სიახლეები

როგორ გავხადოთ ქალაქში ცხოვრება სასიამოვნო?!
ქალაქს, რომელშიც გავიზარდეთ აქვს,როგორც ღირსებები ასევე ნაკლოვანებები. ერთ-ერთი მათგანია– დაბინძურებული ეკოლოგია - ინდუსტრიულმა რევოლუციამ, გასული საუკუნეების პოლიტიკურმა, ტექნიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა გვაჩუქა თანამედროვე ქალაქი,ისეთი, როგორიც ის ახლა არის. საწარმოო ნარჩენებთან ერთად, ბევრი მავნე მიკროელემენტი ჩნდება ატმოსფეროში, რაც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. ჟანგბადის ნაკლებობას მივყავართ იქამდე, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ხშირად უჩივიან კარდიოვასკულურ დაავადებებს, რესპირატორული ორგანოების მუშაობის დარღვევებს, ხშირ თავის ტკივილს.
იმისთვის, რომ ქალაქში ცხოვრება გახადოთ უფრო კომფორტული და ჯამრთელობისთვის ნაკლებად საზიანო მოიწყვეთ ჯანმრთელი გარემო სახლში - რაშიც მცენარეები დაგეხმარებიან.
მცენარეების უჩვეულო თვისება – გაასუფთაონ ჰაერი მავნე ნივთიერებებისგან და არასასიამოვნო სუნისგან, საკუთარ სახლში, მსუბუქად სუნთქვაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, სამუდამოდ დაგვავიწყდება თავის ტკივილი და ცუდ ხასიათზე ყოფნა.
ფიკუსი — მცენარის მოვლა ძალიან ადვილია, ის ნაკლებად პრეტენზიულია, განსაკუთრებით, სინათლის რაოდენობის მიმართ. მაგრამ, ძალიან ეფექტურია, როდესაც საქმე ფორმალდეჰიდისგან ჰაერის გაწმენდას ეხება. მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, სიფრთხილის გამოჩენაც არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ პატარა ბავშვი ან შინაური ცხოველი არის ოჯახში, ფიკუსი ისეთ ადგილზე უნდა დაიდგას, რომ მათთვის ხელმიუწვდომელი იყოს, რადგან მისი ფოთლები შეიძლება შხამს შეიცავდეს.
სპატიფილიუმი — მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება, თუმცა რეკომენდირებულია მცენარის საძინებელში მოთავსება, ჯანსაღი და მშვიდი ძილისთვის, ის ჰაერის საუკეთესო ფილტრია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე, ოთახში, ფორმალდეჰიდის და ტრიქლორეთილენის შესაძლო არსებობას ეხება.
სურო — ეს მცენარე კი, მართლაც, რომ ყველა სახლში უნდა იყოს, რადგან 6 საათის მანძილზე, ჰაერში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების 60% ანადგურებს.
ქლოროფიტუმი — ამ მცენარეს, მინიმალური განათების პირობებში, შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის განხორციელება და ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება. ის ტოქსინებსაც შთანთქავს და ჰაერს ატენიანებს.
სანსევიერია — ამ მცენარის ადგილი, კონკრეტულად საძინებელში არის. გარდა იმისა, რომ ჰაერს ასუფთავებს მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ოთახის განიავებისას ან ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო შეიძლება იყოს სახლში – ის ჟანგბადს ღამის საათებშიც გამოყოფს, რაც, არც თუ ისე, ბევრი მცენარისთვის არის დამახასიათებელი.
ალოე — ეს მცენარე ძალიან კარგი საშუალებაა სახლში ჟანგბადის დონის ასაწევად. გაარდა ამისა, ის შთანთქავს ნახშიროჟანგს, ნახშირბადის მონოქსიდს და ფორმალდეჰიდს. ერთ ალოეს შეუძლია ისეთივე დადებითი გავლენა მოახდინოს, რამდენიც 9 ბიოლოგიურ გამწმენდ სპრეის, ერთად აღებულს.
ზღვისპირა კურორტების საინვესტიციო პოტენციალი იზრდება
საქართველოში ზღვისპირა ქალაქებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, რაც
"ალფა სახლის" ეფექტი უბნებზე - პროექტები, რომლებიც საუკეთესო ინვესტიციებად იქცნენ
"ალფა სახლი" ყოველთვის ირჩევს ყველაზე პერსპექტიულ უბნებს თავისი მომავალი მობინადრეებისთვის
ბინა "სხვა კარკასით" – როცა არ გინდა დროისა და ფულის კარგვა
"ალფა სახლის" მიერ შემოთავაზებული „სხვა კარკასი“ ახალ სტანდარტს გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ე.წ. თეთრი ან მწვანე კარკასისგან
კომერციული ფართი გლდანში – ინვესტიცია მომავლისთვის "ალფა სახლისგან“
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ყველაფერი უკვე მზადაა თქვენი ბიზნესის დასაწყებად!
გარდაქმენი სიმაღლე სივრცედ! - ანტრესორი ბინაში
ანტრესოლი — ეს არის დიზაინერული სმარტ-გადაწყვეტილება, რომელიც სიმაღლეს სივრცედ გარდაქმნის