სიახლეები
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
როცა საქმე ფულის გონივრულ დაბანდებას ეხება, კომერციული ფართი ყოველთვის პირველ ადგილზეა. ეს არ არის უბრალოდ უძრავი ქონება - ეს არის მზა ბიზნეს-ინსტრუმენტი, რომელიც მფლობელს სტაბილურობასა და გრძელვადიან ფინანსურ თავისუფლებას აძლევს. დღეს მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები თანხმდებიან, რომ კომერციული ფართი კაპიტალის დაცვის ყველაზე მყარი საშუალებაა.
მსოფლიოს ურბანული ტრენდები და მომხმარებელთა შეცვლილი ქცევა აჩვენებს, რომ სწორად შერჩეული კომერციული ლოკაცია დღეს ყველაზე მაღალი უკუგების გარანტიაა. ამ მოცემულობას სრულად პასუხობს "ალფა სახლის“ პროექტი "სხვა უბანი“, რომელიც დიდ დიღომში ბიზნესის განვითარებისთვის სრულიად ახალ, მასშტაბურ ეკოსისტემას ქმნის.
კომერციული ფართის დამქირავებლები, როგორც წესი, არიან კომპანიები, ბრენდული მაღაზიები ან სააფთიაქო ქსელები. მათთვის სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი დაინტერესებულნი არიან გრძელვადიანი კონტრაქტებით. თქვენთვის ეს ნიშნავს მრავალწლიან სიმშვიდეს და გარანტირებულ ყოველთვიურ შემოსავალს.
თანამედროვე ბიზნეს-სტანდარტების მიხედვით, კომერციული ფართის მოვლა-პატრონობაზე, დიზაინსა და რემონტზე თავად მოიჯარე (ბიზნესი) ზრუნავს. თქვენ, როგორც მფლობელს, აღარ გიწევთ ყოველდღიურ წვრილმანებზე ფიქრი.
დრო, როგორც მთავარი რესურსი და ახალი ურბანული წესრიგი
დღეს მსოფლიო ურბანული ტრენდი ერთი მარტივი პრინციპის გარშემო ერთიანდება: "ყველაფერი ხელმისაწვდომ მანძილზე“. თანამედროვე ადამიანისთვის დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ამიტომ მას აღარ სურს შორს წასვლა ყოველდღიური პროდუქტების თუ სერვისების მისაღებად. ამიტომ, ახალაშენებულ უბნებში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა პიკშია. საქართველოში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა - სწორად შერჩეული ფართი ახალ კორპუსში ნიშნავს, რომ თქვენ ფლობთ რესურსს, რომელიც გარშემო მცხოვრები ასობით ოჯახისთვის აუცილებელია.
"სხვა უბანი" დიდ დიღომში: მასშტაბი, რომელიც ბიზნესს სჭირდება
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცეზე მოთხოვნა მუდმიავდ იზრდება, მაგრამ "ალფა სახლის" სხვა უბანი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი კომლექსი. აქ შექმნილია სრულყოფილი კომერციული სივრცე, რომელიც ბიზნესისთვის ქმნის უპრეცედენტო შესაძლებლობებს.
პროექტის კომერციული პოტენციალი ციფრებში:
- 50 000 კვ.მ კომერციული და საოფისე ფართები;
- ჭერის სიმაღლე - 6 მეტრი, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს განახორციელოს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ან მოაწყოს მაღალტექნოლოგიური ოფისები;
- 3500+ ავტოფარეხი, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და მომხმარებლების კომფორტულ პარკირებას.
ეს მონაცემები ლოკაციას იდეალურს ხდის ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის: ჰიპერმარკეტებითა და შოურუმებით დაწყებული, ესთეტიკური ცენტრებითა და საერთაშორისო ოფისებით დამთავრებული.
მინიმალური საზრუნავი მართვაში, მაღალი უკუგება და მზარდი მოთხოვნა კომერციულ სივრცეებს პრესტიჟულ და მომგებიან აქტივად აქცევს. თუ თქვენ ეძებთ გზას, რომ თქვენმა ფინანსებმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ და და თქვენს კაპიტალს მყარი საძირკველი შეუქმნათ კომერციული ფართი, სწორედ ის ინვესტიციაა, რომელიც რეალურ და გაზომვად შედეგს იძლევა.
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი