სიახლეები
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
"იცით რატომ ხდება, რომ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ბინა უკვე ძალიან პატარა ჩანს?“ - პასუხი მარტივია: პირველ ბინას ხშირად მხოლოდ ფასით ირჩევენ და არ ფიქრობენ მომავალზე, ბავშვების ოთახებზე, სტუმრებზე ან სათავსოს საჭიროებაზე.
50-60 კვ.მ დღეს შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ ხვალ დაინახავ, რომ შენი სტუმრებისთვის ადგილი აღარ გაქვს, ბავშვებიც გაიზარდნენ და ახლა ზაფხულის ან ზამთრის ტანსაცმელი სად შეინახო არ იცი.
პატარა ბინა იპოთეკურ სესხს არ ამარტივებს, დიდიც რომ იყიდოთ, გადახდა დიდად არ მცირდება, პლუს მომავალში გადასახლება და რემონტი გაგიძვირდებათ.
რამდენიმე წლის შემდეგ ხშირად ოჯახი ინტერესდება უფრო დიდ ბინაში გადასვლით. ეს ნიშნავს ახალი სესხის აღებას, რემონტის ხარჯებს და დამატებით ფინანსურ რესურსს.
ჭკვიანი არჩევანი - 90-100 კვ.მ ბინა.
რატომ?
დამატებითი სივრცეები - ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი, მშობლებს ან სტუმრებს ცალკე სივრცე.
სათავსო ან საწყობი - ყველა ნივთს ექნება თავისი ადგილი.
ფინანსური სტაბილურობა - თავიდანვე დიდ ბინაში დაბინავება ხელს უწყობს მომავალში გადასახადების სწორად დალაგებას, ახალი რემონტის დაგეგმვას და დამატებითი სესხების თავიდან აცილებას.
"ალფა სახლი“ 905$-ად გთავაზობთ ბინებს, არა მხოლოდ ერთიანი გადახდით, არამედ შიდა განვადებით.
ამავე უბნებში 70 კვ.მ თეთრი კარკასი ხშირად იგივე ღირებულებას აღწევს, რასაც დღეს მომხმარებელი იხდის "სხვა უბანში“ 95-100 კვ.მ ფართობზე.
ანუ:
25-30 კვ.მ პირდაპირ საჩუქრად;
და არა თეთრი კარკასი, არამედ რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობა "სხვა კარკასი", რაც ათასობით ლარის და დროის ეკონომიას ნიშნავს.

თვეში 550 ლარი - ქირაზე დაბალი გადასახადი
მყიდველების უმეტესობისთვის მთავარი დაბრკოლება ხშირად, მაღალი თვიური გადასახადია. ამ შეთავაზებაში კი პირიქით - პირობები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. ვინც დღეს ქირაში ორჯერ მეტ თანხას იხდის, შეუძლია ნაკლები თანხით უკვე საკუთარი ბინა იყიდოს. ეს ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ბინის შეძენამდე კიდევ დიდი დრო დასჭირდებოდა.
გონივრული და დაბალი თვიური გადასახადი აქციას პრაქტიკულ, რეალურად ხელმისაწვდომ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებულ შეთავაზებად აქცევს.
კვ.მ 905$ არასდროს დაბრუნდება - ისტორია ამას ამტკიცებს
ალფა სახლის პროექტებში ყველა ეტაპზე ფასი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.
ვინც გადაწყვეტილებას ამ თარიღამდე ვერ მიიღებს, უბრალოდ დაკარგავს ამ ფასს - ეს უკვე არა პროგნოზი, არამედ ბაზრის დინამიკის რეალური სურათია. რადგან ალფა სახლი "კიკვიძის ბაღთან" პროექტში კვადრატული მეტრის ღირებულება მშენებლობის დასაწყისში 450$ იყო, ახლა გარემონტებული ბინა ავეჯის გარეშე ამავე პროექტში 1700$ ღირს.
ალფა სახლი "დიდი დიღმის" პროექტში გაყიდვები 695$-დან დავიწყეთ, ახლა კი ფასი 1050$-ია.
ეს შეთავაზება არის უნიკალური შანსი მათთვის, ვინც ბინას ყიდულობს საინვესტიციოდ.
გახდი "ალფა სახლის" მობინადრე.
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში
თანამედროვე სახანძრო სტანდარტები საქართველოში - ავტოსაშხეფი სისტემა და 41-ე დადგენილება
41-ე დადგენილება და ავტოსაშხეფი სისტემა – თქვენი ბინის უსაფრთხოების ყველაზე სანდო გარანტია
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები