სიახლეები

პარკირების პრობლემები თბილისში და საკუთარი პარკინგის უპირატესობები
თბილისში პარკირების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება (ბოლო მონაცემებით 685,000 ავტომობილი გადაადგილდება), ხოლო საპარკინგე სივრცეები ქალაქში შეზღუდულია. მუნიციპალური ზონალური პარკირება ხშირად ძვირადღირებული და მოუხერხებელია.
ამასთან, ქუჩაში პარკირებული მანქანები უსაფრთხოების რისკებს ზრდის და საცხოვრებელ გარემოს ნაკლებად კომფორტულს ხდის. გამოსავალი? საკუთარი პარკინგის ფლობა იქ, სადაც ცხოვრობთ!
თბილისში პარკირების პრობლემების მთავარი მიზეზებია:
1. სივრცის ნაკლებობა
თბილისის ცენტრალურ უბნებში მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს საპარკინგე ადგილების რაოდენობას.
2. ზონალური პარკირების ხარჯები
მიუხედავად იმისა, რომ ზონალური პარკირება შეიძლება კარგი შესაძლებლობა იყოს, მისი გამოყენება დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, როგორიცაა ყოველდღიური გადასახადები და დროის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა.
3. უსაფრთხოება და დაზიანების რისკი
ქუჩაზე პარკირებულ მანქანებზე ვანდალიზმის, ქურდობის ან შემთხვევითი დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები კი მეტად დახურულია და კონტროლდება უახლესი ტექნოლოგიების თუ დაცვის სამსახურის მიერ.
რატომ უნდა შეიძინოთ საკუთარი პარკინგი?
1. ფინანსური სარგებელი გრძელვადიან პერიოდში
შეიძლება საკუთარი პარკინგის შეძენა ერთჯერადი ინვესტიციად მოგეჩვენოთ, თუმცა ის მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიან ხარჯებს. არ გიწევთ მუდმივი გადასახადების გადახდა ზონალურ პარკინგზე. არც ჯარიმების რისკი გექნებათ, რაც ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
2. დროის ეკონომია
თავისუფალი საპარკინგე ადგილის ძიება შეიძლება ყოველდღიური რუტინის ყველაზე დამღლელი ნაწილი გახდეს. საკუთარი პარკინგი ამ პრობლემას მარტივად ხსნის.
3. უსაფრთხოება და სიმშვიდე
საკუთარი პარკინგის ფლობა ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილი დაცულია. შეზღუდულია წვდომა სხვა პირებისთვის და მეტად დაცულია ქურდობისა თუ დაზიანებისგან.
4. ინვესტიცია უძრავ ქონებაში
პარკინგის ფლობა არა მხოლოდ ყოველდღიური კომფორტია, არამედ უძრავ ქონებაში ინვესტიციაც, რომელსაც მომავალში ფინანსური სარგებლის მოგიტანა შეუძლია
5. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
საკუთარი პარკინგი თქვენს საცხოვრებელ გარემოს უფრო ორგანიზებულსა და კომფორტულს ხდის. თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული ზონალური პარკირების რეგულაციებზე და თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ადგილი მაშინ, როცა ეს დაგჭირდებათ.
თბილისში პარკირების პრობლემები ყოველდღიურობას რთულსა და ძვირადღირებულს ხდის. ზონალური პარკირების გამოყენება ფინანსურ და დროით რესურსს დიდი რაოდენობით ხარჯავს. საკუთარი პარკინგის შეძენა კი არა მხოლოდ პარკირების პრობლემას აგვარებს, არამედ თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.
დროა, აირჩიოთ დაზოგვა, კომფორტი და უსაფრთხოება – შეიძინეთ საკუთარი პარკინგი და გაუმჯობესეთ თქვენი ცხოვრების ხარისხი!
ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში
ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია
სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში
დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი
სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს
შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები
შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის
საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!
მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა