სიახლეები
15 საუკეთესო მცენარე თითოეული ოთახისთვის
ოთახის მცენარეებს სახლში შემოაქვთ სიმყუდროვე, ისინი ხდებიან ინტერიერის განუყოფელი ნაწილი. მაგრამ მათი დიდი არჩევანის გამო ხშირად ძნელია საჭირო მცენარის სწორად შერჩევა.
სააბაზანო ოთახი

- პალმა- წმენდს ჰაერს ამიაკისგან, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აბაზანაში ქიმიური წმენდის ჩატარების შემდეგ.
- აგლაომენა- ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდსგან, რომელიც კოსმეტიკურ პროდუქტებში გვხვდება. მისთვის საუკეთესო ადგილი საშხაპის გვერდითაა.
- ინგლისური სურო შეუძლია გაფილტროს ფორმალდეჰიდი,რომელიც შედის სახლის საწმენდ საშუალებებში.
საძინებელი

- სანსევიერია- ის აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევასა და ტვინის მუშაობას, ეხმარება კონცენტრაციას და დაგეხმარებათ დაღლილობასთან ბრძოლაში.
- სპატიფილუმი(ლილია )- ასუფთავებენ ჰაერს 3 ყველაზე გავრცელებული შხამიანი ნივთიერებისგან: ფორმალდეჰიდის, ბენზოლისა და ტრიქლორეტილენისგან. ასევე ეფუქტურად უმკლავდება ტოლუოლსა და ქსილოლს.
- ფალაენოფსისი - მშვენიერი ყვავილოვანი მცენარეა. ის ღამით უამრავ ჟანგბადს გამოყოფს და ტოლუენისგან ათავისუფლებს ჰაერს..
საბავშვო ოთახი

1. კოფეა - ბუნებრივი ფილტრია. ის ჰაერს ასუფთავებს ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ფენოლისა და ტრიქლოროეთილინსგან.
2. ჰიბისკუსი - ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის, წმენდს და უფრო ჯანსაღს ხდის ჰაერს. სხვა მცენარეებიც უკეთ იზრდებიან, როცა ჰიბისკუსის გვერდით არიან.
3. სიკლამენი - გეხმარებათ ინსომნიასთან, ქრონიკულ დაღლილობასთან, დეპრესიასთან და გაღიზიანებადობასთან ბრძოლაში.
მისაღები

- დრაცენა - ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდსგან (რომელიც არის საღებავებში, ხალიჩებსა და ფარდებში)
- ქლოროფიტუმი - ამ მცენარეს, მინიმალური განათების პირობებში, შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის განხორციელება და ჰაერის ჟანგბადით გამდიდრება. ის ტოქსინებსაც შთანთქავს და ჰაერს ატენიანებს.
- ფიკუსი - მცენარის მოვლა ძალიან ადვილია, ის ნაკლებად პრეტენზიული არის, განსაკუთრებით, სინათლის რაოდენობის მიმართ. მაგრამ, ძალიან ეფექტურია, როდესაც საქმე ფორმალდეჰიდისგან ჰაერის გაწმენდას ეხება.
სამზარეულო

- ალოე - ეს მცენარე ძალიან კარგი საშუალება სახლში ჟანგბადის დონის ასაწევად. გარდა ამისა, ის შთანთქავს ნახშირორჟანგს, ნახშირბადის მონოქსიდს და ფორმალდეჰიდს.
- სტეფანოტისი - აჯანსაღებს სამზარეულოს ჰაერს. კარგი მოვლის შემთხვევაში მისგან მიიღებთ საჩუქარს - პატარა ლამაზ თეთრ ყვევილებს, მთელი წლის განმავლობაში.
- სენპოლიები — მისი ყველაზე დიდი სარგებელი არის ის, რომ ეს ყვავილი დევნის ჭიანჭველებს სახლიდან. ბონუსი - მას აქვს ძალიან ლამაზი ყვავილები.
სისუფთავე და შინაური ცხოველები - რეალური რჩევები კომფორტული თანაცხოვრებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ იდეალური სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში, როცა ოთხფეხა მეგობარი გვყავს?
სააღდგომო სამზადისი - როგორ შევქმნათ სადღესასწაულო სიმყუდროვე სახლში?
აღდგომა მხოლოდ თარიღი არ არის - ეს სახლისა და სულის განახლების დღესასწაულია.
ალფა სახლი 2025 - გაყიდვების ზრდა და მომხმარებელთა ნდობის ახალი სტანდარტი
2025 წლის წარმატებული გაყიდვები და მაღალი სტანდარტი
რატომ უნდა აირჩიო დიდი ბინა? - "ალფა სახლის" შეთავაზება მხოლოდ 31 დეკემბრამდე
აირჩიე დიდი ბინა ალფა სახლში და მიიღე 25-30 კვ.მ საჩუქრად
გადახდები, ვადები, დოკუმენტები - ყველაფერი ერთ პანელში
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს ბინაზე ერთ სივრცეში