დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენ გაგიმარტივებთ ბინის არჩევანს და ერთად განვიხილოთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები
10.02.2023 გააზიარე: Facebook კატეგორია: სიახლეები

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები

მილიონობით წელია, დედამიწაზე ტექტონიკური ფილების გადაადგილების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი პლანეტის სიღრმეში ეს ადამიანის გამოჩენამდეც ხდებოდა და ახლაც გრძელდება.  

მიწისძვრის დროს წარმოიქმნება მიწისქვეშა ბიძგები, რის შედეგადაც დედამიწის ზედაპირი ირხევა. მიწისძვრა 12-ბალიანი სკალით იზომება:

  • ერთი ბალი მინიმალურად მიიჩნევა და ადამიანები მას, როგორც წესი, ვერ გრძნობენ;
  • ორბალიანი მიწისძვრა ძალიან სუსტია და ამ დროს რყევა მხოლოდ მაღალ სართულებზეა შესამჩნევი;
  • სამბალიანი მიწისძვრის დროს უკვე ჭაღი ირხევა;
  • ოთხბალიანის შემთხვევაში კი მთელ შენობაში იგრძნობა ბიძგები;
  • ხუთბალიანი მიწისძვრა უკვე ძლიერად ითვლება. ამ დროს რყევა იგრძნობა როგორც შენობაში, ისე ქუჩაში;
  • ექვსი ბალის შემთხვევაში მოძრაობს ავეჯი, კარადებიდან ცვივა ჭურჭელი და შესაძლოა, ფანჯრის მინები ჩაიმსხვრეს;
  • შვიდი ბალი უკვე ძალიან ძლიერი მიწისძვრაა. სწორედ ამ დროს ძლიერი რყევის პარალელურად ხანძრის, ავარიის ან მოკლე ჩართვის დამატებითი საფრთხე ჩნდება;
  • რვა, ცხრა და ათბალიანი მიწისძვრა დამანგრევლად ითვლება. ამ დროს ინგრევა აგურის შენობები, ნიადაგს უჩნდება ბზარები, მდინარესა და წყალსაცავებში იწყება ღელვა;
  • თერთმეტ და თორმეტბალიან მიწისძვრას კატასტროფულს უწოდებენ.

მსგავსი სეისმური აქტიურობისას ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან არასწორად გადადგმულმა ერთმა ნაბიჯმა შესაძლოა ჩვენი სიცოცხლე შეიწიროს. 

ჯერ მოდით ავხსნათ,  რა იწვევს შენობების ნგრევას. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მეცნიერება და არქიტექტურა, ამ შემთხვევაში, მჭიდრო კავშირშია. სპეციალისტები პასუხისმგებელ პირებს მუდმივად აფრთხილებენ, რომ სეისმურად აქტიურ ზონებში განსაკუთრებულად გამძლე ნაგებობები უნდა აშენდეს. ასევე მოწისძვრის დროს მნიშვნელოვანია, როგორ არეალში მდებარეობს ნაგებობა, რადგან ზოგჯერ სეისმურ ტალღებს თავად მიწა ვერ უძლებს, რადგან ის შედეგად არამყარ მასად იქცევა, რომელიც ზემოდან მოქცეულ წონას ვეღარ აკავებს და შედეგად მასზე მდგარი შენობა ინგრევა. კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი ამ დროს არასაკმარისად გამძლე საძირკველია, რომლის თავდაპირველი მდგომარეობის ცვლილებასა და დაშლასაც მთლიანი ნაგებობის ნგრევა მოჰყვება.   

მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია რამდენიმე ქმედება:

თუ შენობაში ხართ:

  • დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა მყარი ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ სასურველია, თავი და კისერი ხელებით დაიფაროთ, რათა მოსალოდნელი ზიანი აიცილოთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
  • თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და ა.შ;
  • სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება, კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
  • არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
  • არ გამოიყენოთ ლიფტი.

