popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?
09.04.2025 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

რა არის იტონგის ბლოკი და რატომ გახდა ეს მასალა სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი?

თანამედროვე მშენებლობაში მასალის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - მასალა განსაზღვრავს სახლის სიმყარეს, ეკონომიურობას და სიცოცხლისუნარიანობას.

რა არის იტონგის ბლოკი და რატომ ღირს მისი გამოყენება?

ეს არის ულტრათანამედროვე სამშენებლო ბლოკი, რომელიც მზადდება ავსტრიული ტექნოლოგიით და გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • თბოიზოლაცია — იტონგის ბლოკი იცავს შენობას სიცივისა და სიცხისგან, რაც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და გათბობა/გაგრილების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს;
  • ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები — არ იწვის და არ ავრცელებს ცეცხლს. სწორედ ამიტომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სამშენებლო მასალად;
  • ხმის იზოლაცია — იტონგი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სიმშვიდე უყვარს. მასალა  იცავს სახლს გარესამყაროს ხმაურისგან;
  • ეკოლოგიურად სუფთაა — არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და ჰიპოალერგენურია. შესანიშნავი არჩევანია ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის;
  • მსუბუქია და სწრაფად მონტაჟდება — მისი წონა მსუბუქია, ხოლო სამუშაო პროცესი — მარტივი და ეფექტური.

იტონგის ბლოკი იქმნება აირბეტონისაგან, რომლის დასამზადებლად გამოიყენება სრულად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული: ქვიშა, კირი, ცემენტი, თაბაშირი და წყალი.

ნედლეულის არევის შემდეგ, თხევადი ნაერთის მასას ასაფუებლად ტოვებენ. აფუება ნაერთში მილიონობით ჰაერის ფორის წარმოქმნას გულისხმობს, რაც იტონგს უნიკალურ სტრუქტურას სძენს. აფუების შემდეგ იტონგის მოცულობა 5-ჯერ იზრდება და მიიღება ნახევრად მყარი მასალა, რომლის დამუშავებაც მარტივად არის შესაძლებელი. მას სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, სადაც აირბლოკი იდეალურად, ზუსტი პროპორციებით იჭრება.

ომპანია "ალფა სახლი“ თავის პროექტებში მუდმივად იყენებს იტონგის ბლოკს, რადგან მისთვის მთავარი პრიორიტეტია:

  • სანდოობა და ხარისხი
  • მყიდველზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები
  • გრძელვადიანი სარგებელი

"ალფა სახლი" სრულად ერგება ინოვაციურ და პროგრესულ სამშენებლო სტანდარტებს.

შიდა განვადება - ბინის შეძენის ყველაზე მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა

ამ სისტემის საშუალებით მომხმარებელი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ზოგავს დროს და თავიდან იცილებს რთულ საბანკო პროცედურებს

შეკვეთილი - უნიკალური შესაძლებლობა ზღვისპირა კურორტზე ცხოვრებისთვის

ზღვის ტალღების ხმა, მზიანი სანაპირო და ფიჭვნარში ჩაფლული კურორტი – შეკვეთილი უნიკალური დასასვენებელი და საინვესტიციო ადგილია

რატომ ღირს აივანში ფულის გადახდა?

აივანი არასოდეს უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან ის მხოლოდ დამატებითი სივრცე არ არის

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ჩემპიონი უბნები

ეს ორი უბანი მაღალი ცხოვრების ხარისხს და სამომავლოდ დიდ მოგებას გპირდებათ

როგორ დავზოგოთ კომუნალური ხარჯები 50%-ით? - თბოიზოლაციის საიდუმლო

უნდა გახსოვდეთ, რომ თბოიზოლაცია არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში ფინანსური სარგებლის გარანტიაა