სიახლეები
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები ინტერიერში?
თანამედროვე ინტერიერის დიზაინში ბუნებრივი მასალების გამოყენება არამხოლოდ ესთეტიკური არჩევანია, არამედ ცხოვრების სტილის გამოხატულებაც. დღეს, როდესაც ქალაქური გარემო უფრო მეტად გვაშორებს ბუნებას, ბუნებრივი ტექსტურებისა და ელემენტების შეხამება სივრცეს სიმშვიდესა და ჰარმონიას ანიჭებს.
ხე ყველაზე პოპულარული და უნივერსალური მასალაა ინტერიერში. მისი ბუნებრივი ტექსტურა და ფერი სითბოს მატებს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ სივრცეს. ხის იატაკი, ავეჯი ან დეკორის დეტალები ყოველთვის ქმნის მყუდრო გარემოს. ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება კედლის პანელებში, ჭერზე ან თუნდაც კარადებსა და სამზარეულოს ზედაპირებში.
ქვა ინტერიერში ხანგრძლივობისა და მდგრადობის სიმბოლოა. მარმარილო ან გრანიტი ხშირად გამოიყენება სამზარეულოს ზედაპირებსა და აბაზანის დიზაინში. ქვის ზედაპირები არა მხოლოდ ელეგანტურია, არამედ პრაქტიკული და გამძლე. იგი იდეალურად ერწყმის მინასა და მეტალს.

ბუნებრივი ქსოვილები ინტერიერს ჰაეროვნებას ჰმატებს. ბამბის ნაწარმის გამოყენება ძალიან კარგი არჩევანია. ასევე, ისინი ჰიპოალერგიულია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
თიხისა და კერამიკის დეტალები, იქნება ეს ქოთნები, ვაზები თუ კედლის ფილები, ინტერიერში განსაკუთრებული ავთენტურობა შემოაქვს. ასეთი ნივთები ხშირად უნიკალურია და შეუძლიათ სივრცეს ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭონ.
რასაკვირველია, შეუფასებელია მცენარეების როლი. ისინი არა მხოლოდ დეკორატიული დატვირთვისთვის, არამედ ჰაერის ფილტრატებადაც გამოდგება.

რატომ უნდა ავირჩიოთ ბუნებრივი მასალები?
- ეკოლოგიურობა - ისინი ნაკლებად აზიანებს გარემოს და უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის;
- სითბო და მყუდროება - ბუნებრივი მასალები შინ სივრცეს ბუნებრივ ჰარმონიას ანიჭებს;
- უნიკალურობა - თითოეულ მასალას საკუთარი ტექსტურა და ხასიათი აქვს, რაც ინტერიერს გამორჩეულობას სძენს;
- ხანგრძლივობა - ხე, ქვა და სხვა ბუნებრივი ელემენტები გამძლეობით გამოირჩევიან.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.