popup cover
დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ სასურველ ბინას, თქვენზე მორგებული გადახდის პირობით💛
X

დაკავშირების მოთხოვნა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მენეჯერის დახმარება დატოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ დაგიკავშირდებით.

*7171
back-arrow
ოთახის დასუფთავების ოქროს წესები
14.11.2018 გააზიარე: Facebook კატეგორია: ცხოვრების სტილი

ოთახის დასუფთავების ოქროს წესები

ჩვენ განწყობაზე ხშირ შემთხვევაში, საცხოვრებელ სახლში არსებული სიტუაცია განსაზღვრავს. გამოსწორება, გარეგანი ფაქტორების შეცვლით უნდა დაიწყო. სუფთა და დალაგებული სახლი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას დადებითად მოქმედებს.

  1.  სახლის დალაგება, პირველყოვლისა, ოთახების განიავებით უნდა დავიწყოთ, ღია ფანჯრები მტვრის დაყენების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს, ეს კი თავიდან აგვაცილებს რესპირატორულ (სასუნთქი გზების) და ალერგიულ პრობლემებს, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში მტვრის ჩასუნთქვა იწვევს.
     
  2.  სასურველია, საბან-ბალიშები და გადასაფარებლები კვირაში ორჯერ მაინც მივაფიცხოთ მზეს.
     
  3.  თუ ოთახში ტანისამოსი ან ზედმეტი ნივთები ქაოტურად ყრია, დალაგების წინ აუცილებლად შეალაგეთ გარდერობში, მათი დამტვერვის თავიდან აცილების მიზნით.
     
  4.  სითბოში ადვილად წარმოიქმნება ე.წ „ობობის ქსელები“ ამიტომ დალაგებას ჭერის და სანათის ჩამოწმენდით ვიწყებთ.
     
  5.  იმისათვის, რომ ავეჯს  მტვერი ადვილად მოვაშოროთ სპეციალური საწმენდი სითხის ან ქაფის გამოყენება დაგვჭირდება, მაგრამ მათი არჩევისას უნდა ვეცადოთ, რომ, შეძლებისაგვარად, რაც შეიძლება  ნაკლებქიმიურ საშუალებებზე შევაჩეროდ არჩევანი, ასევე, როდესაც მსგავსი სახის ხსნარებთან გვიწევს შეხება აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. (თუნდაც ერთჯერადი სამედიცინო), თუ სახლში ბავშვიც გყავთ  ავეჯს, ქიმიურად დამუშავების შემდეგ, სუფთა წყალში გარეცხილი საწმენდი ტილოც გადაუსვით. თუ სახლს ორსული  ალაგებს, აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე, რათა თავიდან აიცილოთ ქიმიური ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა  ჰაერწვეთოვანი გზით.
     
  6.  ამის შემდეგ ფანჯრების გაწმენდაა საჭირო, კვლავ სპეციალურ სითხეს და ფანჯრების საწმენდად განკუთვნილ რბილ ქსოვილს ვიყენებთ, იმისათვის რომ არ მოხდეს მინის გაკაწვრა-დაზიანება.
     
  7.  ოთახის დასუფთავების ბოლო ეტაპი იატაკის მოვლაა. მტვერსასრუტით, ან რბილი ჯაგრისის მქონე ცოცხით აიღეთ ძირს ჩამოყრილი ნაგავი და შემდეგ იატაკის (გააჩნია რა სახის იატაკი გაქვთ, ლამინირებული პარკეტი, ხის პარკეთი, მარმარილო, „მეტლახი“) სპეციალური საწმენდი-საშუალების და რბილი ტილოს გამოყენებით მოაპრიალეთ. სასურველია, რომ იატაკიც, ავეჯის მსგავსად, საბოლოოდ,  სველი წესით დამუშავდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტად ქიმიურ საშუალებებთან  კონტაქტი. 

ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი ამიერკავკასიაში - "სხვა უბანი" დიდ დიღომში

გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა წინასწარი შენაძენის გარეშე - თვეში მხოლოდ 890 ლარად!

ახალაშენებულ კორპუსში შესახლება – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ?

ახალაშენებულ კორპუსში შესახლება მხოლოდ ახალი ბინის სიხარული კი არ არის, არამედ საერთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც

აირჩიეთ ბინა მომავლის უბანში - „ალფა სახლში“ გლდანში!

მიიღე მომგებიანი გადაწყვეტილება

როგორ უნდა გადააქციო შენი რეკომენდაცია 300 ლარად?

სიახლე მობინადრეებისთვის

ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების სფეროში

ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს სხვადასხვა სფეროში - მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზეც