კიდევ ერთი  გავრცელებული პრობლემაა. ეს არის ნივთები, რომლებიც მუდამ, ყოველდღე გჭირდებათ, ამიტომ მათ ყიდვაზე უარს ვერ იტყვით. ამ დროს გამოსავალი ერთია - გადაიტანეთ ისინი მათთვის განკუთვნილ ლამაზ  სათავსოებში, რომლებიც თქვენი სახლის დიზაინს შეეფერება.

არაორგანიზებული სათავსოები

არ გადატვირთოთ თაროები და  სხვა სათავსოები ნივთებით, რომლებიც უბრალოდ არ იცით სად წაიღოთ. გაუკეთეთ ნივთებს ორგანიზება, შეიმუშავეთ სპეციალური სისტემა ამისთვის გამოიყენეთ  მცირე ზომის ყუთები. არ დააწყოთ ნივთები ყველგან სადაც ცარიელ ადგილს ნახავთ. არასაჭირო ნივთებს კი უბრალოდ დაემშვიდობეთ.

პლასტმასის  ფარდის საკიდი

საკუთარი დიზაინერული  შესაძლებლობების   გადამეტება


თუ თქვენ არ გაქვთ დიზაინის უნარ-ჩვევები და განათლება, მაშინ უმჯობესია ამ დავალების შესრულება დაავალოთ საქმის პროფესიონალებს, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.

 ვინილის სურათები და დეტალები კედლებზე

ვინილის სტიკერები კედლებზე ხშირად აფუჭებს ინტერიერს. იმისათვის, რომ კედელი ცარიალად არ გამოიყურებოდეს, დაკიდეთ სურათი ან დადგით კარადა. ეს შესაძლოა ბევრად ეფექტური იყოს, ვიდრე სტიკერები..

ბროლის ჭაღები

ბროლის ჭაღი ინტერიერისთვის შეუსაბამოა. ის უფრო უხდება უზარმაზარ სახლებს კლასიკურ სტილში, თეატრებსა და სხვა კლასიკური სტილის შენობებს, რომლებსაც დიდი სივრცე აქვს. ჭაღის შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ მან ინტერიერი არ უნდა დატვირთოს და შესაბამისი უნდა იყოს ოთახის ფართთან.

ფაიფურის ფიგურები

თაროებზე ფაიფურის გედების და სხვა ფიგურების დადგმა ბარაქისთვის გასულ საუკუნეს ჩაბარდა. თუკი ოთახის მორთულობების დამატება გსურთ, დადგით ყვავილებიანი ვაზა, რომელიც გარემოს დაამშვენებს და არც მტვერს დააგროვებს.

ქსოვილით დაფარული ავეჯი

თანამედროვე ქსოვილი ჭუჭყის ამტანობით გამოირჩევა და ამიტომაც, მათი დალაქავება იოლად არ ხდება. ბოლოსდაბოლოს, შეგიძლიათ შეიძინოთ ავეჯის შალითები, რომელთა გარეცხვა ადვილია ჩვეულებრივ სარეცხ მანქანაში.

და თქვენი აზრით, რომელი ნივთები აფუჭებენ ინტერიერს ?

გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში

ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის

საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!

თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი

რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.

რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?

ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა

უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი

"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით