სიახლეები
უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება
ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა და მომავალშიც განაგრძობს ზრდას, რასაც ძირითადად ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა განაპირობებს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ და წარმოგიდგენთ იმ ძირითად ფაქტორებს, რაც დღეს ბაზარზე მოთხოვნას ზრდის:
პირველი ეს არის შინამეურნეობების ზომა. მაგალითისთვის, რომ განვიხილოთ თბილისში ერთ ბინაში საშუალოდ 3.5 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, როგორც კი ოჯახს უჩნდება ფინანსური შესაძლებლობა, ისინი ცდილობენ გაიუმჯობესონ მათი ყოველდღიუროაბა და იწყებენ უძრავი ქონების შეძენაზე ფიქრს. ეს ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკის ზრდას და მასზე მოთხოვნას.
უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის მეორე ფაქტორია გაზრდილი ფასები. დღეს მომხმარებელთა დიდი ნაწილი უძრავ ქონებას საინვესტიციო კუთხით უყურებს და გაზრდილი ფასი მათთვის მომხიბვლელი შესაძლებლობაა, რადგან ეს აქტივია, რომლის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში დიდ მოგებას მიიღებენ. დღეს ვისაც უძრავი ქონების შეძენის საჭიროება აქვს, ცდილობს, რომ შეიძინოს და არ დაელოდოს უძრავი ქონების ფასის კიდევ უფრო გაზრდას.
ასევე გასათვალისწინებელია მიგრანტების როლი, რომელსაც ირიბად გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ფასების ზრდაზე. მაგალითისთვის რომ განვიხილოთ წელს საქართველოში ჩამოსული ადამიანების რიცხვი მაღალია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მიგრანტებად ითვლებიან, ყიდულობენ უძრავ ქონებას დასრულებულ და არა მშენებარე პროექტებში. მათი მხრიდან მოთხოვნა უფრო კომერციულ უძრავ ქონებას შეეხება ვიდრე საცხოვრებელ ფართს, რადგან მათთვის კომერციული უძრავი ქონება უფრო შემოსავლიანად მიიჩნევა.
გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და ამ მოთხოვნას თავისი მიზეზები აქვს, მომავალში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება, რაც ეკონომიკური ზრდის პირდაპირპროპორციულია.
როგორ მუშაობს შიდა განვადება და როდის არის ის კარგი არჩევანი?
შიდა განვადება ბინის შეძენას უფრო მოქნილ და ეტაპობრივ პროცესად აქცევს. გაიგეთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ "ალფა სახლის“ პროექტები.
რატომ ირჩევენ დიდ დიღომს? - უბნის მთავარი უპირატესობები და მომავლის პოტენციალი
რატომ გახდა დიდი დიღომი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება? გაიგეთ, რა უპირატესობები აქვს უბანს, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა და რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე
როგორ მოაქვს შეკვეთილის უძრავ ქონებას სტაბილური შემოსავალი?
ზღვისპირა მდებარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაქირავების შესაძლებლობა - მიზეზები, რის გამოც შეკვეთილი უძრავი ქონების ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ლოკაციად ყალიბდება.
რატომ უნდა შეიძინო ბინა დიდ დიღომში?
რატომ ხდება დიდი დიღომი ბინის შესაძენად სულ უფრო საინტერესო არჩევანი და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.?
დასვენება და დამატებითი შემოსავალი - რატომ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება შეკვეთილში
ინვესტიცია შეკვეთილში - გრძელვადიანი ფინანსური სარგებელი და უალტერნატივო ცხოვრების ხარისხი.