სიახლეები
გაახანგრძლივეთ ცხოვრება - სიარული და მისი სარგებელი ადამიანისთვის
21-ე საუკუნემ ადამინს ბევრ სიკეთესთან ერთად ბევრი ზიანიც მოუტანა. ადამიანების უმრავლესობას დღეს უმოძრაობისაგან უამრავი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა. დაფიქრებულხართ დღის განმავლობაში რამდენი ხანი გიწევთ ჯდომა? სამსახურსა თუ სახლში?
მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კუნთების ატროფია, ჭარბი წონა, გულის პათოლოგიები, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, დეპრესია,შფოთვა და სხვ.
ჩნდება კითხვა, რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ეს უარყოფითი პროცესები შევაჩეროთ?
დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე გვინდა თუ არ გვინდა დიდხანს ჯდომა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ამ ყველაფრის შემსუბუქება ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია გავაანალიზოთ, რომ ფიზიკური აქტივობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
გამოსავალი მარტივია. ყველა ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყოველდღიური სიარული დაგეხმარებათ. მაგალითად, დღეში 20–25 წუთი სიარული სამიდან შვიდ წლამდე ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, სიარული ძალზე სასარგებლოა ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებები, დიაბეტი და სხვ.

რა სარგებლობა მოაქვს ფეხით სიარულს:
- სიარული ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს;
- უზრუნველყოფს კუნთების ტონუსს - ფეხის კუნთებს და ფეხებს მთლიანად აძლევს ლამაზ ფორმას;
- აუმჯობესებს გულის მდგომარეობას - ნებისმიერი გულის პრობლემების მქონე ადამიანს დღეს უკვე ურჩევენ, რომ იაროს ფეხით, რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა;
- აუმჯობესებს ნაწლავების მდგომარეობას;
- აუმჯობესებს გუნება-განწყობას - დღეში 30-50 წუთი ფეხით სიარული ხსნის დეპრესიულ განწყობას;
- ებრძვის გლაუკომას;
- გეხმარებათ წონის კლებაში- სხეული უფრო ლამაზ და გამოკვეთილ ფორმას იღებს;
- სიარული აუმჯობესებს სახსრების და ძვლების მდგომარეობას (ფეხით სიარული განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისთვის);
- ამცირებს დიაბეტის რისკს;
- ასტიმულირებს ტვინის მუშაობას;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას;
- სიარული აუმჯობესებს მეხსიერებას;
- ზრდის ფილტვის მოცულობას - აუმჯობესებს სუნთქვას, სუნთქვის სიხშირეს, ჟანგბადის მიწოდებას სისხლძარღვებისთვის.
როგორ გამოვნახოთ დრო სიარულისთვის:
ჯდომის ყოველი ერთი საათის შემდეგ აუცილებლად იმოძრავეთ სულ ცოტა ხუთი წუთი. ამას გარდა, გაისეირნეთ, მაგალითად, დერეფანში, კიბეზე იმოძრავეთ ფეხით და არა ლიფტით. ავტომობილი სახლისა თუ ოფისის შესასვლელიდან მოშორებით გააჩერეთ, გამოიყენეთ შესვენების ნაწილი არა მხოლოდ კვების, არამედ სიარულისთვისაც, ტელევიზორის ყურებისას და ტელეფონზე ლაპარაკისას ადექი ფეხზე და ა.შ.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.