სიახლეები
ფენ შუი - ნივთები,რომელიც არ უნდა გქონდეთ სახლში!
როგორც ჩვენ ვიცით, ფენ შუის პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის თილისმა, ხოლო ოთახები და ნივთები მოწყობილია მათი ენერგეტიკული მიზნების შესაბამისად.
ფენ შუის სპეციალისტებს აქვთ იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაჩერებაც სახლში არ შეიძლება, რადგან ისინი არღვევენ ენერგია ცი-ს ჰარმონიულ დინებას.
1. გატეხილი/დაზიანებული ნივთები

სახლის მიმართ პატივისცემის გამოვლინების ერთ-ერთ საშუალება— მისი დაზიენებული ნივთებისგან განთავისუფლებაა. თუ ობიექტები ატარებენ წმინდა ან სენტიმენტურ მნიშვნელობას, შეეცადეთ შეაკეთოთ ისინი და დაუბრუნოთ თავდაპირველი სახე. ფენ შუის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ნივთის გადაგდებამდე აუცლებელია მას მადლობა გადაუხადოთ იმ პერიოდისთვის რა დროსაც ის სიხარულს განიჭებდათ. ამრიგად თქვენ თავისუფლდებით ახალი გრძნობებისთვის და ენერგიის კომფორტული გავრცელებისთვის.
2. ბაცრი ობიექტები ან საშიში კუთხეები

ცხოველების რქები, შანდლები და ხმლები — ჩვენ დროში ცოტა ვინმე თუ ინახავს მსგავს ნივთებს , მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის უნდა იცოდეთ, რომ სახლში ესეთი ნივთების შენახვა არ ღირს. ასევე ცუდია — თუ ინტერიერში ძალიან ბევრი ბასრი კუთხეები გაქვთ, ეს მიუთითებს გარე და შიდა აგრესიაზე. ესეთ სახლში ხშირად ხდებიან ცუდად და ასევე ხშირია კონფლიქტებიც , რომელსაც ემოციონალურ გამოფიტვამდე მივყავართ. კარიერა და პირადი ცხოვრება შეიძლება დაზარალდეს — თუ მკვეთრი კუთხე მიუთითებს თქვენი საწოლის ან სამუშაო ადგილისკენ.
3. წყალი «სიყვარულის კუთხეში»

თქვენი სახლის შორეული (ზედა) მარჯვენა მონაკვეთი ( სახლში შემოსასვლელი კარიდან) ცნობილია,როგორც «სიყვარულის კუთხე». თუ თქვენ გინდათ ვინმესგან დადებითი გრძნობების და განწყობის მიღება ან შენარჩუნება, მაშინ ამ ადგილას არ განათავსოთ: სარეცხი მანქანა, აკვარიუმი, ყვავილების ვაზა, დიდი სარკე. თუ ისე მოხდა, რომ დაპროექტებისას ამ ადგილას მოუწია სააბაზანოს განთავსება, მაშინ მისი კარი ყოველთვის კარგად ჩაკეტილი უნდა გქონდეთ.
4. წინაღობა ცი ენერგიისთვის

- კიბე შემოსასვლელი კარის წინ;
- პირდაპირი ხაზი, რომელიც გადის შემოსასვლელ კარსა და უკანა კარს შორის (თუ საქმე ეხება ქალაქგარე სახლს);
- სვეტები საძინებლის სახურავზე;
- საძინებელი გრძელი დერეფანის ბოლოს.
თუ სახლში არის რამდენიმე , მსგავსი წინაღობა კარგი იქნება თუ მათ ნეგატიურ გავლენას შეამცირებთ სხვადასხვა დადებითი ენერგიის მქონე ნივთებით : სარკეებით, ნოხებით და მცენარეებით.
5. მძიმე ნივთები -საძინებელში

არ განათავსოთ მძიმე ობიექტები საწოლთან ახლოს. გარდა ამისა, არ დაკიდოთ საძინებელში ნახატები სადაც ხალხია გამოსახული. ინტერიერში სასურველია გამოიყენოთ ნეიტრალური, პასტელური ფერები (არა თეთრი) და არაუმეტეს ორ ფერში. ტაბუს სიაშია: — სარკე,რომელშიც ჩახედვა შეგიძლიათ დაწოლისას. კარგია თუ — სარკე იქნება კარადაში ან სხვა ოთახში.
"სხვა უბანი“ - დიდ დიღომში კომერციული ფართების ახალი სტანდარტი
დიდ დიღომში საცხოვრებელი სივრცე სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ "ალფა სახლის“ სხვა უბანი არ
რატომ უნდა იყიდოთ უძრავი ქონება ახლავე? - ფასების პროგნოზი და ბაზრის ტენდენციები
გაიგეთ, რატომ ღირს ბინის შეძენა ახლავე, როგორ იზრდება ფასები და როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ინვესტიციით
სამშენებლო შეცდომები, რომლებსაც საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ
საქართველოში სამშენებლო სექტორი სწრაფად იზრდება, თუმცა ხშირად გვხვდება შეცდომები: არასწორი ბიუჯეტი, ნიადაგის კვლევის გამოტოვება, უხარისხო მასალები, ზედამხედველობის ნაკლებობა და საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემები
გამოყენე უნიკალური შანსი - დიდი ბინა, ხელმისაწვდომი ფასად
დიდი ბინა = მეტი თავისუფლება, მეტი კომფორტი, მეტი შესაძლებლობა!
როგორ იცვლება თბილისი? - უბნები, სადაც დღეს ინვესტიცია საუკეთესო გადაწყვეტილება
გლდანი - თბილისის ახალი საინვესტიციო ცენტრი. „ალფა სახლის“ გლდანი - მომავლის უბანი, სადაც ინვესტიცია იზრდება.