სიახლეები

პარკების მნიშვნელობა ქალაქებისთვის!
ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის ტყისკენ, მთებისკენ, სანაპიროსკენ, მდინარეებისკენ ან ტბებისკენ. ამ ადგილებში ის გრძნობს ენერგიის მოზღვავებას და სულიერ სიმშვიდეს. ბუნების წიაღში დაისვენება დადებითად მოქმედებს ჩვენ ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზე. ბუნების ხედებით დატკბობა ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მცენარეთა ბიოცენზონებს, განსაკუთრებით კი ტყეებს, ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვთ. მათი სიგრილე, სსხვადასხვა ხმების და ფერების ჰარმონია, სურნელების მრავალფეროვნება - ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ჩვენ ფიზიკურ და სულიერ ჯამრთელობაზე. ამიტომ ბუნებრივი ლანდშაფტებისადმი ლტოლვა ქალაქის მცხოვრებლებს უფრო მეტად აქვთ გამძაფრებული. სიმწვანის ნაკლებობა, ვიწრო ქუჩები, პატარა ეზოები, სადაც პრაქტიკულად მზის სინათლე არ აღწევს, ქმნის არახელსაყრელ პირობებს ადამიანების სიცოცხლისთვის. ინდუსტრიულმა რევოლუციამ, გასული საუკუნეების პოლიტიკურმა, ტექნიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე უარყოფითი გავლენა მახდინა.
21-ე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქალაქებში. ქალაქების ზრდასთან ერთად მცირდება მცენარეების რაოდენობა რაც უარყოფითად მოქმედებს ჰაერის სისუფთავეზე და ადამიანების ჯამრთელობაზე.
ადამიანის ცხოვრებაზე, ხასიათზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის თუ როგორ პირობებში ცხოვრობს ადამიანი , ის თუ რა სიმაღლის ჭერი აქვს, რა სისქის კედლები, როგორ მიდის ადამიანი სამსახურამდე, როგორ ადამიანებთან ურთიერთობს ყოველდღე, როგორ დამოკიდებულებაში არიან ირგვლივმყოფები ერთმანეთთან.
ქალაქში ცხოვრების გასაუმჯობესებლად ადამიანებმა მოიფიქრეს მრავალი ხერხი, მაგრამ დღემდე ვერ მონახეს გამოსავალი საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ორი, სამი ან მეტი მავნე ფაქტორების ერთდროული ზემოქმედება, რომლებიც ცალცალკე არც ისე საზიანოა , მაგრამ ერთდროულად ძალიან დიდი ზიანი მოაქვთ ადამიანისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ მცენარეები დადებითად მოქმედებენ ჩვენ ჯამრთელობაზე და გარემოზე საჭიროა გვქონდეს ჩვენს ირგვლივ, სახლში და სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იყოს გამწვანებული ადგილები, რათა გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი.
ქალაქის ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია პარკების მოწყობა გაშენება. გამწვანებული პარკები ქმნიან არა მარტო კარგ მიკრო კლიმატს და აუმჯობესებენ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს არამედ ალამაზებს ქალაქს.
პარკები ქალაქს უამრავ ეკოლოგიურ პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი- ამცირებენ ჰაერის დაბინძურების დონეს. მცენარეები ახშობენ ხმაურს (ნეკერჩხლის ფოთოლი, ცაცხვი, მუხა, ვერხვი). ხმაურთან ერთად პარკები ამცირებენ ქალაქის ჰაერის დამტვერვის დონესაც. დაბინძურებული ჰაერი ისეთივე ზიანს აყენებს არამწეველ ხალხს, როგორსაც მწეველს ერთი შეკვრა სიგარეტის მოწევა. მცირე ზომის ხეებით და ბუჩქებით გაშენებულ პარკსაც კი შეუძლია ჰაერის გასუფავება. 50 მეტრის სიგრძისა და 15-20 მეტრის სიგანის მქონე პარკს შეუძლია ჰაერის დაბინძურების 75%- გასუფთავება.
პარკში მისვლისას ადამიანი ქალაქიდან გაუსვლელად ხვდება ბუნებაში და განიცდის ფსიქო-ემოციურ განტვირთვას. პარკების მოვლა და გამრავლება გააუმჯობესებს თითოეული მცხოვრების,როგორც ჯამრთელობის ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც.
თანამედროვე ქალაქი -ეს არის ეკოსისტემა, რომელშიც შექმნილია ცხოვრების ყველაზე ხელსაყრელი პირობები, სადაც ადამიანი არ უნდა იყოს ბუნებას მოწყვეტილი არამედ პირიქით დღევანდელი ცხოვრების რითმიდან გამომდინარე უფრო ახლოს უნდა იყოს მასთან. აქედან გამომდინარე, პარკის, სკვერების, მწვანე ფართების მთლიანი ფართობი თანდათან უნდა გაიზარდოს და არა შემცირდეს.
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის
საკუთარი სახლი კორპუსში - შესაძლებლობა, რომელსაც დუპლექსი გაძლევთ!
თუ თქვენ ეძებთ სახლს, რომელიც პასუხობს მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს, სწორედ დუპლექსი იქნება თქვენი არჩევანი
რატომ არის აუცილებელი ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?
ბინის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არის ნაბიჯი, რომელიც საკუთრებას უბრალო ქაღალდზე აღარ ტოვებს — არამედ მას რეალურ, დაცულ და სრულფასოვან აქტივად აქცევს.
რა არის ჭკვიანი სახლი და რატომ ხდება ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ თანამედროვე ცხოვრებაზე ადაპტირებული, პრაქტიკული გადაწყვეტაა
უკვე ხელოვნური ინტელექტი ყიდის ბინებს — ალფა სახლის წარმატების მაგალითი
"ალფა სახლი" ყოველთვის უსწრებდა დროს - ხარისხით, მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით