სიახლეები
რა უნდა ვიცოდეთ ბინის გაქირავებისას?
საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება უამრავი ადამიანისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის. საქართველოში ძირითადად ქირავდება საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართები.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა გასაქირავებელ ბინებზე და კომერციულ ფართებზე დიდ ქალაქებშია. ამ მხრივ პირველი ადგილი თბილის უჭირავს, მას მოჰყვება ბათუმი და სხვა საკურორტო ქალაქები, დაბები (გუდაური,ბაკურიანი).
უძრავი ქონების გაქირავება დღეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო სხვა წლებთან შედარებით უფრო აქტუალური გახდა.
როდესაც საქმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება სხვადასხვა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად საჭირო ხდება ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება.
ამ კანონის მიხედვით საცხოვრებელი ბინის გაქირავების დროს, ბინის მფლობელმა სახელმწიფოს ქირის 5% უნდა გადაუხადოს. რაც შეეხება კომერციული ფართებს, ამ დროს გადასახადი უფრო მეტია: კომერციული ფართის მფლობელმა ქირის 20% უნდა გადაიხადოს.

პუნქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ აღნიშნული კანონიდან:
- ქირავნობის მხარეები არიან გამქირავებელი და დამქირავებელი, ისინი შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
გამქირავებელი არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლება: მესაკუთრე, დამქირავებელი (ქვექირავნობის უფლება) და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლებამოსილება, კანონის ძალით ან მესაკუთრისგან.
- დამქირავებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული/ფიზიკური პირი.
ქირავნობის ობიექტია, როგორც უძრავი (მაგ: ბინა), ისე მოძრავი (მაგ: ავტომობილი) ნივთი, ოღონდ აღნიშნული ნივთი არ უნდა იყოს გვაროვნული, ანუ ისეთი ნივთი, რომელიც არ გამოირჩევა ინდივიდუალური მახასიათებლებით და რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში განუსაზღვრელი რაოდენობისაა (მაგ: არ შეიძლება ქირავნობის საგანი იყოს პროდუქტი, საწვავი და ა.შ.).
- სარგებლობაში გადაცემა: გამქირავებელი ქირავნობის საგანს გადასცემს დამქირავებელს სარგებლობაში, შესაბამისად დამქირავებელს წარმოეშობა მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე.
- ქირავნობის ვადა: დაუშვებელია ქირავნობის დადება მუდმივი ვადით, რადგან ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად დაიკარგება ქირავნობის საგანზე მესაკუთრის საკუთრების უფლება, ამდენად ასეთი პირობა იქნება ბათილი, ხოლო თუ ქირავნობის ვადა საერთოდ არ არის განსაზღვრული, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ქირავნობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს (იურიდიულ პირთან 1 წელზე მეტი ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში).
- ქირა: ქირავნობა სასყიდლიანია, დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს დაქირავებული ქონების ქირა ნივთის სარგებლობისათვის. გადახდის რიცხვი დგინდება მხარების შეთანხმების საფუძველზე.
- ქირავნობის ფორმა: ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით, როგორც წერილობითად, ისე ზეპირად.
უძრავი ქონების გაქირავება არც თუ ისე მცირე რისკებს უკავშირდება, თუმცა კანონი მათი შემცირების შესაძლებლობას გაძლევთ.
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
დაზოგე დრო და ნერვები "სხვა უბანში“ - სრულად მზა კომუნიკაციები, მოწესრიგებული ლობი და ინფრასტრუქტურა, რომელიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?