სიახლეები

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ჩემპიონი უბნები
გასული წლის განმავლობაში თბილისში 40,000-ზე მეტი ბინა გაიყიდა, რაც 2%-იან ზრდას წარმოადგენს. ამ ტრანზაქციებიდან მესამედზე მეტი გლდანსა და დიდ დიღომზე მოდის. ბოლო წლებში, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს ორი ახალგაზრდა უბანი უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილებად იქცა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ფასებიც, რომლებიც თანდათან ქალაქის ცენტრის მაჩვენებლებს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება 2,500 ლარს აჭარბებს.
უბნების მოთხოვნადობას განაპირობებს გამართული ინფრასტრუქტურა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალი.
ალფა სახლის მიმდინარე პროექტი - "სხვა უბანი დიდ დიღომში"
დიდი დიღომი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანია თბილისში, რაზეც მისი მოსახლეობის ზრდაც მეტყველებს, რომელიც ბოლო 10-15 წელიწადში პრაქტიკულად გაორმაგდა. დიდ დიღომში უამრავი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა, რომელიც მომხმარებლებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. უბანი გამოირჩევა მწვანე და რეკრაციული სივრცეების სიმრავლით. უბანი სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს და მნიშვნელოვან დაწესბულებებთან ახლოსაა, რითაც იზიდავს დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში ჩამოსულ მოქალქეებსა და სტუდენტებს.
უკანასკნელ 10 წელიწადში დიდ დიღომში ბინებზე ფასი 71%-ით გაიზარდა, ასევე მაღალია მოთხოვნა ქირაზე, რაც ფასებზეც აისახება. 1 კვ.მ. ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი თითქმია 10 დოლარს აღწევს. ინვესტიციის ამონაგების მიღების საშუალო პერიოდი კი 12-15 წელია.
ალფა სახლის მიმდიანრე პროექტი გლდანში
გლდანი ნამდვილად ამართლებს თავის მეტსახელს "ქალაქი-ქალაქში". უბანს ორი მეტრო სადგური ემსახურება. გლდანი სრულად პასუხობს 200,000 მოსახლის მოთხოვნებს, რომელთაც უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: სკოლებით, სავაჭრო, გასართობი თუ საზოგადოებრივი ცენტრებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში გლდანის უძრავი ქონების ფასები საგრძნობლად, 67%-ით გაიზარდა, რაც მას საინვესტიციო კუთხით მიმზიდველს ხდის. გლდანი განსაკუთრებით პოპულარულია ბინების გაქირავების კუთხითაც. დღევანდელი მონაცემებით, უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 8-10 დოლარია კვადრატულ მეტრზე. უბანს აქვს მაღალი ინვესტიცისგან ამოღებული სარგებლის მაჩვენებელი (ROI: 8-9% წლიურად). ამ და კიდევ მრავალი მიზეზის გამო - გლდანი ყოველდღიურად იზრდება და უფრო საინტერესო ხდება ინვესტორებისთვის.
თუ თქვენ გსურთ ბინის შეძენა თბილისში, თუმცა თქვენი ფინანსური რესურსები ცენტრალურ უბნებს ვერ წვდება - საუკეთესო არჩევანი გლდანი და დიდი დიღომია. ეს ორი უბანი მაღალი ცხოვრების ხარისხს და სამომავლოდ დიდ მოგებას გპირდებათ, რაც თქვენს ინვესტიციას კეთილდღეობაში კიდევ უფრო ღირებულს გახდის.
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით
ზღვისპირა სამოთხე საქართველოში - შეკვეთილის გზა დიდებისკენ
ბათუმი და შეკვეთილი ორი ყველაზე პოპუარული არჩევანია, მათთვის ვისაც ზღვასთან ახლოს სურს ცხოვრება
შეკვეთილი: მომავლის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე
შეკვეთილი უკვე აღარ არის მხოლოდ საზაფხულო დანიშნულების ადგილი
ბინას ეძებ? - მიიღე უფასო ონლაინ კონსულტაცია და შეიძინე დისტანციურად!
გსმენიათ, რომ ჩვენს კომპანიაში შესაძლებელია უფასო ონლაინ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან?
ფერები სახლში – ემოციური ჰარმონიის ხელოვნება
ინტერიერის მოწყობისას ფერები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია