სიახლეები

13 მცენარე,რომლებსაც მოაქვთ მაქსიმალური სარგებელი და სჭირდებათ მინიმალური მოვლა
სუკულენტები
მცენარე წარმოშობით მექსიკიდანაა,სადაც მას ქვის ყვავილს ეძახიან. გვალვიან ადგილებში გადარჩენაში მას წყლის მარაგის შენახვის უნარი ეხმარება. ყვავილი ზაფხულში კვირაში ერთხე ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ უნდა მორწყათ.
დეკორატიული სარგებელის გარდა მას პრაქტიკული სარგებელიც აქვს. ძველმა აცტეკებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარე ადამიანის ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ ეფექტს.
ჰოვეა
პალმის ოჯახის წარმომადგენელი. ეს მცენარე უძლებს ჩრდილს, გვალვას, სიცხეს და ცოტაოდენ სიცივესაც. რაც უფრო მაღალი ტენიანობა გაქვთ ოთახში- მით უფრო დიდი შუალედი დასჭირდება მას მორწყვიდან მორწყვამდე. ამ მცენარის ყველაზე დიდი პლიუსი ჰაერის დენზინფიცირების უნარია.
სინგონიუმი
მას არ სჭირდება მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ ის ბნელ ოთახშიც კი კომფორტულად გრძნობს თავს. კარგი ზრდისთვის მცენარეს უნდა ზომიერად ტენიანი ჰაერი და ნიადაგი. სინგონიუმი წმენდს ჰაერს და ფენ-შუი მიმდევრების მტკიცებით მცენარეს შეუძლია ადამიანის ჯამრთელობის და განწყობის ამაღლება.
კაუჩუკის ფიკუსი
კაუჩუკოვანი ფიკუსი მიეკუთვნება მცენარეთა ისეთ კატეგორიას,რომლებიც კარგად იტანენ ოთახის ტემპერატურას. როგორც წესი ფიკუსის მორწყვა ზაფხულში კვირაში ორჯერ საკმარისია,ზამთარში კი კვირაში ერთხელ. დადგენილია,რომ ფიკუსი ასუფთავებს ჰაერს შენობაში,გარდაქმნის რა მავნე ნივთიერებებს უვნებელ ამინომჟავებად და შაქრად.ასევე არსებობს მოსაზრება,რომ მას შეუძლია ენერგეტიკის გასუფთავება.
პეპერომია
პოპულარული მცენარე დამწყებ ფლორისტებში. მცენარე ამდიდრებს ოთახს ჟანგბადით და წმენდს მას ტოქსინებისგან.
ოქროსფერი ეპიპრემიუმი
განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა. მას შეუძლია ჩრდილში გაიზარდოს, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას. ასუფთავებს ჰაერს ნახშირბადის დიოქსიდის, ბენზოლის და ტოლუოლისგან.
ხავორტია
ეკუთვნის ალოეს ოჯახს, რომლის სასარგებლო თვისებებიც ყველამ ვიცით. ფოთლის წვენი შეიძლება გამოყენებულ იქნას,როგორც ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური საშუალება ჭრილობებისთვის.
მცენარეს უყვარს ჩრდილში და ზომიერი მორწყვა. მცენარე უძლებს გვალვას.
არაუკარია
ეს წიწვოვანი მარადმწვანე მცენარე წარმოშობით ავსტრალიიდანაა, საკმაოდ ნელა იზრდება. ტოტები ტანიდან პერპენდიკულარულად ეზრდება და მკაცრად პირამიდულ ფორმას ქმნის. სწორი მოლის შემთხვევაში მცენარე 1,5 მეტრი იზრდება. ზამთარში თქვენ შეგიძლიათ ის ნაძვისხეთ გამოიყენოთ.
ინგლისური სურო
სურო 20-30 მეტრამდე იზრდება- სახლში ამ სიგრძის მისაღწევად მას პირობების შექმნა დასჭირდება. ამ მცენარის ქალაქის ბინაში ქონა ძალიან სასარგებლოა მისი ჰაერის გამწმენდი თვისებების გამო -მას შეუძლია გაფილტროს ფორმალდეჰიდი,რომელიც შედის სახლის საწმენდ საშუალებებში.
ნემსიწვერა
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყვავილიანი მცენარეები არც ისე პოპულარულია როგორც ადრე ამ ყვავილს მაინც აქვს თავის კოზირი. ეს ყვავილი დაგიცავთ კოღოებისგან და სხვა მავნე მწერებისგან. გარდა ამისა ის მარტივი მოსავლელია, რადგან ამ ყვავილის სხვადასხვა სახეობა უძლებს ჩრდილს და გვალვას.
ბაღის ჭორტანა ტრადესკანცია
მის ფოთლებს ანტიბაქტერიული თვისება აქვს. მცენარე კარგად მოქმედებს სასუნთქი გზების დაავადებებზე, ებრძვის გაციებას,ხველებას, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.
ციპერუსი
ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ნორმალურ ძილს და აუმჯობესებს მეხსიერებას. სწორედ ამიტომ სასურველია, ამ მცენარით საძინებელის, საბავშვო ოთახის ან სამუშაო კაბინეტის მორთვა.
კლივია
ოთახშიც კი,რომელიც იშვიათად ნიავდება ეს მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან მას შეუძლია დაარეგულიროს ჟანგბადის რაოდენობა, ის ასევე წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან: ერთადერთი შეზღუდვა- მოარიდეთ მცენარე ცხოველებს.
დიდი ბინა დიდ დიღომში მხოლოდ 5 დღით - კვ.მ 905$!
დიდი ბინები დიდ დიღომში - მხოლოდ 5 დღით! „ალფა სახლი“ გთავაზობთ 2-3 საძინებლიან ბინებს კვ.მ 905$-ად, შიდა უპროცენტო განვადებით.
2 დაუჯერებელი ამბავი “ალფა სახლისგან” მოიგე ბინა Youtube-ზე! - შეიძინე ბინა დღეში 36 ლარად!
ალფა სახლი“ - პირველი ბინის გათამაშება YouTube-ზე + ბინის შეძენა დღეში მხოლოდ 36 ლარად.
ბინის შეძენა ოჯახთან ერთად - მარტივი, სანდო, გრძელვადიანი ინვესტიცია
ბინის შეძენა ოჯახთან - გონივრული ფინანსური ნაბიჯი და სტრატეგიული ინვესტიცია.
უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა საქართველოში - ფაქტები და ტენდენციები
უძრავი ქონება საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და მომგებიანი არჩევანია
პირველი ბინის შეძენა - რა უნდა იცოდეს ახალბედა მყიდველმა?
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას თითოეულ მაცხოვრებელს ვალდებულებები აქვს საერთო სივრცეების მოვლასა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.