თუ ქუჩაში ხართ:

  • თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში;
  • თუ თქვენ ავტომობილს ატარებთ, გზისპირზე გადააყენეთ და გაჩერდით. არ დადგეთ ხიდის, ელექტროგადამცემი ხაზის ან საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • თვალყური ადევნეთ საგნებს, რომლებიც შეიძლება დაგეცეთ!

თუ ნანგრევებში მოექეცი:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაზოგეთ თქვენი ენერგია!
  • იმოძრავეთ რაც შეიძლება ცოტა, რათა მტვერი არ გააჩინოთ;
  • ცხვირი და პირი დაიფარეთ ხელსახოცით ან ტანსაცმლით;
  • რ აანთოთ ასანთი;
  • დააკაკუნეთ ახლომდებარე მილზე ან კედელზე, რათა მაშველებმა გაიგონ, სად ხართ;
  • თუ სასტვენი თან აღმოგაჩნდათ, ჩასტვინეთ, რათა მაშველებს ხმა მიაწვდინოთ. ყვირილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდებული.

რა ვქნათ მიწისძვრის შემდეგ:

  • არ შეხვიდეთ შენობაში, რადგან შესაძლოა, განმეორებითი მიწისძვრების გამო შენობა ჩამოინგრეს;
  • რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედეთ, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას მომყოლი ბიძგების შესახებ;
  • არ გაჩერდეთ სახლში, თუ კედლებიდან უცნაური ხმები ისმის. ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მალე ის დაინგრევა;
  • გადაკეტეთ გაზი, მით უმეტეს, თუ მის სუნს გრძნობთ;
  • არც ამ შემთხვევაში გამოიყენოთ სანთებელა ან ასანთი, მათი შედარებით უსაფრთხო ალტერნატივა ფანარია;
  • დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ეს საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენაში დაგეხმარებათ.

რისი გაკეთება შეგვიძლია წინასწარ, რათა მზად ვიყოთ მიწისძვრისთვის

მიწისძვრამდე რეკომენდებულია თქვენს საწოლსა და ტახტთან ახლოს მხოლოდ მსუბუქი საგნები დაკიდოთ. სარკეები, სურათები და სხვა მძიმე საგნები მყარად და მოშორებით დაამაგრეთ. სასურველია, წიგნის კარადა და მსგავსი ავეჯიც საწოლიდან და დივანიდან შორს დადგათ. მძიმე და მსხვრევადი საგნები კი დაბლა თაროებზე განათავსეთ. 

წინასწარ შეისწავლეთ, რომელი ადგილია თქვენს სახლში ყველაზე უსაფრთხო და ამის შესახებ თქვენს ოჯახის წევრებსაც გააგებინეთ. გაეცანით ინსტრუქციას, როგორ უნდა აღმოუჩინოთ დაშავებულს პირველადი დახმარება მიწისძვრის დროს. წინასწარ გაიგეთ, სად არის შენობის სახანძრო გეგმა, როგორ უნდა გამორთოთ ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ასევე გაარკვიეთ სად არის განთავსებული ევაკუაციის გეგმა თქვენს სამუშაო ადგილზე. 

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება - ინვესტიცია თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაში

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ზღვის ჰაერის გავლენა ჯანმრთელობაზე შეუფასებელია

სტაბილური შემოსავალი და მაღალი ზრდა - სწორი კომერციული ფართი, სწორი ინვესტიცია

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ ან ახალი პროექტის დაწყება, "ალფა სალხი“ გთავაზობთ იდეალურ ფართებს გლდანში და დიდი დიღომში

დღეში რამდენ საათს კარგავ საცობში? - აი, რატომ უნდა იყიდო პარკინგი

სტატისტიკის მიხედვით, საცობებში ყოველი მოქალაქე დღეში საშუალოდ 45 წუთს ან მეტს კარგავს, მაგრამ ეს

შეკვეთილი - პატარა კურორტის დიდი შესაძლებლობები

შეკვეთილი, პატარა და მშვიდი ზღვისპირა კურორტი, სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის

საკუთარი ჭერი ყველას! - ამისთვის ბევრი არაა საჭირო!

მცირე ბინები - დიდი პერსპექტივა