სიახლეები
იდეები თუ როგორ უნდა შექმნათ ძვირადღირებული ინტერიერი დიდი ბიუჯეტის გარეშე
ბევრი ფიქრობს, რომ დიდი ფინანსური ინვესტიციების და ძვირადღირებული დიზაინერის დახმარების გარეშე შეუძლებელია ღირსეული ინტერიერის შექმნა. ეს ასე არ არის. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ საბაზისო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც თქვენი სახლის ინტერიერი უფრო დახვეწილი იქნება და თან ამისთვის არ დაგჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა.
დაამატეთ ხელოვნების ობიექტები თქვენს ინტერიერში

ხელოვნების ნიმუშები ინტერიერს უფრო მიმზიდველს ხდის. არ არის საჭირო ერთდროულად რამდენიმე ნახატის ან სკულპტურის შეძენა. საკმარისი იქნება ერთი ნახატიც, მაგრამ ის უნდა იყოს საკმარისად დიდი და ხარისხიანი.
იყიდეთ ცოცხალი ყვავილები

ცოცხალი ყვავილების თაიგული, რომელიც შეჩეული იქნება ინტერიერის მიხედვით შეიძლება იქცეს საუკეთესო გადაწყვეტილებად მისაღები ოთახის მოსართავად. არ არის საჭირო დიდი თანხის გადახდა ყვავილებში, მინდვრის ყვავილების დიდი თაიგული უფრო ლამაზი და ეფექტური იქნება ვიდრე ძვირადღირებული ვარდები.
მოძებნეთ რამდენიმე ვინტაჟური ნივთი

გაისეირნეთ ძველმანების მაღაზიებში, ნახეთ განცხადებები და მოძებნეთ ლამაზი ძველი ნივთები. აქ შეგიძლიათ იპოვოთ მშვენიერი ანტიკვარიატი, რომელიც მოუხდება თქვენ ინტრიერს. ვინტაჟური ნივთები, რომელმაც უკვე დაკარგეს პრაქტიკული ფუნქცია, მაგრამ მათი დიზაინი ინტერიერს უნიკალურ ატმოსფეროს სძენს. ბევრი მათგანისთვის ადვილია ახალი სიცოცხლის ჩუქება ფუნქციის შეცვლით.
დასაკეცი გადასატანი ტიხარი

ინტერიერის თითქმის დავიწყებული დეტალი, რომელი თქვენ ინტერიერს ძვირადღირებულ იერს მატებს. დასაკეცი გადასატანი ტიხარი- შირმა ასოცირდება აღმოსავლურ იაპონურ ძვირფას ინტერიერთან. საკუთარი ხელით შექმნილი შირმა ინტერიერს ორიგინალურობას შესძენს. გარდა მისი ესთეტიკისა არ დაგავიწყდეთ ასევე მისი პრაქტიკული დანიშნულებაც: მისი მეშვეობით შეგიძლიათ გამოყოთ სამუშაო ადგილი მოსასვენებელი ადგილისგან.
ინტერიერში სინათლის დამატება

ფარდების არჩევის შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ უპირატესობას ჭერზე დასამაგრებელ კარნიზებს მიანიჭებთ: ამ შემთხვევაში ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდება. ძვირადღირებულ სახლებში როგორც წესი მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრებია, ამიტომ კარგი იქნება თუ თქვენც შექმნით მსგავს შთაბეჭდილებას. მაქსიმალურად გააღეთ ფანჯრები რათა ინტერიერი იყოს რაც შეიძლება ნათელი, არ დადოთ რაფებზე არასაჭირო ნივთები მხოლოდ ადგილის შესავსებად, არ ჩამოკიდოთ მუქი და მძიმე ფარდები.
მაგიდის გაშლა

ხანდახან ფუფუნება რიტუალებშია. ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ დრო წავიხემსოთ დივანზე და არ გავშალოთ მაგიდა , მაგრამ ამ დროს ჩვენ ვუშვებთ მომენტის ესთეტიკას და ვკარგავთ ამ პროცესის სიამოვნებას. ცადეთ ერთ დღეს გაშალოთ ლამაზი სუფრა გამოიღოთ ძვირფასი ჭურჭელი და მოიწყოთ ლამაზი საღამო , ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე — დატკბით პროცესით. ლამაზი მაგიდა ქმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს, აუმჯობესებს მადას და ამაღლებს განწყობას.
განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან

დაალაგეთ თაროები და ტანსაცმლის სათავსოები, განთავისუფლდით არასაჭირო ნივთებისგან. არ გადატვირთოთ სათავსოები, რაც უფრო ნაკლები ნივთები იქნება თაროებზე მით უფრო ესთეტიური შესახედია. გამოანთავისუფლეთ სივრცე საჭირო და ლამაზი ნივთებისთვის.
სიმეტრიულად განლაგებული ავეჯი

სიმეტრიული ინტერიერი გამოიყურება მედიდურად და ქმნის ბალანსის შეგრძნებას. ამიტომ სიმეტრია ინტერიერში — საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც არ სურს ბევრი ფულის გადახდა ინტერიერის მოწყობაში. აირჩიეთ არც ისე ძვირიანი აქსესუარები და განათავსეთ ოთახის კომპოზიციური ცენტრის ორივე მხარეს.
ჩამოკიდეთ სარკე

ნებისმიერი ოთახი თქვენ ბინაში გამოიყურება უფრო ძვირადღირებულად თუ თქვენ ნახავთ შესაფერის ადგილს სარკის დასაკიდებლად - უცნაური ან ვინტაჟური ჩარჩოთი. სარკე ამშვენებს ყველა ოთახს მთავარია სწორად შეარჩიოთ მისი ზომა ფორმა და რაოდენობა.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში