სიახლეები

ბინის ეკოლოგია და ადამიანის ჯანმრთელობა
ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა ხელოვნური საცხოვრებელი გარემოს შექმნაა, რომელმაც ადამიანებს არახელსაყრელი გარემო ფაქტორებისგან თავის დაცვის საშუალება მისცა, რამაც ჩვენ მთელს დედამიწაზე დასახლების საშუალება მოგვცა.
სამწუხაროდ კაცობრიობის სწრაფმა განვითარებამ და ზრდამ დიდი ეკოლოგიური პრობლემები პრობლემების წინაშე დაგვაყენა. ტყეების გაჩეხამ, მეგაქალაქებმა და ტრანსპორტის სიმრავლემ დააბინძურა ჩვენი საცხოვრებელი გარემო.
ჩვენ ხშირად გვეჩვენება, რომ დაბინძურებული გარემო საფრთხეს მხოლოდ ქუჩაში გვიქმნის და ამიტომ, ხანდახან ბინის ეკოლოგიას მცირე ყურადღებას ვაქცევთ .
ამ დროს კი ბინის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, მისი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა მასალა ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური, ნებისმიერ დროში. ეკოლოგია აქტუალობას არასდროს კარგავს.
იაფ და უხარისხო სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს შორის ბევრია ისეთი, რომლიც ფორმალდეჰიდს და ფენოლს გამოყოფს. ორივე ეს ნივთიერება უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ითვლება კანცეროგენად. ფორმალდეჰიდი შხამიანია და უარყოფითად მოქმედებს ფილტვებზე, მხედველობასა და რეპროდუქციულ ფუნქციებზეც კი.
როგორ შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო სახლში?
ნუ დაზოგავთ რემონტის დროს
ხშირად რემონტის დროს ჩვენ მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას და ნაკლებად ვითვალისწინებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ესა თუ ის მასალა, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი მასალები- ქვა და ხე _ ეს ბუნებრივი, გამძლე, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა.
ყურადღება დაუთმეთ ავეჯსაც
ავეჯის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებულ ნივთებზე და "პატიოსან" მწარმოებლებზე, რომლებიც ხარისხს ყურადღებას აქცევენ.
ავეჯის ეკოლოგიური სისუფთავე დამოკიდებულია კარკასის, შიგთავსის და ზედაპირის მასალების წარმომავლობაზე.
მაგალითად: ეკოლოგიური თვალსაზრისით დსპ-ს ბევრად ჯობია მდფ-ს, თუმცა უმჯობესია ისიც ლაქირებული იყოს. აქაც უსაფრთხო მხოლოდ წყალზე დამზადებული ლაქია.
რაც შეეხება ზედაპირს უმჯობესია თუ ის იქნება: ბამბის, აბრეშუმის, ორგანულად სუფთა ბეწვის და ტყავის.
მცენარეები
გარდა ვიზუალური ეფექტისა, მცენარეებს გააჩნიათ ჰაერის გაწმენდის უნარიც და ამ მხრივ, ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ისინი საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენენ. არაა საჭირო მაინცდამიანც ორანჟერეის მოწყობა, რამდენიმე სწორად შერჩეულ მცენარესაც კი შეუძლია სახლში ჯანსაღი გარემოს შექმნა.
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
შინ ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს
ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს!
ბინის ფასი არის მრავალი ფაქტორის ერთობლიობა
ზღვისპირა კურორტებზე ბინის შეძენის უპირატესობები - ევროპული გამოცდილება და შავი ზღვისპირა პერსპექტივა
ბოლო დროს შეკვეთილი სულ უფრო სწრაფად ვითარდება
სამეზობლოს პრობლემები ახალაშენებულ კორპუსებში - რა უნდა ვიცოდეთ?
მეზობლებთან ურთიერთობა და საერთო სივრცეების მართვა უდიდეს როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ყოველდღიურობა
რატომ ღირს აივანში ინვესტირება და რა როლს ასრულებს ის თანამედროვე ბინაში
ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ აივანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპონენტია საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას