სიახლეები
ურბანული ევოლუცია - რატომ ამბობს თბილისი უარს ტრადიციულ კორპუსებზე და ირჩევს "სხვა უბანს“?
ახალი სახლის ძიებისას მანათობელი სარეკლამო ბანერები ხშირად რეალობას არ ასახავს. როდესაც საქმე ჩვენს მომავალსა და დანაზოგს ეხება, დაპირებებზე მნიშვნელოვანი ფაქტები, ეკოსისტემა და ცხოვრების ხარისხია.
თანამედროვე მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლში თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნონ. სწორედ ამ ურბანულ მოთხოვნებს პასუხობს “ალფა სახლის” მასშტაბური პროექტი - “სხვა უბანი” , რომელიც დიდ დიღომში, პეტრე იბერის 13 ნომერში სრულიად ახალ მიზიდულობის ცენტრს ქმნის.

"ქალაქი ქალაქში“ - როცა შენი დრო და სიმშვიდე პრიორიტეტია
დედაქალაქში სუფთა ჰაერი და გამწვანება ნამდვილად დეფიციტურია. "სხვა უბანში“ ეს პრობლემა ფუნდამენტურადაა გადაჭრილი: ტერიტორიის 60,000 კვ.მ მხოლოდ გამწვანებასა და სკვერებს ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ მტვრისა და გამონაბოლქვის ნაცვლად, სუფთა ჰაერით სუნთქავთ და საღამოს სასეირნოდ კომპლექსიდან სხვაგან წასვლა აღარ გიწევთ.
ამასთან, დღეს ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. დილის საცობებში ბავშვების სკოლასა თუ ბაღში ტარება მშობლებისთვის უდიდესი სტრესია. პროექტის ტერიტორიაზე ინტეგრირებული ორი საბავშვო ბაღი და სკოლა ამ დამღლელ რუტინას წარსულს აბარებს თქვენ ყოველდღიურად ზოგავთ მინიმუმ 1-2 საათს, რომელსაც საკუთარ თავს ან ოჯახს დაუთმობთ.
დაუმატეთ ამას 50,000 კვ.მ-ზე გაშლილი კომერციული სივრცე (სუპერმარკეტები, აფთიაქები, კაფეები), 4 თანამედროვე სპორტული მოედანი და ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალურად გამოყოფილი უსაფრთხო სივრცეები. შედეგად ვიღებთ ავტონომიურ ეკოსისტემას, სადაც ყველა პირველადი სერვისი სახლიდან გაუსვლელად, ერთი კომპლექსის შიგნით არის ხელმისაწვდომი.
პრაქტიკული ინოვაცია "სხვა კარკასი“ და სოლიდური სტანდარტები
ნამდვილი კომფორტი ბინიდან კი არა, კორპუსის შესასვლელიდან იწყება. "სხვა უბნის“ თითოეულ კორპუსს ემსახურება თანამედროვე, სოლიდური ლობი. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი მისაღები ეს არის სივრცე, სადაც კონტროლდება უცხო პირთა გადაადგილება და რომელიც იდეალურია კურიერის მისაღებად თუ ხანმოკლე საქმიანი შეხვედრებისთვის. ხარისხი იგრძნობა უხილავ დეტალებშიც - ენერგოეფექტური მასალები და უმაღლესი ხმის იზოლაცია ბინაში სითბოსა თუ სიგრილეს ინარჩუნებს, რაც კომუნალურ ხარჯებს 30-40%-ით ამცირებს.

თუმცა, პროექტის მთავარი გარღვევა ბაზარზე დამკვიდრებული ახალი სტანდარტი - "სხვა კარკასია“. დაივიწყეთ ტერმინები "თეთრი“ თუ "მწვანე“ კარკასი, რომელთა მიღმაც შეიძლება უამრავი შავი და მტვრიანი საქმე იმალებოდეს.
"სხვა კარკასი“ რემონტის ყველაზე სტრესულ ეტაპებს თავიდან გარიდებთ: კედლები აბსოლუტურად სწორად, არის გალესილი; იატაკი მოჭიმულია; ელექტროობის, სანტექნიკისა და გათბობის სისტემები სრულად დაქსელილია, ხოლო კარ-ფანჯარა უმაღლესი ხარისხისაა. ეს კონდიცია რემონტის ბიუჯეტის მინიმუმ 30%-ს და უამრავ ნერვებს გიზოგავთ. თქვენ შეგიძლიათ კედლები შეღბოთ და პირდაპირ კოსმეტიკური რემონტი დაიწყოთ.
არსებობს სტერეოტიპი, რომ მსგავსი პრემიუმ კლასის ურბანულ ეკოსისტემაში ცხოვრება მხოლოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. "ალფა სახლი“ ამ მითსაც ამსხვრევს "სხვა უბანში“ 1 კვ.მ-ის შეძენა 905 დოლარიდან (ეკვ. ლარში) შეგიძლია. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, აირჩიოთ ცხოვრების ახალი სტანდარტი იქ, სადაც გარემო პირველ რიგში თქვენზე ზრუნავს.
რატომ არის კომერციული ფართი გონივრული ინვესტიცია?
ინვესტიცია კომერციულ ფართში - გაიგეთ, რატომ არის ეს კაპიტალის დაცვის ყველაზე გამართლებული გზა
რატომ არის შეკვეთილი დღეს საუკეთესო ადგილი ინვესტიციისთვის?
ნახეთ, რატომ გახდა შეკვეთილი ტურიზმისა და ჭკვიანური ინვესტიციების ახალი ეპიცენტრი
მაღალი სართული - მითები უსაფრთხოებაზე და რეალური უპირატესობები
მაღალი სართული - გაიგეთ, რატომ არის სიმაღლე თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული აქტივი: სუფთა ჰაერი, მეტი სინათლე და გარანტირებული უსაფრთხოება.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.